6:11 PM იაგუარი | |
იაგუარი ამერიკის კატისებრთა ოჯახის პანტერათა გვარის (რომელშიც აგრეთვე შედის ლომი, ლეოპარდი, ვეფხვი და თავად იაგუარი) ერთად-ერთი წარმომადგენელია.მისი სხეულის სიგრძე 1,8 მ-ს, წონა კი 160კგ-ს აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე და ძლიერი ფეხები, ფართე, ძლიერბრჭყალებიანი თათები. ფერით მოწითალო-ყვითელია, თან შავი ლაქებით. ყველაზე მეტად ეს დიდი კატა თავისი შეფერილობით ლეოპარდს ჰგავს, თუმცა გამოირჩევა უფრო მასიური სხეულით. ძლიერი ყბების მეშვეობით იაგუარი ადვილად ამსხრევს კუს ბაკანს. იაგუარების პოპულაციის დაახლოებით 6% არიან მელანისტები (ცხოველები, რომლებსაც ღია ფერის პიგმენტაციის ნაკლებობა გააჩნიათ), სწორედ მათ პანტერების სახელით ვიცნობთ.თვითონ სიტყვა იაგუარი თავის ფესვებს გუარანის ენიდან იღებს, რომელშიც yaguara (jaguarete), ნიშნავდა ”ცხოველს, რომელიც ერთი ნახტომით კლავს”. მისი საცხოვრებელი არეალი იწყება ცენტრალური ამერიკიდან და მატუ-გროსუს ჭაობებით მთავრდება. წარმომადგნელების უმეტესობა სწორედ ბრაზილიის შტატში მატუ-გროსუში ბინადრობს. იაგუარები გადაშენებულნი არიან სალვადორსა და ურუგვაიში.ძირითადად ბინადრობენ გაუვალ ტროპიკულ ტყეებში, პამპასებში, აგრეთვე შემჩნეულნი არიან ოკეანის სანაპიროსთან, სადაც ზღვის კუს კვერცხებს თხრის ქვიშიდან.იაგუარები განმარტოვებით, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. როგორც ყველა დიდი კატა, ისინი ტერიტორიული ცხოველები არიან. ერთი იაგუარის სანადირო ტერიტორია მოიცავს 25-100 კვადრატულ კილომეტრს. ამ ტერიტორიის ფართობის ზომას განაპირობებს ლანდშაფტი, პოტენციალური მსხვერპლის ოდენობა და აგრეთცე იაგუარის სქესი. კატერგორიულად ვერ იტანენ კატისებრთა სხვა წარმომადგენლებს თავის ტერიტორიაზე, მაგრამ საკმაოდ მეგობრულად არიან განწყობილნი სხვა იაგუარების მიმართ, რის გამოც მათი სანადირო ტერიტორიები ხშირად იკვეთება.სანადიროდ გამოდიან დღის ბნელ საათებში. ყველაზე აქტიურები კი მზის ჩასვლის შემდეგ (დაახლოებით 18:30-დან 21:30მდე) და მზის ამოსვლამდე 03:00-დან 06:00-მდე არიან. სანადიროდ ჩასაფრების ტაქტიკას ირჩევენ. როგორც წესი, მსხვერპლს გვერდიდან თავს ესხმის და მის წაქცევას ცდილობს. ამ დროს დარტყმის ძალა იმდენად დიდია, რომ მსხვერპლს ხერხემალი ხშირად ემტვრევა. თუ მსხვერპლმა იგი შეამჩნია და გაქცევა სცადა, მაშინ ნადირი მას ხშირშემთხვევაში არ ეკიდება. აღსანიშნავია, რომ იაგუარი თითქმის არ იკვებება ლეშით, ამიტომ ის იშვიათად უბრუნდება თავისი საჭმლის ნარჩენებს. კვების ძირითად რაციონს შეადგენენ კაპიბარები, პეკარი, ტაპირები. ასევე ნადირობს ფრინველებზე, მაიმუნებზე (მშვენივრად დაძვრება ხეებზე), თევზზე (რომელსაც ძლიერი თათებით აგდებს წყლიდან) და წყლის კუებზე (იაგუარი ძალიან კარგი მცურავია).გამრავლების პერიოდს რაც შეეხება, იაგუარი რომელიმე კონკრეტულ სეზონში არ მრავლდება. დედალი ზრდასრული 3 წლის ასაკში ხდება, ამ დროს შეიძლება იაგუარების მცირე ჯგუფის ნახვა. მამლები დედლის გულისთვის ტურნირებს არ აწყობენ, დედალი თვითონვე ირჩევს პარტნიორს, რის შემდეგაც მის ტერიტორიაზე მიდის. შეჯვარების შემდეგ, დაახლოებით 100 დღეში, ბუნაგში, დედალი 2-4 კნუტს შობს, რომლებიც დედასთან ერთად რჩებიან მანამ, სანამ არ იპოვიან თავისთვის შესაფერის სანადირო ტერიტორიას.ბუნებაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-15 წელია, ხოლო ტყვებოაში 25 წლამდე ადის. კოლუმბამდელი ეპოქის ამერიკაში იაგუარი დიდ როლს თამაშობდა ტომების კულტურაში, სადაც ძალის სიმბოლო იყო . მოჩეს ტომები იაგუარის ფორმის დოქებს ამზადებდნენ, აცტეკების ელიტალური მეომრების ჯგუფი კი ”იაგუარის რაინდების” სახელს დაატარებდა. | |
|