Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » ელარჯი
11:30 PM
ელარჯი
მასალა
• ღერღილი 1კგ
• ყველი 2კგ (უმარილო, რბილი სულგუნი)
• სიმინდის ფქვილი 300გრ.
• წყალი 2 ლიტრი


მომზადება
დავჭრათ სულგუნი დიდ ნაჭრებად და გავხეხოთ სახეხზე მსხვილი მხრიდან. გახეხილი ყველი მოვათავსოთ ჭურჭელში. გავრეცხოთ ღერღილი ძალიან კარგად, ისე, რომ მუქი ფერის შემადგენლობა მოსცილდეს. ღერღილზე წყლის დასხმის და მორევის დროს მუქი ფერის შემადგენლობა ამოდის ზედაპირზე, რომელიც უნდა მოცილდეს. მოქმედება უნდა გავიმეოროთ იქამდე, სანამ ღერღილი სრულად არ გასუფთავდება. გარეცხილი ღერღილი მოვათავსოთ თუჯის ქვაბში და დავასხათ 2 ლიტრი წყალი. დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ მოხარშვამდე (დაახლოებით 30წთ).

მოხარშვის შემდეგ მასის გასასქელებლად უნდა ჩავაზილოთ სიმინდის ფქვილი. ფქვილს რომ ჩავზელთ, 3 წუთი უნდა იდუღოს თავდახურულ ქვაბში. თანდათანობით დავუმატოთ გახეხილი სულგუნი და კარგად ჩავზილოთ. ჩავზილოთ ისე, რომ ღერღილითა და სულგუნით მივიღოთ ერთი მთლიანი მასა. თეფშებზე ამოვიღოთ პატარა სველი თეფშით. სველი საჭიროა იმისათვის, რომ თეფშებზე არ მიიკრას და ამოღების პროცესი გაგვიადვილდეს. კერძი მიირთმევა ცხლად.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 854 | დაამატა: balu | ტეგები: ელარჯის მომზადება | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.