Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » გერმან პეტერსი - "ისწავლო,გვიანი არასოდეს არის!"
7:46 PM
გერმან პეტერსი - "ისწავლო,გვიანი არასოდეს არის!"
როგორც ამბობენ "ისწავლო,გვიანი არასოდეს არის!"ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ალბათ ბოლივიელი - გერმან პეტერსის მიერ 90 წლის ასაკში აღებული,ბოლივიის უნივერსიტეტის დიპლომიც დაგვარწმუნებს.გერმან პეტერსი დაიბადა 1918 წელს,ბოლივიის ქალაქ ორუროში.მას ჰყავს 5 შვილი,14 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი.მიუხედავად ამისა,გერმანმა საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა მიეღო უმაღლესი განათლება,რაც წარმატებით განახორციელა მაშინ,როდესაც იგი ბოლივიის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.თავისი სადიპლომო ნამუშევარი კი მიუძღვნა ბოლივიაში 1952 წელს განვითარებულ რევოლუციას,რომელშიც თავადცაც ერთ-ერთი აქტიური მონაწილეობა მიიღო.როგორც გერმან პეტერსის ერთ-ერთი ლექტორი აღნიშნავს,ისეთი სტუდენტის,როგორიც გერმან პეტერსია,ნიშნებით არ უნდა შეფასდეს და მას აუცილებლად ეკუთვნის პრემია "სწავლისადმი განუზომელი სიყვარულისთვის".აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ პოლიტოლოგიის უმაღლესი კურსის სრული გავლისა და დიპლომის აღების შემდგომ,იგი ჩაირიცხა "სპორტის ფაკულტეტზე".აქვე ცნობილია მისი ბიოგრაფიიდან ის გარემოებაც,რომ გერმან პეტერსი ბოლივიის რევოლუციისას - "ეროვნულ რევოლუციური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.ხოლო,ბოლივიაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ,თავისი მშობლიური ქალაქის მერის პოსტი დაიკავა,თუმცა მცირე ხნით.მერის პოსტის დატოვების შემდგომ კი ბოლივიის ოლიმპიურ კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა.გერმან პეტერსმა დიპლომის აღებისა და სპორტის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდგომ,კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება მაშინ,როდესაც სწავლის კვლავ გაგრძელება გადაწყვიტა და საბუთები ასპირანტურაზე შეიტანა...

P.P. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გარდა გერმან პეტერსისა,არსებობს ისეთი ხანდაზმული სწავლული,ქალაქ ლიპეცკიდან - მარკ გოლდმანი,რომელმაც უმაღლესი განათლება მოსკოვის "უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში" მიიღო და დიპლომი 70 წლის ასაკში გადაეცა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 868 | დაამატა: balu | ტეგები: გვიანი არასოდეს არის!, გერმან პეტერსი - ისწავლო | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.