10:39 PM ერეკლე II | |
პოლიტიკური ვითარება მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და თბილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ მეექვსე, რომელიც პეტრე პირველის იმედით აპირებდა მტრის წინაამღდეგ ბრძოლას მოტყუებული გამოვიდა, რუსებმა პირობა დაარღვიეს და ვახტანგ მეექვსე მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინაამღდეგ. 1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა,თავისი ამალით საქართველო დასტოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში „ყიზილბაშობა" „ოსმალობამ" შესცვალა. სპარსეთი ამ დროს ძალზე დასუსტებული იყო და სახანოებად იყო დაყოფილი. მალე გამოიკვეთა სპარსეთის მომავალი ლიდერი, ეს იყო თამაზ–ყული–ხანი, შემდგომში ნადირ–შაჰად წოდებული. სპარსელები ნადირ–შაჰის მეთაურობით თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ მეორეც ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით, რადგან ის სპარსელთა ბატონობას, ოსმალების ბატონობასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად თვლიდა,თუმცა კი ქართველთათვის ორივე საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო. 1735 წელს,ყარსის მიდამოებში სპარსელებმა საბოლოოდ დაამარცხეს ოსმალები. იმავე წელს ნადირ–შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზი მას ზეიმით შეხვდა. თბილისი განადგურებას გადაურჩა, თუმცა ნადირ–შაჰმა ქართლის ის ნაწილი რომელსაც მისი მოწინაამღდეგე ფეოდალები მართავდნენ სასტიკად ააოხრა. ქართლში ისევ „ყიზილბაშობის" ხანა დაბრუნდა. თურქების შემოსევის შემდეგ, თეიმურაზი ფშავში გაიქცა და პატარა ერეკლეც თან წაიყვანა. 1733 წელს,თურქების ნებართვით კახეთში გამეფებულ თეიმურაზს, თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი,მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა. ქეთევანი თავისივე ძმისშვილს, ალი–ყული–ხანს მიათხოვა ცოლად, ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა. 1739 წელს, ნადირ–შაჰმა ინდოეთისაკენ გაილაშქრა და დიდი ტერიტორიები მიიერთა. ამ ბრძოლაში მას ერეკლეც თან ახლდა თავისი ათასეულით. შაჰი განაცვიფრა ერეკლესა და მისი თანმხლები ქართველების ბრძოლის უნარიანობამ და საზრიანობამ, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ერეკლეს გმირობამ გააოცა. ლაშქრობდან დაბრუნებულმა შაჰმა დაღესტანს შეუტია, მაგრამ ვერ დაიპყრო, თუმცა ქართლ–კახეთზე ლეკთა თავდასხმები თითქმის მთლიანად აღიკვეთა, ოსმალთა ბატონობის დროს, მტკვრის ნაპირზე დასახლებული უამრავი თურქმენული ოჯახიც საქართველოდან გაასახლეს. 1744 წელს, ნადირ–შაჰის ნებართვით, თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. ბოლო 130 წლის განმავლობაში ქართლში ქრისტიანი მეფე არ მჯდარა. ნადირ–შაჰი ხედავდა,რომ ქართველებთან ბრძოლა ძნელი იყო და მათი დამორჩილება ისევ ქრისტიანი მეფეების ხელით გადაწყვიტა. თუმცა თეიმურაზი და ერეკლე საქართველოს თავისუფლებაზე ფიქრით იყვნენ შეპყრობილნი. ასე, რომ 1744 წელს თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი კახეთში. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747 წ.) თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. პოლიტიკური ვითარება მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და თბილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ მეექვსე, რომელიც პეტრე პირველის იმედით აპირებდა მტრის წინაამღდეგ ბრძოლას მოტყუებული გამოვიდა, რუსებმა პირობა დაარღვიეს და ვახტანგ მეექვსე მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინაამღდეგ. 