9:35 PM გრძელ ცხვირა გველი | |
ოჯახი: ანკარასებრნი ქვეოჯახი: მცურავები გვარი: Rhinocheilus სახეობა: გრძელ-ცხვირა გველი ქვესახეობები: არსებობს მაქს. ზომა: 152 სმ. შხამის ხარისხი: უშხამო გავრცელების არეალი: ჩრდილო მექსიკა, სამხრეთ-დასავლეთ ა.შ.შ. (კალიფორნია, ნევადა, იუტა, აიდაჰო, არიზონა, ნიუ მექსიკო, კოლორადო, კანზასი და ტეხასი). საბინადრო გარემო: უყვართ მშრალი, ხშირად ქვიანი და ბალახოვანი ადგილები. გარეგნული აღწერილობა: აქვთ გრძელი ცხვირი, საიდანაც გამომდინარეობს ამ გველის სახელი. არიან 3 ფეროვან ლენტებში: შავი, თეთრი (ხანდახან მოყვითალო თეთრი), წითელი. ზოგიერთ ინდივიდებში წითელი ფერი თითქმის ქრება. ამ ლენტებზე აღენიშნება განსხვავებული ფერის საპირისპირო წინწკლები. მუცელი კრემისფერი აქვს ან მოყვითალო. გრძელ-ცხვირა გველის საშუალო სიგრძეა 76 სმ. კვება: იკვებებიან ხვლიკებით და მათი კვერცხებით, ამფიბიებით, ხანდახან უფრო პატარა ზომის გველებით, ფრინველების კვერცხებით და იშვიათად მღრღნელებით. გამრავლება: გრძელ-ცხვირა გველები არიან კვერცხმდებები. დებენ 4 - 9-მდე კვერცხს ზაფხულის დასაწყისში, რომლებიც იჩეკებიან ზაფხულის დასასრულს ან შემოდგომის დასაწყისში. ცხოვრების წესი და ქცევა: ეს გველები არიან, ღამის გველები და იშვიათად ჩანან შუა დღეზე. მათ უყვართ მიწაში თხრა და ცხოვრების უმეტეს ნაწილსაც ზუსტად მიწის ქვეშ ატარებენ. საფრთხის მოახლოებისას ვიბრირებენ კუდით და გამოყოფენ ძლიერ სუნიან ნივთიერებს და სისხლს კლოაკადან თავის დასაცავად. შხამი: შხამი არ გააჩნიათ. ტყვეობა: ეს გველები არ არიან პოპულარული გველები ტყვეობისთვის, რადგანაც არ იღებენ საკვებად მღრღნელებს, რომლებიც ჩვეუელბრივ ხელმისაწვდომია მათთვის ვისაც გველი ყავს. | |
|