Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28 » გალაქტიკების ინფორმაცია
7:26 PM
გალაქტიკების ინფორმაცია
მას შემდეგ, რაც სამყარო საკმარისად გაცივდა, დაიწყო წარმოქმნა ატომურმა მატერიამ.

სამყაროში გაჩნდა შემკვრივებული უბნები. თავის მხრივ, შემკვრივებულმა მატერიამ გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო მიიზიდა სამყაროში გაფანტული სხვა მატერია და შემკვრივებული უბნების ზომა იზრდებოდა. დაიწყეს წარმოქმნა პირველმა ვარსკვლავებმა. შემდეგ შედარებით ახლო მდებარე ვარსკვლავებმა მიიზიდეს ერთმანეთი და წარმოქმნეს ვარსკვლავთა კლასტერები. ვარსკვლავთა კლასტერების გაერთიანებებმა წარმოქმნეს გალაქტიკები. ამჟამად ცნობილია ორასი მილიარდი გალაქტიკა. გალაქტიკაში შეიძლება იყოს ასობით მილიარდი ვარსკვლავი. გალაქტიკებში წარმოიქმნება ვარსკვლავები და პლანეტები.

მას შემდეგ, რაც გალაქტიკა დაასრულებს ევოლუციას, მის სტრუქტურაში გამოიყოფა შემდეგი ელემენტები: შემკვრივებული ბირთვი შუაში და დისკი, რომელიც გარშემორტყმულია ფარული მატერიით.

ჩამოყალიბებული გალაქტიკები შეიძლება იყოს სპირალური, ლიფსური და არარეგულარული ფორმის. სპირალური ფორმა მეტყველებს იმაზე, რომ გალაქტიკის დისკი ბრუნავს.

საწყის ეტაპზე გალაქტიკები არარეგულარული ფორმის იყვნენ. დღეს არსებული "ჩამოყალიბებული” გალაქტიკების ასაკი რამდენიმე მილიარდი წელია. მაგალითად, ჩვენი გალაქტიკის ასაკი თორმეტი მილიარდი სინათლის წელია.

გალაქტიკების ერთობლიობა წარმოქმნის კლასტერებს, კლასტერების ერთობლიობა ქმნის სუპერ კლასტერებს, ხოლო სუპერ კლასტერები ქმნიან გალაქტიკების ქსელებს, ფილამენტებს და კედლებს. ყველაზე დიდი – სლოანის დიდი გალაქტიკური კედელი ზომით არის ერთ მილიარდ სინათლის წელზე მეტის (სინათლის წელიწადი არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ერთი წლის განმავლობაში).



შემკვრივებული უბნებიდან ვარსკვლავთა გროვების და გალაქტიკების წარმოქმნა

მეცნიერები დააკვირდნენ გალაქტიკების ცენტრში ვარსკვლავების მოძრაობას. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გალაქტიკის ცენტრთან ახლოს ვარსკვლავები მოძრაობენ დიდი სიჩქარით (რამდენიმე მილიონი კილომეტრი საათში). ვარსკვლავების სიჩქარესა და მათ ტრაექტორიაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულია შავი ხვრელი. გალაქტიკის იმ ნაწილს, რომელიც შავი ხვრელიდან შორს (მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა) მდებარეობს, არ ემუქრება შავი ხვრელის მიერ შთანთქმა. მზის სისტემა ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან 25 000 სინათლის წლით არის დაშორებული, რაც მას (მზის სისტემას) უსაფრთხო ადგილად აქცევს. გალაქტიკის ცენტრთან ახლოს გამოსხივება საკმაოდ დიდია. ამის გამო გალაქტიკის ცენტრთან ახლოს სიცოცხლისთვის არახელსაყრელი პირობებია. მეორე მხრივ, გალაქტიკის პერიფერიაზე ყოფნაც სახიფათოა – პერიფერიული ვარსკვლავები ადვილად შორდებიან გალაქტიკას.



გალაქტიკების ევოლუცია

ერთი მხრივ, შავი ხვრელები საფრთხეს წარმოადგენენ გალაქტიკების ბინადრებისთვის, მაგრამ შავმა ხვრელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გალაქტიკის წარმოშობაში. საწყის ეტაპზე შავი ხვრელი შთანთქავდა მატერიას. "გაჯერების” მატერიის შთანთქმისას გამოყოფილი ენერგიის ხარჯზე შავი ხვრელებიდან გამოიტყორცნებოდა მატერია დიდი სიჩქარით მოძრავი ჭავლების სახით. გარდა იმისა, რომ ჭავლებში არსებული მატერია გალაქტიკის "საშენი მასალაა”, ჭავლებში არსებული მატერია გაიტყორცნება შავი ხვრელიდან დიდ მანძილზე და ეს ენერგეტიკული ჭავლები გადაიტანენ გარემომცველ მატერიასაც შავი ხვრელებიდან შორ მანძილზე. ამ პროცესების დროს გალაქტიკა აქტიურია. მას შემდეგ, რაც შავ ხვრელს საწვავი გამოელევა (მატერია გატანილია უსაფრთხო ადგილას – მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა), გალაქტიკა სტაბილურდება. ჩვენგან შორს მყოფი გალაქტიკებიდან ინფორმაცია დაგვიანებით მოდის. ამიტომ ასეთ გალაქტიკებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა შევისწავლოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა ახალგაზრდა გალაქტიკებში.



გალაქტიკის სტრუქტურა, ირმის ნახტომის მაგალითი

როგორც აღვნიშნეთ, მსხვილი ობიექტების (ვარსკვლავების, გალაქტიკების) წარმოშობა განაპირობა გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ ატომურ მატერიაში. გამოთვლებმა აჩვენა, რომ გრავიტაციული ურთიერთქმედება გალაქტიკის ნაწილებს შორის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს გალაქტიკის მთლიანობა. მეორე მხრივ, ცხადია, რომ გალაქტიკის სტრუქტურას ინარჩუნებს რაღაც ძალა. ამის ასახსნელად ამერიკაში მოღვაწე შვეიცარიელმა მეცნიერმა ფრიც ზვიკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ სამყაროში არსებობს ფარული მატერია. ფარული მატერიის არსებობა გამოიხატება მის გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში. ფარული მატერია უხილავი და "გამჭვირვალეა” ატომური მატერიისთვის.



სპირალური და ელიფსური გალაქტიკები

ფარულმა მატერიამ ხელი შეუწყო შემკვრივებული ადგილების გაჩენას სამყაროში. ფარული მატერია იზიდავდა ატომურ მატერიას და აგროვებდა მას თავის წიაღში. გალაქტიკები გარემოცულია ფარული მატერიით და ამ ფარული მატერიის გრავიტაციული ძალა ინარჩუნებს გალაქტიკის სტრუქტურას. ფარული მატერიის არსებობა მტკიცდება სხვადასხვა დაკვირვებით. ფარული მატერიის გრავიტაცია ამრუდებს სინათლეს და წყარო, რომლიდან წამოსული სინათლის გზაზე მდებარეობს ფარული მატერია, გვეჩვენება გამრუდებულად.



ჩვენი გალაქტიკა და ჩვენი მეზობლები

გალაქტიკის გარშემო არსებული მატერიის მოძრაობაზე დაკვირვებაც ადასტურებს, რომ ეს მატერია განიცდის გრავიტაციულ ურთიერთქმედებას "უხილავ” მატერიასთან.

ახლოს მდებარე გალაქტიკების ურთიერთქმედება შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ ძლიერი. მაგალითად, მძიმე გალაქტიკამ შეიძლება შთანთქოს მეზობელი მსუბუქი გალაქტიკა. ამ მოვლენას გალაქტიკების კანიბალიზმი ეწოდება. შესაძლებელია რამდენიმე გალაქტიკა შეერწყას ერთმანეთს და წარმოქმნას ახალი გალაქტიკა. ჩვენი გალაქტიკის უახლოესი მეზობლები არიან, მაგალითად, დიდი და მცირე მაგელანის ღრუბელი, ანდრომედას ნისლეული. ჩვენი გალაქტიკა მდებარეობს გალაქტიკების კლასტერ ვირგოში.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ჩვენი გალაქტიკა-ირმის ნახტომი/Milky Way და ანდრომედას ნისლეული დაიწყებენ შერწყმას და წარმოიქმნება ახალი გალაქტიკა Milkomeda. გალაქტიკების ურთიერთქმედებისას გალაქტიკის ვარსკვლავების ერთმანეთთან დაჯახების ალბათობა ძალიან მცირეა. ვარკვლავთშორისი სივრცის ურთიერთქმედებისას შეიძლება წარმოიქმნას ახალი ვარსკვლავები.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებია ჩვენს გალაქტიკასა და სამყაროში. ვაკვირდებით საინტერესო თანამედროვე პროცესებს და გვაქვს საშუალება შევისწავლოთ, რა ხდებოდა წარსულში.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 909 | დაამატა: balu | ტეგები: გალაქტიკების ინფორმაცია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.