1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა,თავისი ამალით საქართველო დასტოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში „ყიზილბაშობა" „ოსმალობამ" შესცვალა. სპარსეთი ამ დროს ძალზე დასუსტებული იყო და სახანოებად იყო დაყოფილი. მალე გამოიკვეთა სპარსეთის მომავალი ლიდერი, ეს იყო თამაზ–ყული–ხანი, შემდგომში ნადირ–შაჰად წოდებული. სპარსელები ნადირ–შაჰის მეთაურობით თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ მეორეც ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით, რადგან ის სპარსელთა ბატონობას, ოსმალების ბატონობასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად თვლიდა,თუმცა კი ქართველთათვის ორივე საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო. 1735 წელს,ყარსის მიდამოებში სპარსელებმა საბოლოოდ დაამარცხეს ოსმალები. იმავე წელს ნადირ–შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზი მას ზეიმით შეხვდა. თბილისი განადგურებას გადაურჩა, თუმცა ნადირ–შაჰმა ქართლის ის ნაწილი რომელსაც მისი მოწინაამღდეგე ფეოდალები მართავდნენ სასტიკად ააოხრა. ქართლში ისევ „ყიზილბაშობის" ხანა დაბრუნდა. თურქების შემოსევის შემდეგ, თეიმურაზი ფშავში გაიქცა და პატარა ერეკლეც თან წაიყვანა. 1733 წელს,თურქების ნებართვით კახეთში გამეფებულ თეიმურაზს, თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი,მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა. ქეთევანი თავისივე ძმისშვილს, ალი–ყული–ხანს მიათხოვა ცოლად, ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა. 1739 წელს, ნადირ–შაჰმა ინდოეთისაკენ გაილაშქრა და დიდი ტერიტორიები მიიერთა. ამ ბრძოლაში მას ერეკლეც თან ახლდა თავისი ათასეულით. შაჰი განაცვიფრა ერეკლესა და მისი თანმხლები ქართველების ბრძოლის უნარიანობამ და საზრიანობამ, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ერეკლეს გმირობამ გააოცა. ლაშქრობდან დაბრუნებულმა შაჰმა დაღესტანს შეუტია, მაგრამ ვერ დაიპყრო, თუმცა ქართლ–კახეთზე ლეკთა თავდასხმები თითქმის მთლიანად აღიკვეთა, ოსმალთა ბატონობის დროს, მტკვრის ნაპირზე დასახლებული უამრავი თურქმენული ოჯახიც საქართველოდან გაასახლეს. 1744 წელს, ნადირ–შაჰის ნებართვით, თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. ბოლო 130 წლის განმავლობაში ქართლში ქრისტიანი მეფე არ მჯდარა. ნადირ–შაჰი ხედავდა,რომ ქართველებთან ბრძოლა ძნელი იყო და მათი დამორჩილება ისევ ქრისტიანი მეფეების ხელით გადაწყვიტა. თუმცა თეიმურაზი და ერეკლე საქართველოს თავისუფლებაზე ფიქრით იყვნენ შეპყრობილნი. ასე, რომ 1744 წელს თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი კახეთში. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747 წ.) თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. ბრძოლები თავისუფლების განმტკიცებისათვის [რედაქტირება] ქართველმა მეფეებმა უაღრესად გაჭირვებული მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარეს. მართალია ქართლი და კახეთი სხვადასხვა სამეფოებად ითვლებოდა, მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე ერთიან, შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ, საბრძოლო მოქმედებებიც ერთიანი ჰქონდათ. მათ ძალზე ხშირად უხდებოდათ თავდაცვითი ბრძოების წარმოება,ზოგჯერ კი რეგიონში ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით თავადაც უწევდათ შეტევაზე გადასვლა. ბრძოლა ქართველებს ძირითადად ოსმალებისაგან წაქეზებული ჩრდილო–კავკასიელებისა და დაშლილი ირანის ზოგიერთი სახანოს, ამიერკავკასიის და ქართლ–კახეთის დაპყრობის მსურველ მმართველებთან უხდებოდათ. მტერთან ომი ზოგჯერ შიდაომებშიც გადაიზრდებოდა. 1747 წელს, დიპლომატიური მიზნით თეიმურაზი ირანში წავიდა. იმავე წელს ნადირ–შაჰი შეთქმულებმა მოკლეს და ირანში ისევ აირია ვითარება. თეიმურაზმა ქართლი, ირანში წასვლისას აბდულა–ბეგს (არჩილ ბაგრატიონს) ჩააბარა, ერეკლეს კი მისი მმართველობისათვის ზედამხედვრლობა დაავალა. ამ დროს საქართველოს ციხეებში სპარსელთა ჯარი იდგა და მათი უმეტესობა აბდულა–ბეგის მომხრე იყო. