Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » ელექტრონული კალამი Rollpen ხელნაწერ ტექსტს იმახსოვრებს
5:47 PM
ელექტრონული კალამი Rollpen ხელნაწერ ტექსტს იმახსოვრებს
ხანდახან, როდესაც რომელიმე სიახლეს ან კონცეპტს ვუყურებთ, გვებადება კითხვა: რატომ ვერავინ მოიფიქრა ეს აქამდე? ასეთ იდეებს განეკუთვნება პორტუგალელი დიზაინერის ფილიპე ლიმას (Filipe Lima) ელექტრონული კალმის ახალი კონცეპტიც; და მართლაც, რატომ ვერავინ მოიფიქრა კალამი Rollpen აქამდე?

იდეა მარტივი და მოხდენილია: მომხმარებელი ამ კალმით ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პასტით ქაღალდზე წერს, მხოლოდ მოცემული ეგზემპლარი ხელნაწერ ტექსტს მოწყობილობის მეხსიერებაში ინახავს. მეტიც, მას აქვს უსადენო მოდულები ინტერნეტში ჩართვის მხარდაჭერით; ანუ, დაწერილი ტექსტი შეგიძლიათ არა მარტო ლოკალურად შეინახოთ, არამედ ონლაინ გამოაქვეყნოთ კიდეც, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაგაჩნიათ. მოწყობილობის სამართავად კი, მის კორპუსზე არის მცირე სენსორული დისპლეი; ფუნქციების რაოდენობა აქ მინიმალურია, სამაგიეროდ Rollpen-ის შესაძლებლობების არსენალი ნამდვილად სასიამოვნოა.
კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 861 | დაამატა: balu | ტეგები: ელექტრონული კალამი Rollpen ხელნაწერ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.