Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ძრავის ტიპები
6:35 PM
ძრავის ტიპები
XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს. დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.

სიმძლავრისა და ცილინდრის რაოდენობას რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რომ დღევანდელ ინჟინრებს 100 ცხენისძალა ძირითადად (R, V, B, W, ოპოზიტი და მსგავსი ტიპის) 3 და 4 ცილინდრიანი ძრავისგან, 200 ცხენისძალა 4, 5 ან 6 ცილინდრიანი ძრავისგან, ხოლო 300 ცხენისძალა 6 ან უმეტეს შემთხვევაში 8 ცილინდრიანი ძრავისგან გამოჰყავთ.

რა განსხვავებაა ზემოთ ნახსენებ, (R, V, B, W, ოპოზიტი და მსგავსი ტიპის) ძრავებს შორის, რა სქემის მიხედვით იყოფიან ისინი ასეთ ტიპებად ? ადვილი კონსტრუქცია, ნაკლები კომპაქტურიბა … (R ტიპის ძრავები)

რაზე ფიქრით სტკივა თავი დღევანდელ კონსტრუქტორს ? იმაზე თუ როგორ შექმნას უფრო ადვილი კონსტრუქციის ძრავი, რათა მისი წარმოება და მომსახურება უფრო იაფი დაჯდეს. ერთი სიტყვით ყველაზე ადვილი კონსტრუქციის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძრავის ტიპით, „მწკრივი" ძრავით დავიწყოთ. ასეთი ტიპის ძრავებს უმეტეს შემთხვევებში, სახელიდან გამომდინარე (ROW ანუ ქართულად მწკრივი) R ინიციალით აღნიშნავენ, შესაბამისად 2 ცილინდრიანი ძრავი აღინიშნება ინიციალით R2, 3 ცილინდრიანი R3, 4-იანი R4, R5, R6, R8 და ასე შემდეგ. განვალაგოთ ცილინდრები მწკრივში, (ისე როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოშია) და თქვენ უკვე გაქვთ „რიადნი" ძრავის მთავარი კონსტრუქცია. ამ ტიპის 2 და 3 ცილინდრიანი ძრავები ძალიან იშვიათია ავტომობილებში, (თუმცა მოტოციკლებში ის ნელ ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება). მიუხედავად მცირე მოხმარებისა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები 2 ცილინდრიანი აგრეგატი, დღევანდელ ავტო ინდუსტრიაში გამოყენებადია, მაგალითად, 2 ცილინდრიანი, 0,9 ლიტრი მოცულობის ტურბირებული 85 ცხენისძალიანი ძრავი Fiat 500-ის კაპოტქვეშ არის მოთავსებული. მართალია 2 ცილინდრიანი R ტიპის ძრავი ძალიან იშვიათა, მაგრამ მისი 4 ცილინდრიანი ვერსია (რომელიც წარმოშობით ერთ-ერთი პირველია თავის კლასში) გავრცელების ყველაზე დიდ დიაპაზონში მოხვდა. ასეთი ძრავის მოცულობა უმეტეს შემთხვევაში 1 მუშა ლიტრიდან, 2,4 ლიტრამდეა. გადავიდეთ R5 ძრავზე და გეტყვით, რომ ამ ტიპის ძრავი, გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიბადა. ამ ძრავის ავტორი ყველასთვის კარგად ნაცნობი გერმანული ავტომწარმოებელი, Mercedes-Benz გახლდათ. 5 ცილინდრიანი დიზელის ატმოსფერული აგრეგატი პირველად 1974 წელს, Mercedes-Benz W123-ში კერძოდ კი 300D-ში ჩაიდო. ამ მოვლენიდან 2 წლის შემდეგ, დღის შუქი R5-ის ბენზინზე მომუშავე ვერსიამ იხილა, რომლის შექმნაც კიდევ ერთი გერმანული კომპანიის, Audi-ს დამსახურებაა. მინდა გითხრათ რომ ზემოთ ნახსენებმა ორივე ძრავმა ნამდვილად გაამრთლა, რის შედეგადაც Volvo-მ და FIAT-მა, ორივე მათგანის წარმოება დაიწყეს. R6 20-ე საუკუნის ბოლომდე, ძალიან პოპულარული იყო ევროპაში და მთელს მსოფლიოშიც, თუმცა დრო და დრო ის თავის დიდებას კარგავს, რადგან ის სხვა შედარებით ახალი ტიპის ძრავებმა ჩაანაცვლეს. გაინტერესებთ R8-ც ? პირდაპირ და მოკლედ გეტყვით, რომ ძალიან არაპრაქტიკული მოყვანილოგის გამო მას ჯერ კიდევ 30-იან წლებში დაემშვიდობნენ. რაღა თქმა უდნა, რომ R8-ის არაპრაქტიკულობა მისი ზომით იყო განპირობებული. წარმოიდგინეთ მწკრივში ჩალაგებული 8 ცილინდრის სიგრძე, მისი ნორმალური ზომის ავტომობილში მოთავსება ხომ ძალიან რთული იქნება ?


