4:34 PM ჰაი-ვაიკომბის საოცარი ტრადიცია | |
ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰაი-ვაიკომბში,რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით შეადგენს 92,000 მაცხოვრებელს,დამკვიდრებულია ტრადიცია,რომლის მიხედვითაც ყოველი ახლადარჩეული ქალაქის თავი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) ვალდებულია,ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სასწორზე აიწონოს. აღნიშნული ტრადიცია სათავეს იღებს 1678 წლის დასაწყისიდან,როდესაც ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინათ ქალაქის თავების მომხვეჭელური საქციელი,რითაც ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ზარალდებოდა და ეს მათ დიდ გაღიზიანებასაც იწვევდა.კარგი და მსუყე ცხოვრებისაგან ჰაი-ვაიკომბის თავები,საკმაოდ იმატებდნენ წონაში.ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთგვარ ორიგინალურ მეთოდს მიაგნო ამ სენის თავიდან ასაცილებლად.მათ გადაწყვიტეს,შემოეღოთ ტრადიცია,რომლის თანახმადაც,ნებისმიერი ახლადარჩეული ქალაქის თავი,მოვალეობის შესრულების დაწყებამდე,ვალდებული გახლდათ ქალაქის ცენტრში განთავსებულ სპეციალურ სასწორზე აწონილიყო.აღნიშნული პროცედურის გავლა,ქალაქის თავს წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა განეხორციელებინა,ქალაქის მაცხოვრებლების თვალწინ.აწონვის შემდეგ მაცნე ხმამაღლა და ყველას გასაგონად დაიძახბედა: "მოიმატა!" ან "არ მოუმატებია!".შესაბამისად,თუ კი არ იყო მომატებული წონაში,მას კვლავ ირჩევდნენ ქალაქის თავად,ხოლო თუ კი მომატებული იყო წონაში,ამ შემთხვევაში,მას მოსახლეობა სტვენით ხვდებოდა და მცირე სახის სასჯელებსაც აკისრებდა.დღესდღეობით აღნიშნულ ტრადიციას,მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს და იგი ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.ამიტომ ბევრი ტურისტისათვის აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება ძალიან დიდ ინტერესს იწვევს | |
|