8:46 PM გამოცანა:მოსაზრებული გლეხი | |
ერთ სოფელში კლდეს უეცრად უზარმაზარი ქვა მოსწყდა და კლდის ძირას გამავალი გზა ჩაკეტა. სიარული შეუძლებელი გახდა, სოფლელები წუხდნენ, ინჟინრები მოიწვიეს და რცევა სთხოვეს. ერთმა ინჟინერმა თქვა, ქვა დავამტვრიოთ და ნაწილ-ნაწილ გავზიდოთო, რა მისი აზრით 300 ლარი ეღირებოდა. მეორე ინჟინერმა კი თქვა, რელსები დავაგოთ, ქვა საგორავებზე შევაყენოთ და დავაგოროთო, რაც მისი აზრით 400 ლარი დაჯდებოდა. მათ საუბარს ერთი გლეხი უსმენდა. — 20 ლარი მომეცით და ორ დღეში ეგ ქვა მანდ აღარ იქნებაო, — უთხრა გლეხმა. ხალხი დათანხმდა და გლეხს ოცი ლარის გარდა საჩუქრებსაც შეპირდნენ. მესამე დღეს მოვიდნენ სანახავად და გაოცებულები დარჩნენ: ქვა, მართლაც აღარ იყო. იქნებ მიხვდეთ, როგორ მოახერხა გლეხმა ორ დღეში ქვის აღება??? | |
|