Uploaded with ImageShack.us


Uploaded with ImageShack.us
V ტიპის ძრავი
V ტიპის ძრავი საკმაოდ ხშირი და დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძრავია. ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს ძრავი მწრკივ ძრავს უამრავ კომპონენტში ჯობნის, მაგალითად ის უფრო მოკლე ზომის არის და უფრო მსუქბუქია ვიდრე ჩვეულებრივი მწკრივი ძრავი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ ტიპის ძრავს დიდი წარსული გააჩნია, რადგან ის ჯერ კიდევ 1888 წელს, (Mercedes-Benz-ის კიდევ ერთმა დამაარსებელმა) გერმანელმა ინჟინერმა Gottlieb Daimler-მა შექმნა. პირველ V ტიპის ძრავი, რომელიც 1888 წელს შეიქმნა, 1 ლიტრი მოცულობის იყო და 4-5 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. აღსანიშნავია რომ ამ ძრავს ცილინდრთა რაოდენობის ყველაზე დიდი დიაპაზონი გააჩნია, რადგან V ტიპი იყოფა; V-twin

V3, V4, V5, V6, V8, V10, V12, V14, V16, V18, V20 და V24 ძრავებად. მიუხედავად დიდი ჩამონათვალისა დღეს V ტიპის „ჭერი" ავტო ინდუსტრიაში 12 ცილინდრით შემოიფარგლება.
გამომდინარე იქიდან რომ V ძრავი ყველაზე პოპულარული და აქტუალური ძრავია დღევანდელ ავტო ინდუსტრიაში, მისი რამოდენიმე ვერსიის დაბადების შესახებ ძალიან მცირედით გიამბობთ. პირველი V4 ძრავი 1922 წელს Lancia-მ ჩადგა თავის მოდელებში, თუმცა მის განვითარებაზე მომდევნო წლებში ევროპულმა Ford-ის წარმომადგენლობამ იზრუნა და მისგან იმ დროისთვის საუკეთესო 4 ცილინდრიანი ძრავი შექმნეს. რაც შეეხება V6 ძრავს, ის პირველად 1924 წელს შეიქმნა და მის ავტორად ისევ და ისევ ლანჩია მოიაზრება, რომელსაც Ford-ის მსგავსად, ამ შემთხვევაში იაპონელი გამგრძელებელი, Nissan-ი გამოუჩნდა, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საუკეთესო V6 ძრავების წარმოება დაიწყო. რაც შეეხება 8-10 და 12 ცილინდრიან V ტიპის ძრავებს მათ უამრავი მომხმარებელი გააჩნდათ, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის დროს, ასე რომ მათზე კონკრეტული საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს… გადავიდეთ ახალი ტიპის კიდევ უფრო უცნაური კონსტრუქცის ძრავზე…


