Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » ევერესტის დალაშქვრის შესახებ
8:08 PM
ევერესტის დალაშქვრის შესახებ
ჰიმალაის მთებში მდებარე,მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი - "ევერესტი" (ჯომოლუნგმა),რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 8,848 მეტრს შეადგენს,კალიფორნიის შტატში მაცხოვრებელმა ამერიკელმა 13 წლის ასაკში მყოფმა ჯორდან რომერომ,მამასთან და ექსპედიციაში მყოფ სხვა უფროსი ასაკის ალპინისტებთან ერთად 2010 წლის 22 მაისს დალაშქრა.მანამდე აღნიშნული რეკორდი ეკუთვნოდა 15 წლის ნეპალელ ალპინისტს,სახელად - მინ კიპა შერლას.აღნიშნული ფაქტი კი დღესდღეობით რეკორდად მიიჩნევა,რადგან 13 და უმცროსი ასაკის არც ერთ ბავშვს ევერესტის მწვერვალზე,არც მანამდე და არც მას შემდეგ ფეხი არ დაუდგამს.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში მყოფმა ჯორდან რომერომ,დალაშქრა აფრიკის უმაღლესი მწვერვალი - "კილიმანჯარო",რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 5,895 მეტრია.
მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის ყველაზე ასაკოვანი "დამლაშქვრელი" გახლავთ 76 წლის ნეპალის მოქალაქე - მინ ბეჰადურ შერჰანი,რომელმაც "ევერესტი" 2008 წლის 25 მაისს დაიპყრო.
ცნობილმა ავსტრიელმა ალპინისტმა - კრისტიან სტენგლმა,2007 წელს ახალი რეკორდი დაამყარა ევერესტის მწვერვალზე ასვლისა.მან ყოველგვარი ჟანგბადის ბალონის გარეშე,სრულიად მარტომ 16 საათიანი შეუსვენებელი ასვლის შედეგად დაიპყრო ევერესტის მწვერვალი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მანამდე 2004 წლის 21 მაისს,ცნობილმა ნეპალელმა ალპინისტმა - პემბა ჯორჯე შერპამ,საბაზო ბანაკ "კჰუმბუს მყინვარიდან",ევერესტზე ასვლა,შეუსვენებლივ 8 საათსა და 10 წუთში მოახერხა.თუმცა კრისტიანისაგან განსხავებით,მან ჟანგბადის ბალონით ისარგებლა.
2011 წლის მაისში,ნეპალელმა სასულიერო პირმა - ბჰაკტა კუმარ რაიბილმა,დალაშქრა ევერესტი და დაამყარა ახალი რეკორდი,მას შემდეგ რაც მან მწვერვალზე 32 საათი გაატარა.მანამდე ესოდენ დიდი ხნის მანძილზე არც ერთი ალპინისტი არ გაჩერებულა.
ცნობილი ნეპალელი ალპინისტი - აპო შერპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე,რომელსაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი "ჯომოლუნგმა" 21-ჯერ აქვს დალაშქრული,რაც თავის მხრივ კიდევ ერთი რეკორდია.ჯერ-ჯერობით ბოლო ასვლა ალპინისტმა ევერესტზე 51 წლის ასაკში 2011 წელს განახორციელა.
ოფიციალური წყაროებიდან ცნობილია,რომ იმ 2000 ექსპედიციიდან,რომლებიც ევერესტის დასალაშქრად იქნა მოწყობილი 150 ალპინისტი დაიღუპა.ჯომოლუნგმაზე ტემპერატურა არასოდეს იწევს 0 გრადუს ცელსიუს ზემოთ.ზამთარში კი მწვერვალზე,ხშირ შემთხვევაში ტემპერატურა -60 გრადუს ცელსიუსია.აქვე ცნობილია ისიც,რომ ევერესტის დასალაშქრად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი გვიანი გაზაფხულია.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1064 | დაამატა: balu | ტეგები: everesti, ევერესტის დალაშქვრის შესახებ, everestis dalashqvra | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.