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტის დათმობა აღარ მოინდომა და ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. ერეკლე ჯერ სამშვილდის ციხესთან შეებრძოლა აბდულა ბეგს, შემდეგ კი თბილისთან, სოლოლაკის და წავკისის მიდამოებში სასტიკად დაამარცხა მისი ჯარი. ამის მერე ერეკლემ თბილისის ციხეებში გამაგრებულ სპარსელთა გარნიზონებს შეუტია და თბილისის ციხეებიდან დამპყრობლები გაყარა. ქართულ ციხეებში ქართლ–კახელთა ჯარის ნაწილები ჩააყენა და მის კოშკებზე ქართული დროშები აღმართა. 1749 წელს თეიმურაზიც დაბრუნდა ირანიდან. მამა–შვილის თავგამოდების შედეგად, თბილისის კედლებს, ამის შემდეგ თითქმის 50 წლის განმავლობაში ომი არ უნახავთ. თუმცა ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირველი შეიჭრებოდა მტრის რიგებში. ხშირად უწევდა მათი ბელადების წინაამღდეგ პირისპირ შებრძოლება. 1749 წელს, ნადირ–შაჰის მკვლელობაში მონაწილე, მაჰმად–ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით ერეკლემ დაამარცხა მაჰმად–ხანი. ამის მერე ერევნის სახანო, ერეკლეს ხარკს 1795 წლამდე უხდიდა. 1750 წელს, ყარაბაღის მფლობელი ფანა–ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა განჯას მიადგა, განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. გმირულ ბრძოლაში ქართველებმა ერეკლესა და თეიმურაზის სარდლობით დაამარცხეს ფანა–ხანი. შაქის ხანს, აჯი–ჩალაბს, რომელიც წარმოშობით სარწმუნოებაშეცვლილი სომეხი იყო, არ აწყობდა რეგიონში ქართველთა ბატონობა. 1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძეს დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა. 1752 წელს, აჯი–ჩალაბმა, განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები. მართალია 1751 წლის ივლისში, თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი, აზატ–ხანის თვრამეტიათასკაციანი ლაშქარი, ერეკლემ ერევნის მახლობლად, ყირბულახის ბრძოლაში საოცარი საზრიანი და საკუთარი გმირული შემართების წყალობით და ბრძოლით დაამარცხა, აჯი–ჩალაბთან მარცხი მაინც ამცირებდა რეგიონში ქართველთა ავტორიტეტს. ერეკლემ, ქართლ–კახელთა ჯარს, დაქირავებული ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ჯარი მიაშველა, მათი ანაზღაურებისათვის სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა. 1752 წლის სექტემბერში, ყაზახ–შამშადილუს საზღვარზე, თულქითეფეს ბრძოლაში. აჯი–ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღა–ქიში სარდლობდა სასტიკად დაამარცხეს ქართველებმა. ისევ განმტკიცდა ქართველთა ავტორიტეტი რეგიონში, მაგრამ ბრძოლები არ წყდებოდა. 1754 წელს, ავარიელი, ხუნძახის ბატონი, ნურსალ–ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა,არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია,მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ და თეიმურაზმა მჭადიჯვრის ბრძოლაში დაამარცხეს და დიდი დანაკარგით განდევნეს მტერი. 1755 წელს ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განწყობილ სახანოების რაზმებთან ერთად მისი ჯარი 30000–მდე მებრძოლს ითვლიდა. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა მტერი, შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადასწვდებოდნენ და ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართველი მეფეების გონიერი, გაბედული საბრძოლო მოქმედების შედეგად ყვარლის ბრძოლაში, მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს მტერი. 