Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » გრიპი და მისი პრევენცია
6:00 PM
გრიპი და მისი პრევენცია
აცივება და ჰაერის ტემპერატურის დაცემა მხოლოდ დისკომფორტს კი არა, გაციებასაც იწვევს.

სწორედ ამ პერიოდში ხშირდება ვირუსული დაავადებები, განსაკუთრებით კი გრიპი, მაღალი სიცხით, სახსრებისა და თავის ტკივილით, ხველებით ვლინდება. გრიპის ვირუსი სასუნთქ სისტემაში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა სიმპტომების შემჩნევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ.

რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, აგრეთვე ისინიც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.

სტერილური ნიღაბი ხელმისწვდომია, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი მასშიც აღწევს, ამიტომ სჯობს, ნაჩვრეტებიანი რესპირატორი იხმაროთ. ნიღაბი, პირველ რიგში, დაავადებულმა უნდა ატაროს, ვირუსი რომ არ გაავრცელოს. რაც შეეხება წამლებს, სიცხის დამწევის ნაცვლად, სჯობს, ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები მიიღოთ.

ახლა კი რამდენიმე რჩევა იმის თაობაზე, როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი

პირველ რიგში, ხშირად დაიბანეთ ან ანტიბაქტერიული ხელსახოცით გაიწმინდეთ ხელები. რეკომენდებულია ანტივირუსული ვაქცინაციაც, მეტადრე – თუ რისკ-ჯგუფს ეკუთვნით. გრიპით დაავადებულთან საუბრისას დისტანცია დაიცავით (1 მეტრი).

რაც შეეხება საკვებს, იმუნიტეტის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა კოწახური, რომელიც სეროტონინს შეიცავს. ამ ნივთიერებას სიხარულის ჰორმონსაც უწოდებენ, რადგან განწყობას ამაღლებს. გარდა ამისა, კოწახურის ნაყოფი მდიდარია ბარბარინით – ნივთიერებით, რომელსაც მიკრობების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ეს მცენარე შეიცავს C ვიტამინსაც, რომელიც ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნაში ეხმარება. კოწახურში Cვიტამინი გაცილებით მეტია, ვიდრე მარწყვსა და ლიმონში. კოწახურის შერჩევისას გახსოვდეთ: ნაყოფი რბილი და მუქი წითელი უნდა იყოს.

კოწახური დიდხანს ძლებს – ჩაყარეთ ქილაში, დახუფეთ და მაცივარში შედგით. ასეთ მდგომარეობაში ის მთელი თვის განმავლობაში არ დაკარგავს სასარგებლო თვისებებს. შეგიძლიათ მიირთვათ უმიც და სანელებლადაც გამოიყენოთ. შეიძლება მისგან კომპოტის მომზადებაც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მხოლოდ 5 წუთს უნდა იდუღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მარგებელ თვისებებს დაკარგავს.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 810 | დაამატა: balu | ტეგები: გრიპი და მისი პრევენცია | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.