Uploaded with ImageShack.us


Uploaded with ImageShack.us
Boxer
გადავიდეთ ახალი ტიპის, ოპოზიტ ძრავზე. რას ნიშნავს სიტყვა ოპოზიტი ძრავი, იგივე ბოქსის ტიპის ძრავი ? ამ ძრავს B ინიციალით აღნიშნავენ, რაც მწკირივს მსგავსად მისი ლათინური დასახლებიდან "Boxer-დან" გამომდინარეობს და შესაბამისად В2, В4, და В6 ვარიანტებად იყოფა. ასეთი ძრავები R ტიპის ძრავზე რთული კონსტრუქციის მქონეა, მაგალითად ასეთ ძრავებს 2 „გალოვკიანი" ცილინდრები, შედარებით დიდი ზომის გამანაწილებელი ლილვი აქვს და ამასთანავე ასეთი კონსტრუქცია სიგანეში დიდ ადგილს საჭიროებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ რთული კონსტრუქციის (Boxer-ი) ძრავი, ჯერ კიდევ 1896 წელს გერმანელი ინჟინერის, karl Benz-ის (ადამიანი რომელმაც Mercedes-Benz-ი დაარსა) მიერ იქნა დაპატენტებული დრო და დრო კი ის დაიხვეწა და უფრო პოპულარული გახდა.
ასეთი ძრავები დღეს-დღეობით, სწორედ ზემოთ ნახსენები დიდი სიგანის და რთული კონსტრუქციის გამო ნაკლებგამოყენებადია, უფრო ზუსტად კი კომპანიები, რომლებიც ამ ტიპის ძრავებს ავტომობილებში აყენებენ თითზე ჩამოსათვლელია. ყვეაზე კარგად ნაცნობი და ჩვენში პოპულარული ავტომწარმოებლები, როლებიც ძირითადად Boxer ძრავებს იყენებენ, შტუდგარდული Porsche და იაპონური Subaru-ა. აღსანიშნავია ისიც რომ მწოლიარე ძრავები ასევე ძალიან პოპულარულია მოტოციკლებშიც, რომელთა უდიდეს ნაწილსაც სწორედ ასეთი ძრავი უყენია. მოტოციკლებში პირველი „ბოქსი" ბავარიულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ (ცნობილი ინჟინერის Max Friz-ის მეთაურობით და წამოწყებით) 1923 წელს ჩადგა და ის დღემდე ასეთი ძრავებით აწყობს თავის მოტოციკლებს. აქვე დავამატებ რომ იშვიათად მაგრამ 20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან ასეთი ძრავები სამხედრო ავიაციაშიც გამოიყენებოდა.


Uploaded with ImageShack.us


Uploaded with ImageShack.us
როტორული ძრავი . . .
განვაგრძოთ ძრავის ტიპებზე საუბარი და ახლა როტორული ძრავი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, რომ როტორული ძრავიც შიგა წვის ძრავებს განეკუთვნება, რომელსაც ზემოთ ნახსენები ძრავებისგან ძალიან განსხვავებული სტრუქტურა გააჩნია. როტორული, იგივე Wankel ძრავის იდეა 1951 წელს, (არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ) გერმანელ ინჟინერს Felix Wankel-ს გაუჩნდა, რომელმაც 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, იდეა რეალობად აქცია და მსოფლიოს კიდევ ერთი, უახლესი ტიპის ძრავი აჩუქა. 1957 წელს ფელის ვენკელის მიერ შექმნილი 21 ცხენისძალიანი როტორული ძრავი წარმოებაში ჩაეშვა და დრო და დრო თავისი ადგილი დაიმკვიდრა, ავტო და სხვა მოძრავი საშუალებების ინდუსტრიაში.
დღეს ასეთ ძრავებს იშვიათად გამოიყენებენ, მისი ძირითადი მომხმარებელი კი იაპონური Mazda გახლავთ, რომლის RX მოდელები ცნობილია თავისი სპორტული მახასიათებლებით და სიმძლავრით.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ 1950-60 წლებში როტორტულ ძრავებს იყენებდა ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან; Alfa Romeo, American Motors, Citroen, Ford, General Motors, Mercedes-Benz, Nissan, Porsche, Rolls-Royce, Suzuki და Toyota, თუმცა . . . დღეს ის რთული კონსტრუქციისა და არაპრაქტიკულობის გამო აზრს კარგავს. მისი არაპრაქტიკულობის ერთ-ერთი თანამედროვე მაგალითი ზემოთ ნახსენები ავტომწარმოებელი და მისი მოდელი RX-8 გახლავთ. სწორედ ამ ავტომობილს გააჩნია როტორული ძრავი, რომელიც სხვა ძრავებთან შედარებით ზეთის „ჭამით" გამოირჩევა, რაც მის აუცილებელ შეცვლას საჭიროებს, ეს კი არც ისეთი იაფი პრობლემაა.

მცირედით იმასაც გეტყვით, რომ Wankel ძრავი გამოიყენებოდა როგორც ავტო და მოტო ინდუსტრიაში, ასევე ავიაციაშიც, სადაც ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე არაგამართლებად საავიაციო ძრავად არის მიჩნეული.


Uploaded with ImageShack.us
VR6, VR5, W12
ალბათ გახსოვთ რომ ზემოთ მწკრივ და V ტიპის ძრავებზე ვისაუბრეთ, რომლებიც სხვა და სხვა მახასიათებლებით გამოირჩევიან, ორივეს გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები, თუმცა ძრავი, რომელზეც ეხლა უნდა გესაუბროთ შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანის ნაჯვარია.