1759 წელს ლეკების 8000–იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცთან და დვანის ციხესთან. ამ ბრძოლაში მას სოლომონ პირველიც ეხმარებოდა.1760 წელს ერკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა, განჯასა და ერევანშიც მოუწია ლაშქრობა. შედარებით მცირე ბრძოლები გრძელდებოდა. მტერი არ ისვენებდა. დაღესტნელთა ჯარი ერევნამდე მივიდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა, შინდისთან გადახდათ დიდი ბრძოლა ქართველებს, ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდნენ ქართლში, ქიზიყში, კუმისის, ბოლნისის მიდამოებში, სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა. თბილისის გარშემო მდებარე დასახლებებსაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული ბრუნდებოდნენ უკან. ამ დროს ერეკლეს „აშვებული ლომის" სახელი ჰქონდა. 1760 წელს თეიმურაზი დიპლომატიური მიზნნებით რუსეთში წავიდა. მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.1762 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა. 1762 წლიდან ერეკლე ქართლ–კახეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს ნიშნავდა,რომ „აღმოსავლეთ საქართველო, ბოლო 300 წლის მანძილზე ერთიან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა". რეფორმები ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი (1765 წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770 წ.); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772 წ.). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა", „სახელმწიფო შემოსავლისა" და „სამხედრო საქმეთა" დარგებად. ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის,საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი,შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განნახლდა ზარაფხანა,იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. თბილისში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა და აქედანაც გაჰქონდათ ტვირთი ვაჭრებს. შენდებოდა ახალი შენობები დაციხეები, თუმცა თბილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო. ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ მეექვსემ ჩამოატანინა ვლახეთიდან (რუმინეთი),დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა წიგნები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას. მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად თბილისისკენ ბევრი ეროვნების ქრისტიანმა თუ არაქრისტიანმა იწყო წამოსვლა და აქ დასახლება. სომხებიც თავიანთ გადამრჩენად მიიჩნევდნენ ერეკლეს. თბილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა. საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში „პრინც ერეკლეზე", რომელსაც „აშვებული ლომის" სახელი ჰქონდა. მიუხედავად წარმატებებისა, თავისუფლების განმტკიცების და რეგიონში პირველობის და ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით საზრუნავი არ ილეოდა. 1765 წელს,ერეკლეს წინააამღდეგ შეთქმულება მოეწყო, რომელსაც სათავეში პაატა ბატონიშვილი ედგა, შეთქმულებს ერეკლეს ფიზიკური განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და სასტიკად დასაჯა მოწინაამღდეგენი. 1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის მორიგი ომი. ერეკლემ ამ ომში რუსების მხარე დაიჭირა.1769 წელს გრაფი ტოტლებენი შემოვიდა რუსის ჯარით საქართველოში. ერეკლე და ტოტლებენი, გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და უკან გამობრუნდა. მარტო დარჩენილმა ერეკლემ საკუთარი საზრიანობისა და გმირობის ფასად, ასპინძის ბრძოლაში, სატიკად დაამარცხა თურქები. 1771 წელს, ერეკლემ ხერთვისის ციხე გაანთავისუფლა ოსმალებისგან,1778 წელს დაამარცხა განჯის მმართველი ფათ–ალი–ხანი,1779–80 წლებში ერევნის ხანთან მოუწია ბრძოლა, ლეკები დაესხენ თუშეთს, ქიზიყს, ცხინვალს, 1773 წელს ნურსალ-ბეგი ბოდბეს დაესხა თავს. ლეკთა მოთარეშე რაზმები თბილისამდე მოდიოდნენ. 1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. 