9:18 PM გრაფი უგოლინო დელა ჯერარდესკა - "შიმშილით აღსასრული" | |
გრაფი უგოლინო დელა ჯერარდესკა დაიბადა,დაახლოებით 1220 წელს,იტალიის უმშვენიერეს ქალაქ პიზაში,საკმაოდ გავლენიან და ცნობილ ოჯახში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ იტალიის სხვადასხვა რეგიონებში.იგი წარმოადგენდა ქალაქ პიზის მთავარსა და გველფების პარტიის ხელმძღვანელს (რომის პაპის მომხრე პოლიტიკური მოძრაობა XII-XIII საუკუნეების იტალიაში).მან ისტორიაში თავი დაიმკვიდრა საშინელი აღსასრულით საკუთარ ოჯახთან ერთად,მაშინ როდესაც მას საკუთარ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად "შიმშილით სიკვდილი" მიესაჯა.აღნიშნული ისტორია თავის ნაწარმოებში "ღვთაებრივი კომედია" მოიხსენია,უდიდესმა იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერიმ. მას შემდეგ რაც 1249 წელს ფრიდრიხ II-ის უკანონო ვაჟი,კორსიკისა და სარდინიის მეფე - ენცო სარდინიელი ტყვედ იქნა აყვანილი,უგოლინო ინიშნება სარდინიის გუბერნატორად (1252 წელი) და იგი ამ ფუნქციას ასრულებდა მანამ,სანამ სარდინია ხელთ არ იგდო გენუამ (1259 წელი).მანამდე კი მას მიენიჭა გრაფის ტიტული დონორატიკო და ხდება ოჯახის თავი.1271 წელს საკუთარი და (ან ქალიშვილი) დააქორწინა ჯოვანი ვისკონტიზე,რომელიც თავის მხრივ გალურის მოსამართლეს წარმოადგენდა და წარმომადგენელი გახლდათ ვისკონტების არისტოკრატული გვარისა.ისინი წარმოადგენდნენ გველფების მხარეს,რამაც გიბელინების უკმაყოფილება წარმოშვა.1274 წელს ქალაქში იწყება არეულობები,რა დროსაც დაკავებულ იქნა უგოლინო და მისი სიძე ვისკონტი.მათ ბრალი ედებოდათ ძალაუფლების უზურპაცია და შეთქმულებაში მონაწილეობა გველფების პარტიის სასარგებლოდ.უგოლინო ციხეში იქნა გადაყვანილი,ხოლო ჯოვანი ვისკონტი გადაასახლეს,სადაც იგი მალევე აღესრულა.მოგვიანებით უგოლინოც გადაასახლეს პიზიდან,რის შემდეგაც იგი აქტიურად ჩაერთო ხელისუფლების წინააღმდეგ ინტრიგებში.სიცილიისა და ნეაპოლის მეფის შარლ I ანჟუელის დახმარებით,უგოლინო მშობლიურ პიზაში დაბრუნდა და ქალაქის ხელისუფლება იძულებული გახადა მისთვის და გველფების პარტიის სხვა წარმომადგენლების მიმართ დევნა შეეწყვიტათ.მალევე იგი კვლავ აქტიურად ჩაერთო ძალაუფლებისათვის ბრძოლაში.ანდრეო სარაჩინისთან ერთად ხელმძღვანელობდა ალბერტო მოროზინის ფლოტს გენუელთა წინააღმდეგ ბრძოლაში,სადაც ისინი დამარცხდნენ (1284 წლის 6 აგვისტო).ბრძოლისას პიზელებმა 35 გემი დაკარგეს,მათ შორის 7 დაიძირა,ხოლო 28 გენუელებმა იგდეს ხელთ.გარდა ამისა 11000 პიზელი ტყვედ იქნა აყვანილი.თავად უგოლინომ კი მიმალვა მოახერხა.მისი ეს საქციელი იმთავითვე შეფასებულ იქნა ღალატად.მიუხედავად ამისა უგოლინომ ისედაც "დასუსტებული" ქალაქის მმართველობა მაინც ხელთ იგდო.1284 წელს ხდება პიზის ხელისუფალი,ხოლო 1285 წელს "სახალხო კაპიტანი".ამავე წელს ძალაუფლება გადაუნაწილა შვილიშვილს (გარდაცვლილი ჯოვანი ვისკონტის ვაჟი) - ნინო ვისკონტის.თუმცა მალევე მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდა.1288 წელს პიზაში სახალხო გამოსვლები დაიწყო.ამავე წლის 1 ივლისს უგოლინოსა და მის მომხრეებზე თავდასხმა განხორციელდა,რა დროსაც მან თავი რატუშას შეაფარა.ქალაქის არქიეპისკოპოსმა იგი საჯაროდ მოღალატედ დაასახელა და ხალხს მისი დაკავებისაკენ მოუწოდა.საბოლოო ჯამში,მიუხედავად დიდი წინააღმდეგობის გაწევისა უგოლინო დანებდა.მარტის თვეში იგი თავის ორ ვაჟთან (გარდო და უგოჩონე),ორ შვილიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შეყვანილ იქნა გუალანდის საგვარეულო კოშკში,რომელსაც ყველა ფანჯარა და კარი ამოუქოლეს.ხოლო კოშკის მთავარი გასაღები გადაგდებულ იქნა მდინარე არნოში.უგოლინო 2 თვეში აღესრულა საშინელი წამებით,რომელიც გამოწვეულ იქნა შიმშილით.ასევე შიმშილით იქნა გარდაცვლილი ყველა მისი ოჯახის წევრი,მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.ამ მოვლენის შემდეგ აღნიშნულ კოსკს "მშიერი კოშკი" ეწოდა.მოგვიანებით შიმშილით გარდაცვლილთა ცხედრები დაკრძალულ იქნა სან-ფრანჩესკოს ეკლესიის ეზოში.1902 წელს კი მათი ნაშთები გადასვენებულ იქნა საგვარეულო სასაფლაოზე.დანტე ალიგიერიმ უგოლინო,თავის უკვდავ პოემაში "ღვთაებრივი კომედია" იგი "კანიბალად" ასახა ჯოჯოხეთის 9 სარტყელიდან,მეორე სარტყელში (ანტენორე),სადაც სამშობლოს მოღალატეთა და მათი თანამზრახველთა სულები იტანჯებიან.მიუხედავად იმისა,რომ მრავალი ჭორი ვრცელდებოდა იმის შესახებ,რომ ამოქოლილ კოშკში მყოფმა უგოლინომ კანიბალიზმის შედეგად საკუთარი ოჯახის წევრები შეჭამა,არ დასტურდება და შესაბამისად აღნიშნული ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდების დონეზე გამოითქმის.სწორედ ამის გამოა,რომ უგოლინოს გამოსახულებას საშინელი იერით გამასახავენ დღემდე.ფაქტი კი ფაქტად რჩება,რომ მის ინტრიგებსა და საშინელი ცხოვრების წესს,მისივე ოჯახის განადგურება მოჰყვა,მათ შორის სრულიად უდანაშაულო ბავშვების. | |
|