Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ერნესტ რეზერფორდი
6:18 PM
ერნესტ რეზერფორდი
ერნესტ რეზერდორფი (1871-1937 წლები),გახლდათ ახალზელანდიური წარმომავლობის უდიდესი ბრიტანელი ფიზიკოსი,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც "ბირთვული ფიზიკის მამა",სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული "პლანეტარული ატომის მოდელის" შექმნა,რისთვისაც 1908 წელს ქიმიის დარგში "ნობელის პრემია" მიანიჭეს.ყველასათვის ცნობილია,რომ ერნესტი,ძალიან კეთილი ხასიათის მქონე მეცნიერი იყო და დიდად გაკვირვებული დარჩა,როდესაც მას აკადემიკოსმა პეტრე კაპიცამ (1894-1984 წლები), "ნიანგი" უწოდა.1931 წელს,მის მიერ "ნიანგად" წოდებულმა რეზერდორფმა,15 000 გირვანქა-სტერლინგი გაიღო კაპიცასათვის,სპეციალური შენობის ასაგებად ლაბორატორიისათვის,რომელიც კემბრიჯში შენდებოდა.1933 წელს,მისი გახსნის ცერემონიალზე,ყველასდა გასაოცრად ლაბორატორიის შენობის ფასადზე უზარმაზარი ნიანგის გამოსახულება იხილეს (შენობა ორსალთულიანი გახლდათ).კაპიცამ რეზერდორფის პატივსაცემად და იმისათვის,რომ დიდი წვლილი დაიდო ლაბორატორიის მშენებლობაში,წინა ფასადზე უზარმაზარი ნიანგი გამოასახვინა და იგი კაპიცას შეკვეთით ცნობილმა ინგლისელმა მხატვარმა და მოქანდაკემ - ერიკ ჰილმა გამოსახა.როგორც დანილა დანინა გადმოგვცემს,რეზერდორფს კაპიცა იმის გამო უწოდებდა ნიანგს,რომ იგი ამაზე სასტიკად ბრაზდებოდა და ბევრად აქტიურად ცდილობდა ამა თუ იმ მეცნიერული მოვლენის ახსნას და მათზე მუსაობას,რატა დაემტკიცებინა კაპიცასთვის,რომიგი დიდი მეცნიერი იყო.თავად კაპიცა კი იმას,რომ რეზერდორფს "ნიანგს" უწოდებდა შემდეგნაირად ხსნიდა:
"ეს ცხოველი არასოდეს იხევს უკან და სწორედ ამიტომ სიმბოლიზირდება იგი ჩემთვის რეზერდორფთან,რომელიც გამოირჩევა დიდი გამჭრიახობით და დასახული მიზნისაკენ თავდაუზოგავი სწრაფვით".
ერნესტ რეზერდოფი და პეტრე კაპიცა დიდი მეგობრები იყვნენ და ერნესტის გარდაცვალებამ,კაპიცაზე დიდად ნეგატიური გავლენა იქონია,რასაც მის მოგონებებშიც მრავლად ვხვდებით.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 987 | დაამატა: balu | ტეგები: ernest rezerfordi, ერნესტ რეზერფორდი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.