1785 წელს საქართველოს, ნურსალ ბეგის ვაჟი, ომარ–ხანი , 20000–იანი რაზმით დაესხა თავს. ერეკლესთან შებრძოლება პირისპირ ვერ გაბედა, ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი რაზმები, რომლებიც ახალციხეში შემოვლითი გზებით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნები. დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ–კახეთს, გადასწვდნენ იმერეთასც. 1787 წელს რუსებისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა განჯა, ყარაბაღი და ნახიჩევანი დალაშქრა. იმავე წელს რუსებმა მოულოდნელად დატოვეს საქართველო. 1779 წელს გარდაიცვალა ირანის შაჰი ქერიმ-ხან ზენდი , რომელთანაც ერეკლეს თითქმის სამი ათეული წელი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და ყველა პრობლემას დიპლომატიური გზებით აგვარებდა. დასუსტებულ ირანში ძალაუფლებას, თანდათან ყაჯართა თურქმენული ტომის წარმომადგენელი, აღა-მაჰმად-ხანი იღებდა. საქართველოს გაერთიანების მცდელობა პლატონ იოსელიანის მონათხრობის თანახმად, 1790 წელს, ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები და ქართლ–კახეთის სამეფოსთან, იმერეთის მიერთება შესთავაზეს. ერეკლემ, ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ამ წინადადებაზე უარი თქვა. დღეს ძნელია შეაფასო ერეკლეს ეს ნაბიჯი. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, თურქეთი დასავლეთ საქართველოზე ბატონობდა, რუსეთიც არ იყო მომხრე ამ გაერთიანებისა. ერეკლეს უარის მიზეზი შესაძლოა ყოველივე ეს იყო, და არა დარეჯან დედოფლის ახირება, რათა იმერეთის ტახტი, მის შვილიშვილს დავით არჩილის ძეს, (შემდგომში სოლომონ II ) დარჩენოდა. ცოტა ხანში გაფორმდა „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისა აღწერილი სამეუფეოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა". ამ ტრაქტატის თანახმად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II, იმერეთის მეფე სოლომონ II, ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი და გურიის მთავარი სიმონ გურიელი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობის და მტრის წინაამღდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულებას დებდნენ. ტრაქტატის ძირითადი ფიგურა ერეკლე იყო ერეკლეს შვილიშვილის, სოლომონ მეორის გამეფებით იმერეთში, ერეკლეს გავლენა დასავლეთ საქართველოში გაიზარდა. ერეკლე და სოლომონი ერთიან, ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ. რუსეთთან კავშირი XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი, ერეკლე II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას და მის სამეფოს გარეშე მტრებისგან დაიცავდა, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები გააქტიურდნენ და კვლავ დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად. შეუძლებელია, დღეს განსაზღვრო შეინარჩუნებდა თუ არა ქართლ–კახეთის სამეფო დამოუკიდებლობას, რომ არ ყოფილიყო დადებული ტრაქტატი, ძნელია გაამართლო ან გაამტყუნო ერეკლე რუსეთთან კავშირის გამო. მალე გამოიხატა, რომ რუსეთი, ტრაქტატის თანახმად მიღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა. ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირის კატეგორიული წინაამღდეგი იყო ირანი და ოსმალეთი, აგრესიით განეწყვნენ მეზობელი მაჰმადიანური სახანოები. კავკასიაში რუსეთის გამოჩენა ევროპის ქვეყნებისთვისაც მიუღებელი იყო. თუმცა ერეკლეს მაინც ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერის იმედი. ერეკლე ხვდებოდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას შეეძლო უზრუნველყო საქართველოს მომავალი წარმატებები. ქართული ჯარის ევროპულ ყაიდაზე გასაწყობად სესხის აღებაც უნდოდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან, მაგრამ ევროპა, იმ დროს ნაკლებად იყო დაინტერესებული ამ მხარით. ევროპისკენ მიმავალ გზად კი ერეკლე რუსეთთან ურთიერთობაში ხედავდა. აშკარა იყო რომ მეზობელი სამი დიდი სახელმწიფოდან, როგორებიც იყო თურქეთი სპარსეთი და რუსეთი, თითეული ცდილობდა დაეპყრო საქართველო. ისიც გამოიკვეთა, რომ საქართველოს დიდი ხნის თავისუფლება არ ეწერა. საქართველოს დამონებისათვის მიმდინარე ბრძოლაში საბოლოოდ რუსეთმა გაიმარჯვა, რომელიც აგრესიით მოიწევდა ამიერკავკასიისაკენ და ჩანდა, რომ მის გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. რუსეთთან კავშირის გამო აითვალისწუნა და გაწირა იმდროინდელმა გავლენიანმა სამყარომ აღმოსავლეთ საქართველო. ბედის მწარე დაცინვა კი ის იყო, რომ რუსეთი არამც თუ არაფერს აკეთებდა საქართველოს საკეთილდღეოდ,არამედ ხელს უწყობდა საქართველოს თვითმყოფადობის უნარის დაკარგვას, რათა შემდგომში მისი დაპატრონება არ გაჭირვებოდა ერეკლეს ცხოვრების ბოლო წლები მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, მტრის თავდასხმები და ბრძოლები არ წყდებოდა. საქართველო სისხლისგან იცლებოდა.ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. დიდი ეკონომიური ზარალი მიაყენა ქვეყანას ომარ–ხანის თავდასხმამ 1785 წელს. „შაჰ-აბაზის დროსაც კი არ უნახავს საქართველოს ასეთი განსაცდელიო" — აღნიშნავდა თავისი ხალხის მძიმე ბედით შეწუხებული ერეკლე. მეფემ, სამი წლით გაანთვისუფლა მოსახლეობა სამეფო გადასახადისაგან და ამით ცოტათი შეამსუბუქა მათი მდგომარეობა. 1786 წელს ერეკლე ახალციხის ფაშას დაუზავდა. 1787 წელს ქართველთა და რუსული ჯარის ნაწილებმა განჯა, ყარაბაღი და ნახიჭევანი დაიმორჩილეს. 1787 წელს რუსეთის ჯარმა საქართველო კვლავ მოულოდნელად დატოვა. ომარ–ხანი კვლავ ესხმოდა თავს ქართლ–კახეთს. ბრძოლები იყო რუსთავში,ქიზიყში,თიანეთში. 1789 წლის იანვარში, ერეკლემ და აზერბაიჯანის დიდი ნაწილის მფლობელმა ფათ–ალი–ხანმა, თვიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, მოილაპარაკეს და ერთიანი მოქმედების გეგმა დასახეს, რომლის განხორციელებითაც, კავკასიაში ორივეს ძალაუფლება უნდა განმტკიცებულიყო, მაგრამ, სულ მალე, 54 წლის ფათ–ალი–ხანი მოკვდა და ქართლ–კახეთის გაძლიერების ეს გეგმაც ჩაიშალა. ჩაიშალა ერეკლეს მიერ ჩაფიქრებული, ქართულ–სომხური, ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის გეგმაც. სპარსეთში გაბატონებული აღა–მაჰმად–ხანი, კავკასიისკენ მოიწევდა. ერეკლეს ხან ემუქრებოდა, ხან კი მოფერებით სთავაზობდა თავი დაენებებინა რუსეთთან კავშირისათვის და სპარსეთის მორჩილებაში გადასულიყო. იცოდა რა აღა–მაჰმად–ხანის მზაკვრული ხასიათი, მისი სიძულვილი ქართველებისადმი და თავად მისადმი, ერეკლე დაჟინებით თხოვდა რუსეთს დახმარებას. 1795 წლის ივნისში, აღა–მაჰმად–ხანის 8 ათასი მებრძოლისაგან შემდგარი არმია, ყარაბაღის ხანის, იბრაჰიმის (რომელიც ერეკლეს ერთადერთ მოკავშირედ რჩებოდა ) და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, ყარაბაღის მიდამოებში დაამარცხა. ქართველებს ამ ბრძოლაში, ერეკლეს დავალებით ალექსანდრე ბატონიშვილი სარდლობდა. დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. მალე აღა–მაჰმად–ხანი, 75 ათასი კაცით კავკასიაში შემოვიდა. ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ერევნის მიდამოებში დატოვა, მეორე ნაწილი ყუბის მიმართულებით გაუშვა, თავად კი 20 თუ 25 ათასი კაცით ყარაბაღში ბრძოლით შევიდა და მიუვალ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა. იბრაჰიმ–ბეგი ციხეში შეიკეტა და გამაგრდა. აღა–მაჰმად ხანი ერთი თვე არ მოშორებია შუშის ციხეს. ისეთი ვითარება შექმნა თითქოს საქართველო არც კი აინტერესებდა, მაგრამ, ჯაშუშების მეშვეობით, როგორც კი დარწმუნდა, რომ რუსები ერეკლეს დაცვას არ აპირებდნენ, სწრაფი სვლით საქართველოსკენ წამოვიდა. მისი ჯარის და მასთან მიერთებული, გზად მდებარე სახანოების ლაშქარში 35 ათასი მებრძოლი იყო. ცოტა ხნით ადრე, თავად ერეკლე, სოლომონ მეორის თანხლებით დაიძრა ერევნისკენ. მათი ჯარი 3000 ქართლ–კახელი და 2000 იმერელი მებრძოლისაგან შედგებოდა. ქართველებმა როდესაც გაიგეს სპარსელების მანევრის შესახებ, ყაზახში უკან შემობრუნდნენ და 6 სექტემბერს თბილისს მოადგნენ. 