Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » გურული საცივი
11:34 PM
გურული საცივი
მასალა
• ინდაური ან დედალი
• 300 გრ. ხახვი
• 3-4 ჩ.ჭ. ნიგოზი
• 2 ს.კ. ფქვილი • 2 ცალი კვერცხი
• 1 კბილი ნიორი • 1 ძირი ქინძი
• 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
• 1/2 ჩ.კ. ძმარი
• 3-4 მარცვალი მიხაკი
• წიწაკა და მარილი გემოვნებით



მომზადება
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ ღუმელში შესაწვავად.

დავკეპოთ ხახვი. მოსაშუშად დავასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარში. 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკ დარიჩინთან და დაფნის ფოთოლთან ერთად მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპლით, ქინძით, კამით, ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სანელებელი გავხსნათ საცივის წვენში, 5-10 წუთით წამოდუღების შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად ძალიან წმინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი ბულიონში. შეიძლება აქვე ჩავამატოთ კვერცხის გული.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 857 | დაამატა: balu | ტეგები: გურული საცივი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.