Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » გიგანტური ექსკავატორი - "Bagger 288"
6:17 PM
გიგანტური ექსკავატორი - "Bagger 288"
"Bagger 288" - წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ექსკავატორს,რომელიც აგებულ იქნა გერმანული კომპანიის Krupp-ის მიერ 1978 წელს,სპეციალურად ქვის კარიერებზე სამუშაოდ.მისი აგება 5 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და უზარმაზარი თანხაც დაჯდა,დაახლოებით 100 მილიონ დოლარამდე.აღნიშნული გიგანტი,სიმაღლეში 95 მეტრია,ხოლო წონა 13 500 ტონაა.ამწის საერთო სიგრძე 200 მეტრია და ერთ ბოლოში უზარმაზარი როტორია,ასევე უზარმაზარი "ციცხვებით" დამონტაჟებული,რისი მეშვეობითაც იგი ქვის მადანს იღებს.თავად ექსკავატორის როტორი რვა სართულის სიმაღლისაა და მას ძალუძს ერთ დღეში 240 000 კუბური მეტრის მადნის მოპოვება.ძირითად ენერგიას იგი იღებს ენერგო-ქსელის დიდი კაბელების მეშვეობით,ხოლო მუხლუხების,როტორისა და სხვა ნაწილებისათვის,მასზე დამონტაჟებული ელექტრო-მოტორების მეშვეობით.გააჩნია 12 მუხლუხი,რომელთა თითოეულის სიგანე 3,8 მეტრია.წნევა ამ მონსტრისა,კვადრატულ სანტიმეტრზე 1,7 კილოგრამია.მას შეუძლია გადაადგილდეს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და მისი მაქსიმალური სიჩქარე 10 მეტრზე 0,6 კილომეტრია.მის მომსახურეობას სულ 5 ადამიანი ესაჭიროება.1995 წელს კვლავ იქნა აგებული Bagger 293-ის მოდელი,რომლის წონა 14,200 ტონაა,თუმცა სხვა მაჩვენებლებით იგი მის წინმსწრებს ვერ აღემატება.აღნიშნული ექსკავატორი დღესაც აქტიურად გამოიყენება მადნის მოპოვებისათვის და მსოფლიოში ყველაზე დიდ ექსკავატორდაა მიჩნეული.
კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 931 | დაამატა: balu | ტეგები: giganturi eqskavatori, გიგანტური ექსკავატორი - Bagger 288 | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.