5:06 PM გასაოცარი ანდერძი | |
მსოფლიოში არა ერთი გასაოცარი ფაქტი ხდება და ერთ-ერთ საპატიო ადგილს,ალბათ მათ შორის იკავებს გასაოცარი "ანდერძის" ავტორი,პორტუგალიელი არისტოკრატი - ლუის კარლოს დე ნორონხა კაბალ დე კამარა.აღნიშნულმა პიროვნებამ,რომელიც როგორც მედიკოსები ირწმუნებოდნენ,უკურნებელი სენით გახლდათ დაავადებული და ამ მიზეზის გამო გადაწყვიტა თავისი საკმაოდ დიდი მემკვიდრეობის ნადერძით გადაცემა (პორტუგალიაში ანდერძით ქონების გადაცემა უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენს),მართლაც გასაოცარი მეთოდით.მან მოითხოვა სატელეფონო წიგნი და აკრიფა სამოცდაათი ნომერი,რომელთა მფლობელებსაც თავის ქონებას უანდერძებდა.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ თავად ლუისმა აღნიშნული ნომრები სრულიად შემთხვევითი პრინციპით შეარჩია და არც ერთ აბონენტს,რომელთაც იგი დაუკავშირდა არ იცნობდა,შესაბამისად არც არასოდეს ჰქონია მათთან ურთიერთობა.ანდერძის მიხედვით მისი ქონება სამოცდაათ ნაწილად უნდა გაყოფილიყო,მათზე ვისაც მან დაურეკა.აღნიშნული პროცედურა სრული იურიდიული პროცედურების დაცვით წარიმართა.კიდევ უფრო აღსანიშნავია,ის ფაქტიც,რომ ლუისმა აღნიშნული ანდერძის შემდეგ (მიუხედავად ექიმთა მხრიდან უიმედობისა),კიდევ ცამეტი წელიწადი იცოცხლა.ანდერძი რაღა თქმა უნდა მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულდა. | |
|