Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28 » გენეტიკოსებმა კიბოს უჯრედები გაანადგურეს
7:23 PM
გენეტიკოსებმა კიბოს უჯრედები გაანადგურეს
შვეიცარიის (ციურიხი) ფედერალური უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის (კემბრიჯი, აშშ) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგებმა, გენების ჯაჭვი შეიმუშავეს, რომელსაც კომპიუტერივით მუშაობა შეუძლია და უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ლოგიკურ ოპერაციებს ასრულებს – უჯრედის მდგომარეობას აანალიზებს და კიბოს დიაგნოზის დასმისთანავე, იმუნურ სისტემას, დაავადებული უჯრედის განადგურების ბრძანებას აძლევს.

შვეიცარიელი და ამერიკელი ბიოლოგები თვლიან, რომ შესაძლებელია აღნიშნული გენური კოდის პაციენტის ორგანიზმში მასობრივად ჩანერგვა. კოდი გენების მიმდევრობისგან შედგება, რომლების დანიშნულებაც მიმღები ორგანიზმის უჯრედების გასინჯვაა. და თუ უჯრედს გადაგვარების ნიშნები აღმოაჩნდა, "მკურნალი” გენები აღნიშნულ უჯრედში აპოპთოზის პროცესის სტიმულირებას იწყებენ.

აპოპთოზი უჯრედის თვითმკვლელობის პროცესია, თუმცა ეს თვისება კიბოთი დაავადებულ უჯრედებს დაკარგული აქვთ, რაც მათ უკონტროლოდ გამრავლების საშუალებას აძლევს. გარედან შეყვანილი გენები კი მათ ამ თვისებას უბრუნებს, რის შემდეგაც, პაციენტის ორგანიზმი დაავადებას თავისით "მოინელებს”.

მეცნიერთა მიერ შემუშავებული გენური ჯაჭვი, უჯრედის შიგნით, ამ უჯრედის მიკრო რნმ-ების ანალიზს ატარებს. კოდს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ ის რამდენიმე ტიპის მიკრო რნმ-ის მიმართაა მგრძნობიარე. გენი გადაგვარებულ უჯრედს სასიკვდილო განაჩენს მხოლოდ მას შემდეგ გამოუტანს, რაც მასში მიკრო რნმ-ების წინასწარ განსაზღვრულ კომბინციებს აღმოაჩენს.

გენის მოქმედების შესასწავლად, მეცნიერებმა ექსპერიმენტები ადამიანისგან აღებულ კიბოვან (ეგრეთ წოდბული HeLa-ს ხაზი – ამ უჯრედებს უკონტროლოდ გამრავლება შეუძლია და მათ კიბოს კვლევისთვის იყენებენ. უჯრედებს HeLa ამერიკელი ჰენრიეტა ლაკსის საპატივცემულოდ შეარქვეს, რომლის საშვილოსნოშიც, მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს ამ ტიპის უჯრედები) უჯრედებზე ჩაატარეს. მათ წინასწარ ხუთი ისეთი მიკრო რნმ-ა შეარჩიეს, რომელთა ნაწილიც, HeLa-ს ხაზის უჯრედებში ძალიან დიდი რაოდენობით ფიქსირდება, ნაწილი კი პირიქით – მცირე რაოდენობითაა.

გამოცემა "საიენს დეილის” ინფორმაციით, ექსპერიმენტების დროს, მეცნიერებმა, მათ მიერ შემუშავებული კოდი, ჯანმრთელ და დაავადებულ ქსოვილებში შეიყვანეს. ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, გენი ყოველთვის იმ ავადმყოფ უჯრედებს ანადგურებდა, რომლებიც ჩვეულებრივ, უსასრულოდ მრავლდებიან. ამასთან, ექსპერიმენტებისას ჯანმრთელი უჯრედები უვნებელი რჩებოდა.

მეცნიერები ახლა სხვადასხვა სახეობის კიბოს უჯრედების სპეციფიკური რნმ-ების დადგენას აპირებენ, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებში არ არსებობენ. ამის შემდგ შესაძლებელი იქნება ისეთი გენური კოდების შემუშავება, რომლებიც შესაბამისი სახეობის კიბოს უჯრედში ეფექტურად იმუშავებს – მის განდგურებას ისე შეძლებს, რომ ჯანმრთელ უჯრედს არაფერი ავნოს. ეს კი ნიშნავს, რომ მათ უზარმაზარი სამუშაოს შესრულება მოუწევთ, რადგან ამჟამად მეცნიერებს დაახლოებით 250 სახეობის კიბოს უჯრედი აქვთ დაფიქსირებული, რომელთაგან ბევრში ათასამდე სხვადასხვა მიკრო რნმ-ა ფუნქციონირებს.

სამაგიეროდ, კიბოს ამათუიმ სახეობისთვის დამახასიათებელი კომბინაციის დადგენის შემდეგ, შესაბამისი სინთეტური კოდის შექმნა პობლემა აღარ იქნება, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული სახეობის კიბო მკურნალობას დაექვემდებარება. ამასთან, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია, სხვა ტიპის მძიმე დაავადებებთან ბრძოლაშიც გამოსადეგი იქნება.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 892 | დაამატა: balu | ტეგები: გენეტიკოსებმა კიბოს უჯრედები გაანად | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.