Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ჰიკიკომორი
8:24 PM
ჰიკიკომორი
"ჰიკიკომორი" - ინგლისურ ენაზე "Hikikomori",იაპონური ენიდან ითარგმნება,როგორც - განმარტოებით ყოფნა და იგი წარმოადგენს იაპონურ ტერმნინს "მწვავე სოციალური თვითიზოლაციის" აღმნიშვნელისა.თავისთავში იგი სახავას იმ მოზარდებსა და ახალგაზრდებს,რომლებიც უარს აცხადებენ სოციალური ცხოვრების წესზე და მიისწრაფვიან უკიდურეს ზღვრამდე თვითიზოლაციისა.ასეთ ადამიანებს არ აქვთ სამსახური და ფაქტიურად ცხოვრობენ მშობლებისა და ნათესავების კმაყოფაზე.
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო "ჰიკიკომორს" განსაზღვრავს,როგორც პირს,რომელიც უარს ამბობს მშობლების სახლის დატოვებაზე,იზოლაციაში იქცევს საკუთარ თავს გარესამყაროდან და იკეთებიან თვეობით საკუთარი სახლის ოთახებში საიდანაც ისინი შესაძლოა ექვსი თვის განმავლობაშიც კი არ გამოვიდეს.გარდა ამისა,მათ არ აქვთ სამსახური და შესაბამისად არ აქვთ ხელფასი.ამიტომ ისინი სრულიად დამოკიდებულები არიან ახლო ნათესავების კმაყოფაზე.არსებობს "ჰიკიკომორობი",რომლებიც არა მთელი ცხოვრება,არამედ რამდენიმე წელი ექცევიან თვითიზოლაციაში,ხოლო არსებობს ისეთებიც,რომლებიც შესაძლოა ათწლეულების მანძილზეც (ფაქტიურად მთელი ცხოვრება) კი მოექცნენ თვითიზოლაციაში,თუმცა ასეთი შემთხვევები სხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით იშვიათი მოვლენაა.აღნიშნული ტერმინი ფართოდ არის გავრცელებული იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.2002 წლის მონაცემებით,ამომავალი მზის ქვეყანაში 650-850 ათასამდე "ჰიკიკომორი" ცხოვრობს.ასეთი სტილით მაცხოვრებელი ხალხი არა მარტო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში,არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ცხოვრობენ,თუმცა იქ მათ "basement dwellers" (სარდაფში მცხოვრებლებად) მოიხსენიებენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული მეთოდით ცხოვრება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც არის დაფიქსირებული.კერძოდ დიდ ბრიტანეთში და მის აღმნიშვნელ ტერმინად "NEET" მიიჩნევა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 890 | დაამატა: balu | ტეგები: hikikomori, ჰიკიკომორი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.