7:53 PM "ჰიპნოზის" ისტორიიდან... | |
"ჰიპნოზი" - წარმოადგენს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას,რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით,შთაგონებისადმი მიმღებლობით,აღქმის,მეხსიერების,მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით.ჰიპნოზური ზემოქმედება ადამიანებზე,ჯერ კიდევ უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს და როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან იგი თავდაპირველად 3000 წლის წინათ გამოიყენებოდა - ძველ ეგვიპტელი ქურუმების,ინდოელების,ტიბეტელებისა და აღმოსავლური აზიელი ექიმების მიერ,როგორც ერთ-ერთი სამკურნალო მეთოდი ადამიანებისა.თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც,რომლის თანახმადაც "ჰიპნოზს" ადამიანები,კერძოდ შამანები ჩვ.წ.აღ-მდე 10 000 წლის წინათ იყენებდნენ.შედარებით მოგვიანებით პერიოდში,ჰიპნოზის გამოყენება დაიწყეს ძველმა ბერძნებმა და ძველმა რომაელებმა.ცნობილია ის ფაქტიც,რომ ჰიპნოზს ადრეულ წლებში მოიხსენიებდნენ,როგორც "შოიფეტს".ევროპაში ფართო გავრცელება მან მე-XVIII საუკუნეში ჰპოვა.დიდმა ებრაული წარმომავლობის მქონე ავსტრიელმა ექიმმა - ფრიდრიხ ანტონ მესნერმა,ჰიპნოზს "ცოცხალი მაგნეტიზმი" უწოდა.1842 წელს,ცნობილმა ინგლისელმა ექიმმა - ჯეიმზ ბრეიდმა,გამოიკვლია ჰიპნოზის ზემოქმედება ადამიანის გონებასა და სხეულზე,რის შემდეგაც 1843 წელს,მას პირველად უწოდა "ჰიპნოზი".ჯერ კიდევ ფრიდრიხ ანტონ მესნერის კვლევების პერიოდში ჰიპნოზი ორ სკოლად დაიყო: პარიზისა და ნანსის სკოლებად.პარიზული სკოლის დიდ წარმომადგენლად მიიჩნეოდა დიდი ფრანგი მეცნიერი და ექიმი-ფსიქიატრი - ჟან მარტენ შარკო,რომელმაც უდიდესი წვლილი შიტანა ჰიპნოზის კვლევებსა და მის გავრცელებაში.ნანსის სკოლის უმთავრეს მოტივად სახელდებოდა "ჰიპნოზი",როგორც შთაგონება,რასაც პარიზული სკოლა არ ეთანხმებოდა და მათ შორის ამ საკითხზე დიდი სამეცნიერო დავებიც მიმდინარეობდა.შემდგომ ეტაპებზე "ჰიპნოზი" კიდევ უფრო ფართო განსჯისა და მკურნალობის ერთ-ერთ ელემენტად იქცა და მიუხედავად უამრავი კრიტიკული მოსზრებისა,დღესდღეობით მაინც არ დაუკარგავს თავისი აქტივობა. | |
|