8:16 PM დროპის ქვები | |
1938 წელს,ჩინელი პროფესორისა და დოქტორის - ჩი პუ ტეის,ხელმძღვანელობით ჩატარებულ იქნა არქეოლოგიური ექსპედიცია,ჩინეთში მდებარე ბაიან-კარა-ულას მთებში და ამ ექსპედიციის შედეგად,აღნიშნული მთების გამოქვაბულებში აღმოჩენილ იქნა უნიკალური და საოცარი ისტორიული არტეფაქტები,რომელთაც შემდგომ მეცნიერებმა - "დროპის ქვები" უწოდეს.ისინი დღემდე დაუდგენელ ცივილიზაციის მიერ იქნა დამზადებული.გამოქვაბულის იატაკი,რომელიც დაფარული იყო ათასწლოვანი მტვრით,მოფენილი გახლდათ ასეულობით ქვის დისკებით,რომელთა დიამეტრი 9 დიუმს (ერთი დიუმი - 2,54 სანტიმეტრის ტოლია) შეადგენდა.მათზე გამოსახულია სპირალური ფორმის გრავიურები,რომლებზეც თავის მხრივ გამოსახულია მცირე ზომის იეროგლიფები და ასახავს დაუჯერებელ ისტორიას კოსმოსური ხომალდების შესახებ,რომლებიც შორეული გალაქტიკიდან გახლდნენ და ბაიან-კარა-ულას მთებში განიცადეს მარცხი,რის შედეგადაც ხომალდი დამსხვრეულ იქნა,ხოლო ეკიპაჟი განადგურებული.მრავალი დისკის შუაგული წრიული ფორმით არის ამოჭრილი.არქეოლოგთა ვარაუდით აღნიშნული არტეფაქტები დამზადებულ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინათ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მეცნიერთა მიერ არტეფაქტების გაშიფვრის შედეგად დადგენილ იქნა,რომ უცხო სამყაროდან მოსულ ხომალდს მართავდნენ ქმნილებები,რომლებიც "დროპებად" მოიხსენიებდნენ.სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება "დროპის ქვები".აღნიშნული აღმოჩენა იმდენად დაუჯერებელ მოვლენებს ასახავს,რომ დღემდე ყველაზე გამოუცნობ უძველეს არტეფაქტებადაა მიჩნეული და მასზე,მიუხედავად ათწლეულების გასვლისა,მეცნიერები დღემდე მუშაობენ,თუმცა ზუსტად ვერც წარმომავლობას ადგენენ,თუ რომელი ცივილიზაციის მიერ იქნა ისინი დამზადებული და შესაბამისად ვერც იმას ადგენენ,რამდენად რეალურია მათზე ასახული სიუჟეტები. | |
|