2:12 PM გაბრიელ ბონეერ "კოკო" შანელის უკანასკნელი დღეები. | |
მარტოობის შიშმა ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი დიზაინერი - გაბრიელ ბონეერ "კოკო" შანელი (1883-1971 წლები),ცხოვრების უკანასკნელ მონაკვეთში,იქამდე მიიყვანა,რომ სიყვარულით განიმსჭვალა თავისი კამერდინერის,ფრანსუა მარონეს მიმართ,რომელსაც ხშირად სთხოვდა წაეძრო თეთრი ხელთათმანები და მასთან ერთად სუფრას მისჯდომოდა.ზოგიერთები ამბობდნენ,რომ კოკო შანელი მოხიბლა მირონეს მსგავსებამ ვენდორთან,სხვები ფიქრობდნენ,რევერდისთანო.მანვე გადაწყვიტა,რომ ფრანსუა მირონესნაირი მამაკაცისათვის კამერდინერის ფუნქციების შესრულება დამამცირებელი იყო და თავისი სამკაულების მოვლა-პატრონობა დაავალა.ამ პერიოდში შანალის სახლი კომერციული თვალსაზრისით ყვაოდა.1954 წლიდან მოყოლებული გაიხსნა თორმეტამდე ახალი ატელიე.წარმოებაში დაკავებული გახლდათ 350 ადამიანი.თუმცა მისდა სამწუხაროთ ხედავდა თუ როგორ იკლებდა მისი მეგობრების რაოდენობა: ის მათ ღლიდა თავისი უსასრულო მონოლოგებით,წარსულის მოგონებებითა და ამოჩემებული თემებით. ...იანვრის იმ საღამოს,ლოშანის დოღიდან მობრუნებულმა,თავი ცუდად იგრძნო.მიხვდა,რომ აღსასრული ახლოს იყო.დაწვა თავის რკინის საწოლზე,ხელები უკანკალებდა,წამლის ამპულა ვერაფრით ვერ გატეხა და ნემისი გაკეთება ვერ მოახერხა... "აი ასე კვდებიან" - წაიბუტბუტა მან.შემაძრწუნებლად ნათელი სიტყვებია.ასე ამბობდნენ რომაელები იმ დიდებულ ეპოქაში.გაბრიელ ბონეერ "კოკო" შანელი გარდაიცვალა 1971 წლის 10 იანვარს.გარდაცვლილის ნების თანახმად,დაკრძალეს ლოზანის სასაფლაოზე.საფლავში ის მარტო განისვენებს.მაგრამ... განა მარტო არ იყო ის მთელი ცხოვრება 1895 წლის მარტის იმ დღიდან მოყოლებული,როცა მამამ ობაზინის ცივ და რუხ კედლებს მიღმა დატოვა? გარდაიცვალა იგი თუმცა მისი სახელი სამარადჟამოდ შემორჩა ცივილიზებული მსოფლიოს სამოდელო სამყაროს,როგორც გენიალური დიზაინერი,რომელმაც მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე საკუთარი პიროვნების "უკვდავების" ძეგლი თავად გამოძერწა. | |
|