Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » გაბრიელ იარედი - "ეპიზოდი"
9:34 PM
გაბრიელ იარედი - "ეპიზოდი"
ლიბანური წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკოსი - გაბრიელ იარედი,რომელიც ავტორია მრავალი მუსიკისა ევროპული და ამერიკული კინოფილმებისათვის,მათ შორის: "ინგლისელი პაციენტი","შემოდგომა ნიუ-იორკში","ცივი მთა","1408" და სხვა ფილმები,სამჯერ გახლდათ ნომირინებული "ოსკარზე",როგორც საუკეთესო მუსიკის შემქმნელი ამა თუ იმ ფილმისათვის.საბოლოო ჯამში გაბრიელ იარედმა "ოსკარი" მხოლოდ ერთხელ აიღო.გარდა კინოფილმების მუსიკისა,იგი ავტორია რიგი მუსიკებისა ბალეტისათვის.ამ მიზეზთა გამო გაბრიელი დიდად პოპულარულ კომპოზიტორად არის მიჩნეული თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში. და რადგან პოპულარული კომპოზიტორია,მას ხშირად იწვევენ ტელევიზიებსა და რადიოებში.მიუხედავად დიდი წარმატებებისა გაბრიელი საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრებით მაცხოვრებელი პიროვნებაა,რაც მრავალი ადამიანის გაოცებას იწვევს,რადგან მას თავისუფლად შეეძლო დიდი ფინანსებისა და საკმაოდ კომფორტული ცხოვრების აგება.მიუხედავად ამისა მან საკუთარი პიროვნების უბრალოება ყოველივეს ამჯობინა და უარი განაცხადა საცხოვრებლად,მსოფლიოში ცნობილ "ჰოლივუდში" გადასვლაზე.ერთ-ერთ ინტერვიუში გაბრიელ იაერდი ამ საკითხის ირგვლივ აცხადებდა:

"მე,რომ სურვილი მქონოდა კარიერის გაკეთებისა,"ოსკარის" პრიზის აღების შემდგომ ჰოლივუდში გადავიდოდი საცხოვრებლად და დღეს ბევრად მდიდარი და პოპულარული ვიქნებოდი.მიუხედავად ასეთი მიმზიდველი მომავლისა,მე საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე,რომ მემუშავა ბევრად მცირე რესურსების პირობებში,თუმცა ისეთ ადამიანებთან ერთად,რომლებიც ბევრად ღრმად გებულობენ,ადამიანის შინაგან სამყაროს".

გაბრიელ იაერდის შექმნილი მუსიკის შესახებ,ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ქალი და მხატვარი - ჯულიეტ ბინოში აცახდებს:
"როდესაც გაბრიელ იარედის მიერ დაწერილ მუსიკას ვისმენ,იგი ჩემს სულს სძრავს.მე არასოდეს ვიცი მის დაწერილ ახალ მუსიკაზე ვიტირებ თუ ვიცინებ".
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 865 | დაამატა: balu | ტეგები: გაბრიელ იარედი - ეპიზოდი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.