9:13 PM "ეშმაკის კუნძული" | |
"ეშმაკის კუნძული" - ინგლისურ ენაზე "Devil's Island",წარმოადგენს ატლანტის ოკეანეში განლაგებულ კუნძულს,საფრანგეთის გვიანას სანაპიროებიდან 13 კილომეტრში და მას ხშირად მიაკუთვნებენ საფრანგეთის გვიანას ადმინისტრაციულ ცენტრს - კაიენას.იგი დანარჩენ ორ კუნძულთაგან ყველაზე პატარა,ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ყველაზე "სახელგანთქმული" კუნძულია დღემდე.მდებარეობს ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე და მოიცავს 14 ჰექტარ მიწას. 1852-1952 წლებში "ეშმაკის კუნძულზე" განთავსებული გახლდათ ციხე,რომელიც განკუთვნილი იყო ყველაზე საშიში დამნაშავეებისათვის.დაარსებულ იქნა საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ III-ეს მმართველობის პერიოდში 1852 წელს.აღნიშნული ციხე ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ისტორიების მატარებელი "საკატორღო ციხე" იყო.ციხის კატორღები სამივე კუნძულზე იყო განთავსებული.დროთა განმავლობაში კი კუნძულზე მდებარე ციხეში განვითარებული მოვლენების გამო,მას "ეშმაკის კუნძული" ეწოდა.ციხის არსებობის ისტორიის მანძილზე,იქ სასჯელს იხდიდა მრავალი პოლიტიკური პატიმარი,მაგალითად ის 298 რესპუბლიკელი,რომლებიც ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ გამოდიოდა.გარდა ამისა იქ სასჯელს იხდიდნენ მკვლელობებში და სხვა დანასაულში მსჯავრდებული პირები.საერთო ჯამში ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე 80 000 პატიმარი გაუსაძლის პირობებში მუშაობდა და ამას ემატებოდა კუნძულზე არსებული ურთულესი კლიმატური პირობები.უმეტესობა პატიმრებისა თავისუფლებას ვერ ეღირსა,რადგან კუნძულზევე ჰპოვა უკანასკნელი განსასვენებელი.კუნძულიდან გაქცევის სულ ორი საშუალება არსებობდა - ნავი,ან ჯუნგლების ტყეები,სადაც დამალვას საბოლოოდ მაინც ვერავინ ახერხებდა.1854 წლის 30 მაისს მიღებულ იქნა კანონი,რომლის თანახმადაც "ეშმაკის კუნძულზე" სასჯელმოხდილი პირები,საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზევე უნდა დარჩენილიყვნენ იმდენი ხანი,რამდენიც სასჯელი ჰქონდათ მისჯილი.ხოლო ვისაც 8 წლის ზემოთ ჰქონდა მისჯილი,მათ საერთოდ არ გააჩნდათ საფრანგეთის გვიანას ტერიტორიის დატოვების უფლება.ყოფილ მსჯავრდებულებს საფრანგეთის გვიანაზე აძლევდნენ მიწის ნაკვეთებს დასასახლებლად.1885 წლიდან კი "ეშმაკის კუნძულზე" არა მარტო მძიმე ბრალდების მქონე პირებს ისტუმრებდნენ,არამედ მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრებსაც.გარდა ამისა იქ დაიწყეს გაგზავნა სასჯელმისჯილი ქალებისა,რადგან მათ შეექმნათ ოჯახები კატორღამოხდილ მამაკაცებთან,რაც საბოლოოდ მათ საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზე დაფუძნების საუკეთესო საშუალებად მიაჩნდათ.მიუხედავად ასეთი გათვლებისა,"პროექტი" ვერ განხორციელდა და კრახი განიცადა.რის შემდეგაც 1907 წელს საბოლოოდ იქნა გაუქმებული.1895 წლის 13 აპრილიდან "ეშმაკის კუნძულზე" სასჯელს იხდიდა ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგული არმიის არტილერიის კაპიტანი - ალფრედ დრეიფუსი.მას საფრანგეთმა ღალატში დასდო ბრალი და სასიკვდილო განაცენი გამოუტანა,თუმცა მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით იქნა შეცვლილი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მას ფრანგულმა სასამართლომ სრულიად უდანაშაულოს დასდო ბრალი,რამაც ფრანგული ინტელიგენციის აღშფოთება გამოიწვია.პროტესტი საჯაროდ გამოხატა უდიდესმა ფრანგმა მწერალმა ემილ ზოლამ,რომელმაც 1898 წლის 13 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში,ღიად დასდო ბრალი საფრანგეთის პრეზიდენტს ფელიქს ფორს "ანტისემიტიზმში".ამ მოვლენამ უდიდესი სკანდალი გამოიწვია და დღემდე ყველაზე დიდ სკანდალადაა ცნობილი "საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის" ისტორიაში.საბოლოოდალფრედ დრეიფუსის რეაბილიტირება,მხოლოდ 1906 წელს მოხერხდა. მიუხედავად კუნძულის საშინელი ადგილმდებარეობისა,ციხიდან გაქცევას მაინც ახერხებდნენ.ყველაზე ცნობილი გაქცევები კი მოაწყვეს - ანრი შარიერმა (გარდაიცვალა კუნძულის სანაპიროზე),კლემენტ დიუვალმა (ანარქისტი,რომელმაც გაქცევის შემდგომ ნიუ-იორკში დაწერა წიგნი "ბუნტი") და პირველი მსოფლიო ომის ვეტერანმა - ბელბიონუამ (მოგვიანებით დააკავეს). 1938 წელს საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა პატიმრების "ეშმაკის კუნძულზე" ეტაპირება.ხოლო 1952 წელს საბოლოოდ იქნა გაუქმებული აღნიშნულ კუნძულზე ციხე.უმეტესობა მსჯავრდებულებისა საფრანგეთში დაბრუნდა და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა საფრანგეთის გვიანაში. 1965 წელს საფრანგეთმა კუნძული გადასცა "გვიანას კოსმოსურ ცენტრს".მათ კი კუნძულზე არსებულ ციხის შენობა-ნაგებობების უმეტეს ნაწილს რესტავრაცია ჩაუტარა და ერთგვარად აქცია ტურისტულ ცენტრად.დღესდღეობით "ეშმაკის კუნძულს" წელიწადში საშუალოდ 50 000 ტურისტი სტუმრობს.აღნიშნულ კუნძულზე მდებარე ციხეს შესანიშნავი ნაწარმოები მიუძღვნა,დიდმა ფრანგმა მწერალმა ანრი შარიერმა,სახელწოდებით "პეპელა",რომლის მიხედვითაც 1973 წელს გადაღებულ იქნა გენიალური მხატვრული ფილმი,დასტინ ჰოფმანისა და სტივ მაკკუინის შესრულებით - "პეპელა". | |
|