VR6-VR5

80-იანი წლების დასაწყისში ვერავის წარმოედგინა კომპაქტური ჰეჯბეკი 6 ცილინდრიანი 2,8 ლიტრიანი ძრავით, თუმცა დღეს ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რადგან გერმანული ავტომწარმოებლის Volkswagen-ის უამრავ მოდელს, სწორედ ასეთი დასახელება აქვს "VR”. სწორედ გერმანული VW გახლავთ ამ ტიპის ძრავების ავტორი, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს შექმნა.
ცნობილი VR6 ძრავი, რომელიც სახელიდან გამომდინარე იხსნება როგორც, „V-ტიპის მწკრივი ძრავი", თავისმხრივ წარმოადგენს V ტიპის ძრავთა განსხვავებულ ვერსიას. გამომდინარე იქიდან რომ ამ ძრავს ცილინდრთა შორის გადახრის კუთხე ძალიან მცირე, 15 გრადუსი აქვს, ის ძალიან პრაქტიკულია ავტომობილში მოსათავსებლად. სწორედ მისი სტრუქტურიდან გამომდინარე ასეთ ძრავებს ზედმეტსახელად შერეულ მწკრივ ძრავებსაც უწოდებენ. აქვე დავამატებ, რომ ამ ტიპის ძრავი პირველად 1991 წელს, 1992 წლის მოდელ, Volkswagen Passat-ზე, Golf-ზე, Corrado-ზე და Sharan-ზე იქნა დაყენებული, რომელიც (AAA ინდექსით აღინიშნებოდა და) ამ ავტომობილთა კაპოტქვეშ 174 ცხენისძალას წარმოქმნიდა. (ასევე იყო 0,1 ლიტრით მეტი მოცულობის, 2,9 ლიტრიანი ძრავი, რომელიც ABV ინდექსით აღინიშნებოდა და 192 ცხენისძალის ტოლ სიმძლავრეს გამოიმუშავებდა. რაც შეეხება VR5 ძრავს, ის VR6-ის ანალოგიურია, მხოლოდ 1 ცილინდრით ნაკლები გააჩნია. ასეთი კონსტრუქციული მიღწევების შემდეგ, Volkswagen-ის ინჟინრებმა საერთოდ აიწყვიტეს და კიდევ უფრო არაორდინალური და განსხვავებული ძრავი W12 შექმნეს.


Uploaded with ImageShack.us
W12

გერმანელმა ინჟინრებმა შექმნეს სუპერკომპაქტური W ტიპის 12 ცილინდრიანი ძრავი, რომლის დებიუტიც 1998 წელს, კონცეფტ-ქარზე W12 Roadster-ზე წარმოადგინეს. მოკლედ რომ გითხრათ ძრავის კონსტრუქცია 2 ცალი VR6-ის ძრავისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ 72 გრადუსით არიან გადახრილები. თავდაპირველად წარმოებაში W8 ტიპის ძრავი ჩაეშვა, რომელიც ისევ და ისევ VR6-ის შემოკლებულ, VR4 ძრავების „შეტყუპებულ" ვერსიას წარმოადგენს.
ამ პერიოდში ვოლფსბურგელები W ტიპის ძრავის 18 ცილინდრიან ვერსიაზე, W18 ძრავზეც ფიქრობდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ისინი W16 კონსტრუქციაზე შეჩერდნენ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და ძვირადღირებულ, უნიკალურ სუპერქარს, Bugatti Veyron-ს 431 კმ/სთ-მდე აჩქარებს. ალბათ დაგაინტერესებთ თუ რატომ არ არსებობდა ასეთი ძრავი უფროა დრეულ პერიოდში ? ? ? ასეთი ძრავი ნებისმიერ კონსტრუქტორს ღამის კოშმარშიც კი არ დაესიზმრებოდა… შეხედეთ W ტიპის ძრავის მუხლა ლილის ფორმას, ის ძალიან „არეულია" და ძალიან გათვლილია. მისი სქემა კომპიუტერით არის აწყობილი, რადგან მხოლოდ ამ დანადგარს შეუძლია ცილინდრთა შორის ზუსტი გრადუსის, კუთხის, მუშაობის პრინციპის და უამრავი სხვა დეტალის სიზუსტის გათვლა.
კატეგორია: ავტო | ნანახია: 1072 | დაამატა: balu | ტეგები: Nissan, American Motors, ABV, Porsche, General Motors, citroen, Boxer, Alfa Romeo, Mercedes-Benz, Ford | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.