Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ენრიკო კარუზოს ბიოგრაფიიდან
4:36 PM
ენრიკო კარუზოს ბიოგრაფიიდან
მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი ტენორი - ენრიკო კარუზო (1873-1921 წლები),რომელიც მიუხედავად იმისა,რომ უდიდესი საოპერო მომღერალი გახლდათ,სასცენო შესრულების მხრივ ოსტატობა მართლაც არ გააჩნდა.ამ თემის ირგვლივ - თედორე შალიაპინი წერდა:
"იმ ნოტებისათვის,იმ ფრაზირებისათვის,იმ კანტილენებისათვის,რომელსაც ფლობს დიდი ენრიკო კარუზო,ჩვენ ვალდებულები ვართ მას ყველაფერი მივუტევოთ".
კარიერა მან მშობლიურ ნეაპოლში დაიწყო 1895 წლის მარტის თვეში,თუმცა აღიარება მას პალერმოში 1897 წელს ჩატარებულმა კონცერტმა მოუტანა,სადაც მან შეასრულა ენცოს პარტია.ამის შემდგომ ენრიკომ სხვადასხვა პარტიები შეასრულა მილანის "ლა-სკალაში",ლონდონისა და სხვა ცნობილი საოპერო თეატრების სცენებზე,მაგრამ ყველაზრ დიდი პოპულარობა მან მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის "მეტროპოლიტრნ-ოპერაში",სადაც იგი 1903 წლიდან 1920 წლის ჩათვლით წამყვან სოლო პარტიებს ასრულებდა.თავდაპირველად მისი პირველი ჰონორარი,თითოეული გამოსვლისათვის 15 იტალიური ლირა გახლდათ,მაგრამ მოგვიანებით მისმა ჰონორარმა,იმ დროისათვის უზარმაზარ თანხას 2500 დოლარს მიაღწია (თითოეული გამოსვლისათვის).იგი გარდა იმისა,რომ შესანიშნავად ასრულებდა სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ დაწერილ ნაწარმოებებს,ამასთანავე თავადაც წერდა მათ,მაგალითად: "სერენადა","ძველი დროება" და სხვა ნაწარმოებები.ამასთანავე ენრიკო კარუზო შესანიშნავად ფლობდა სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებზე დაკვრის ხელოვნებას,იყო ძალიან კარგი კარიკატურისტი,მასვე ეკუთვნის სტატია: "როგორ უნდა იმღერო".უდიდესმა იტალიელმა ჯაკომო პუჩინიმ - ენრიკო კარუზოს "ღმერთის მიერ გამოგზავნილი" უწოდა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 825 | დაამატა: balu | ტეგები: karuzos biogracia, enriko, ენრიკო კარუზოს ბიოგრაფიიდან | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.