10:02 PM ეშმაკის ბორბალის გამომგონებელი | |
ჯორჯ ვაშინგტონ გეილ ფერისი "უმცროსი" დაიბადა 1859 წლის 14 თებერვალს,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ გეილსბერგში (ილინოისის შტატი).იგი წარმოადგენდა დიდ ამერიკელ ინჯინერს,რომელმაც საკუთარი სახელი უკვდავყო "სათვალთვალო ბორბლის",იგივე "ეშმაკის ბორბლის" გამოგონებით.ჯორჯის ოჯახმა გეილსბერგი,მისი 5 წლის ასაკში ყოფნისას დატოვა.ამასთანავე მათ გაყიდეს ოჯახის კუთვნილებაში მყოფი ფერმა და საცხოვრებლად ნევადის შტატის ქალაქ კარსონ-სიტიში გადავიდა.მოგვიანებით ისინი კვლავ სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად,კერძოდ კალიფორნიაში,სადაც ჯორჯი ქალაქ ოკლენდის სკოლაში შეიყვანეს სასწავლებლად.სკოლის დასრულების შემდგომ სწავლას - რენსელერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აგრძელებს,სადაც სასწავლო უმაღლესი კურსი 1881 წელს დაამთავრა.ამავე პერიოდიდან იგი აქტიურად ერთვება სხვადასხვა სამოქალაქო ობიექტების მშენებლობაში.გარდა ამისა მალევე ჩაერთო სარკინიგზო ინდუსტრიაში და დაინტერესდა ხიდების მშენებლობითაც.მოგვიანებით პიტსბურგში აარსებს კომპანია - GWG Ferris & Co-ს,რომელიც თავის მხრივ ტესტირებას უწევდა სარკინიგზო ხაზებისა და ხიდების კონსტრუქციებს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა,დიდი ფრანგი ინჟინერის - გუსტავ ეიფელის,მიერ შექმნილი "ეიფელის კოშკის",საპირწონე პროექტის განხორციელება.სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა უბიძგა ჯორჯ ფერისს,1893 წელს "ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენისათვის" შეექმნა ისეთი ინოვაციური პროექტი,რომელიც არა მარტო "ეიფელის კოშკის" საპირწონე,არამედ სრულიად ახალი კონსტრუქცია იქნებოდა მსოფლიოს მასშტაბით. და მართლაც ჯორჯის მიერ განხორციელებულმა პროექტმა,რომელიც შედგებოდა მოძრავი მრგვალი რკინის კონსტრუქციით და წარმოადგენდა უახლესს ინოვაციურ ატრაქციონს,მსოფლიოში გაითქვა სახელი.მისი ოფიციალური სახელი კი გახლდათ "სათვალთვალო ბორბალი",რომელსაც მოგვიანებით ხალხმა - "ეშმაკის ბორბალი" უწოდა.ჯორჯ ფერისი გარდაიცვალა 1896 წლის 22 ნოემბერს,37 წლის ასაკში,პიტსბურგის საავადმყოფოში ტიფის შედეგად.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მის მიერ გამოგონებული "ეშმაკის ბორბალი" მსოფლიოს უმეტეს ქალაქებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს,ხოლო ამერიკაში,დღემდე,რომელ რეგიონშიც არ უნდა იყოს იგი,როცა ახალ "ეშმაკის ბორბალს" ააგებენ,მას მოსახლეობა მოიხსენიებს,როგორც - "ფერისის ბორბალი". | |
|