7 სექტემბერს კი აღა–მაჰმად–ხანმა წითელი ხიდი გადმოლახა. მისი ჯარი, რიცხობრივად 6 –ჯერ აღემატებოდა ერეკლეს ჯარს,რომლის რაოდენობაც 60000 არ აჭარბებდა პირველი აღსანიშნავი შეტაკება, 10 სექტემბერს, შინდის–ტაბახმელასთან, კრწანისის ველის მთიან ფერდობებზე მოხდა. ამ დღეს ქართველებმა უკან მიაბრუნეს მტერი. 11 სექტემბერს, აღა–მაჰმად–ხანი თავად ჩაუდგა ძირითად ჯარის ნაწილებს სათავეში და თბილისზე იერიში რამდენიმე მხრიდან მიიტანა. კრწანისის ბრძოლა ქართველთა სასტიკი დამარცხებითა და თბილისის დანგრევა–განადგურებით დამთავრდა. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რუსებმა პირობა არ შეასრულეს და მტრის პირისპირ, მარტო მიატოვეს ქართველები. თავად დასუსტებული საქართველოს ზოგადი მდგომარეობაც ხელს უწყობდა ამ მარცხს. ბრძოლაში კი, სპარსელთა რიცხობრივად დიდი უპირატესობა დამარცხების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. 75 წლის ერეკლე, რომელმაც ბრძოლის ველი ბოლომდე არ მიატოვა, ახლობლებმა ძალით მოაშორეს საფრთხეს და გაიყვანეს თბილისიდან. ერეკლე,ანანურისაკენ წავიდა,საიდანაც მოლაპარაკებებს, ჯარის შეგროვებას და ქვეყნის მართვას შეუდგა. 20 სექტქმბერს აღა–მაჰმად–ხანმაც დატოვა თბილისის მიდამოები და უკან გაბრუნდა. სასტიკი მარცხის მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველო ბოლომდე არ იყო წელში გატეხილი, არსებობის უნარი კიდევ შერჩენილი ჰქონდა. 1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს, მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს, იქედან მრავალი ტყვე წამოიყვანეს უკან. დაიწყეს თბილისის აღდგენა. 1797 წელს, თბილისში კრწანისის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში შემოსულმა რუსეთის ჯარმა ისევ დატოვა საქართველო. მარტო დარჩენნილი ქართველები, ერეკლეს თაოსნობით, მედგარ წინაამღდეგობას უწევდნენ გარს შემოსეულ დაღესტნელთა თავდასხმებს. დაიწყეს თბილისის აღდგენა. 1797 წლის ივნისიდან ქართლი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. თბილისში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა და ერეკლე ქვეყნის მართვას თელავიდან განაგრძობდა. ერეკლეს ავადმყოფობა, გარდაცვალება და დაკრძალვა 1797 წლიდან ერეკლე ავადმყოფობდა, მაგრამ თელავიდან ქვეყნის მართვას და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო. მეფეს, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უნაგირზე ჰქონდა გატარებული, ახლა, ცხენზე ამხედრებას, საწოლში წოლა ერჩივნა. ავადმყოფს ქათმის ბულიონი მიართვეს, მაგრამ არ დალია – მარხვაა და მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის და თავად როგორ მოიქცევაო. 1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა. მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს, ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს და ყინულები დაულაგეს. კუბო ჯერ სამეფო სასახლის დიდ დარბაზში დადეს, ხოლო 20 დღის შემდეგ კი, სასახლის ახლოს მდებარე, ყორჩიბაშვილების ტაძარში გადაასვენეს. ყველას აინტერესებდა რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე ერეკლეს. ის ხომ ბრძოლაში თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს – მათ საიდუმლოდ დარჩა, ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი. ზოგი ამბობდა, ერეკლეს ტანზე ადგილი არ ჰქონდა ზედ ნაჭრილობევი არ ყოფილიყოო, ზოგი კი სიამაყით აღნიშნავდა – სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის და კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით, მეფეს არცერთი ჭრილობა არ მიუღიაო. ლიტერატურულ წყაროებშიც არ ჩანს რომელიმე ბრძოლაში დაჭრილი ერეკლე.. ქვეყანაში დიდმა გლოვამ დაისადგურა. ერეკლეს გლოვობდა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ქართლ–კახეთში მცხოვრები ყველა ეროვნების, საზოგადოების ყველა ფენის და სარწმუნოების ადამიანი. ისინი თავიანთი პატრონისა და გულშემატკივრის დაკარგვას განიცდიდნენ. მეფის დაკრძალვის ცერემონიალის პროექტი, რომელიც საკმაოდ ბევრ ღონისძიებას მოიცავდა, თელავის სასულიერო სემინარიის რექტორმა, დავით ალექსი–მესხიშვილმა შეიმუშავა. შეთანხმდნენ, რომ მეფე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ქართლში შავი ჭირის ეპიდემიის გამო, მცხეთაში გადასვლა სიცოცხლისათვის საშიში იყო. დიდხანს ელოდა სამეფო ოჯახი „მომსვრელი სენის" ეპიდემიის მინელებას, მაგრამ ამას ბოლო არ უჩანდა, დრო კი არ ითმენდა. საბოლოოდ გადაწყდა, მეფის ცხედარი, გარდაცვალებიდან მე–40 დღეს მიებარებინათ მიწას. გამოსვენების დღეს თელავში უამრავი ხალხი შეიკრიბა, მაგრამ იყო თუ არა 20000 შეიარაღებული პირი, მიუხედავად რუსი ისტორიკოსის პ,ბუტკოვის მონათხრობისა, სათუოა. კახეთში ამ დროს, ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი იყო, ქართლიდან კახეთში გადაადგილება კი ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, კატეგორიულად იყო აკრძალული. პლატონ იოსელიანის ცნობით, ქართლში შავი ჭირის მძვინვარება იყო მიზეზი იმისა, რომ მეფის „დღესასწაულობით" დაკრძალვა ვერ მოხერხდა. რაოდენობრივად შეთხელებული პროცესია თბილისისკენ დაიძრა და მესამე დღეს მოადგნენ თბილისის მიდამოებს. მეფის ოჯახის წევრებმა და გარემოცვამ, ცხედარი, სავარაუდოდ, გომბორის გზით წამოასვენეს, თბილისში არ შემოვიდნენ, მახათას მთას გვერდი აუარეს და კუბო, ავჭალის მიდამოებში სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის ნაპირთან მიიტანეს. მეორე მხრიდან, მცხეთელებმა ფეხით გადმოლახეს არაგვი და მცხეთაში გადაასვენეს მეფის ცხედარი. სვეტიცხოვლის ეზო და ტაძარი შავი ჭირით დაავადებულებით იყო ავსებული. დაავადების შიშით, თელავიდან წამოსული ოჯახის წევრებიდან და ჭირისუფლებიდან ვერავინ შეჰყვა მეფის ცხედარს მცხეთაში, გარდა სამეფო კარის მღდელ ქრისტეფორე ბადრიძე–კეჟერაშვილისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების საფასურად, ადგილობრივ ბერებთან ერთად, მეფე ყველა ქრისტანული წესის დაცვით დაკრძალა და მცირე აღაპიც გადაუხადა. 1798 წლის 21 თებერვალს, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიაბარეს კიდევ ერთი, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო სახელი „პატარა კახი" უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. "ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი, თავისი დროის მოწინავე კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად, მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო აფორიაქებული ქვეყნისთვის", ასე ახასიათებდნენ ერეკლეს ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია. "მეფე ერეკლე – ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი, პოლიტიკოსის, დიპლომატისა და მხედართმთავრის ნიჭით უხვად დააჯილდოვა ღმერთმა. ქვეყნის გადარჩენისათვის ერეკლემ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე შესაძლებელი იყო. ქართლ–კახეთის სამეფოს დაცემა და შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა შედეგი იყო დიდი პოლიტიკისა. საქართველო დარჩებოდა იმას, ვინც ირან–ოსმალეთ–რუსეთის ხანგრძლივ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდა. ეს გამარჯვება რუსეთს ერგო წილად. ერეკლე მეორეს შთამომავლობა პატივს უნდა მიაგებდეს იმის გამო, რომ მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში, დიდი პოლოტიკისაგან განწირული სამშობლოს გადარჩენას ცდილობდა" – წერს ვახტანგ გურული. | |
|