Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28 » გენების ჰორიზონტალური გადატანა – უჩვეულო მექანიზმი ევოლუციაში
7:19 PM
გენების ჰორიზონტალური გადატანა – უჩვეულო მექანიზმი ევოლუციაში
როგორც ცნობილია, გენები (ორგანიზმების ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი ერთეულები) მშობლებისგან მომავალ თაობას გადაეცემა და ეს მემკვიდრეობითობის უმთავრესი მექანიზმია.

ამ გზით ხორციელდება როგორც გარკვეული ნიშან-თვისებების შენარჩუნება მრავალი თაობის განმავლობაში, ისე ახალი ნიშან-თვისებების (ცვალებადობის) წარმოქმნა, რადგან ორგანიზმები გენების ნახევარს დედისგან იღებენ, ნახევარს კი – მამისგან. გენების ამგვარ გადაცემას სხვაგვარად "ვერტიკალურს” უწოდებენ, რადგან ერთი თაობა მეორეს, მის მომდევნოს, "ზემოდან ქვემოთ”, "შვეულად” გადასცემს ნიშან-თვისებების განმსაზღვრელ ფაქტორებს. მაგრამ ასევე არსებობს გენების ე.წ. "ჰორიზონტალური” გადაცემა, როდესაც გენები (დნ მჟავის ფრაგმენტების სახით) გადაეცემა ერთი "ზრდასრული” ორგანიზმიდან მეორეს. ასეთ გადაცემას ასევე "ლატერალურს”, ანუ გვერდითს უწოდებენ, რადგან ამ პროცესში მონაწილე ორგანიზმები ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნიან, ერთსა და იმავე "დონეზე” დგანან და გენეტიკური მასალის გადაცემა მიმართულია არა "ქვემოთ”, არამედ "გვერდით”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გენების ჰორიზონტალური გადატანა (Horizontal Gene Transfer, HGT) ნიშნავს, რომ ერთი ორგანიზმი იღებს მეორე ორგანიზმის გენეტიკურ მასალას და, ამავე დროს, მეორე ორგანიზმი პირველის მშობელი არ არის. ამ სტატიაში აღწერილია HGT-ს სხვადასხვა მექანიზმი და განხილულია ამ პროცესის მნიშვნელობა ევოლუციაში.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 725 | დაამატა: balu | ტეგები: გენების ჰორიზონტალური გადატანა – უჩ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.