Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » გოზინაყი
7:29 PM
გოზინაყი
მასალად საჭიროა:

ნიგოზი 500 გრამი

თაფლი 250 გრამი

შაქარი 4 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

ნიგოზი (სასურველია თეთრი და საღი)ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ,დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ ისე რომ არ გაწითლდეს .გავაგრილოთ დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ,თან სული შევუბეროთ,სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება.

ღრმა ,სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს.რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ,შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე .როცა თაფლი დაცხრება დამშვიდად დაიწყებს დუღილს,რამოდენიმე წვეტი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქაზე დავაწვეთოთ ,ვაცადოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა ,ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი .გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით .დაახლოებით .დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთი-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა ,კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ.გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინაქრებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ,გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს ,თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1035 | დაამატა: balu | ტეგები: gozinayis momzadeba, გოზინაყი, rogor movamzado gozinayi | რეიტინგი: 4.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.