8:49 PM იაია ჯამეს შესახებ.. | |
იაია აბდულ აზიზ ჯამუს ჯენკინგ ჯამე წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოს გამბიას,პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს,რომელსაც ამ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი უკავია 1996 წლიდან დღემდე.მანამდე კი 1994 წლიდან 1996 წლამდე იგი ხელმძღვანელობდა გამბიას დროებით მართველ საბჭოს.იგი საკმაოდ "ოდიოზური დიქტატორული" ფიგურა გახლავთ და მისი შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ყოვლად მიუღებელია მსოფლიო თანამეგობრობისათვის.როგორც ცნობილია გამბია ცნობილია "წვიმების სეზონებით",გარდა ამისა ამ ქვეყნის ახალგაზრდები ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევიან,სწორედ ამ საკითხის შესახებ იაია ჯამემ 2003 წელს ოფიციალურად განაცხადა: "ახალგაზრდობა,რომელიც ფეხბურთის თამაშით ირთობს თავს წვიმების სეზონზე და უარს აცხადებს მუშაობაზე,რათა ქვეყანა განვავითაროთ,ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი ციხით". 2009 წელს,მაშინ როდესაც იაიას დეიდა გარდაეცვალა,მან ბრალი მის გარდაცვალებაში ჯადოქრებსა და მაგებს დასდო.ამიტომ გამბიაში დაიწყო მოვლენები,რომელიც "ჯადოქრებზე ნადირობის" სახელით არის ცნობილი.ამ პერიოდიდან მოყოლებული,გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის მონაცემებით,ათასზე მეტი ადამიანი იქნა გატაცებული და დასჯილი.ადამიანის უფლებების დამცველებისადმი მას განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და მათ ღია სატელევიზიო ეთერით "ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლო მოწყობისათვის" სიკვდილით დასჯით დაემუქრა.გამბიის ცენტრალური ტელევიზიით პირდაპირი ეთერით გამოსვლისას იაია ჯამემ განაცხადა: "თუ კი რომელიმე გამბიელი დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დამცველ რომელიმე ორგანიზაციასთან,დარწმუნებული იყავით,რომ თქვენი უსაფრთხოების დაცვა გარანტირებული ვერ იქნება.ჩვენ მზად ვართ გავანადგუროთ ნებისმიერი,ქვეყნის "მავნებელი".თქვენ თუ კი ფიქრობთ,რომ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ეგრეთწოდებულ ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს,უნდა იცოდეთ,რომ თქვენვე იქმნით ირეალურ სამყაროს,რომელიც არ არსებობს.მე თქვენ მოგკლავთ და იცოდეთ რომ ამ ქვეყანაში არაფერი გამოგივათ". 2007 წელს კი ასევე ოფიციალურად განაცხადა,რომ მინდვრის ბალახებისაგან დაამზადა წამალი,რომელსაც შესწევს უნარი,მოარჩინოს ისეთი სასინელი დაავადებები,როგორებიცაა - კიბო და ასთმა.ცნობილია,რომ 2010 წელს მან სურვილი გამოთქვა,პრეზიდენტობასთან ერთად გამბიის მეფობის შეთავსებისა,რის შემდეგაც მისი სრული ოფიციალური ტიტული გახდა: მისი უდიდებულესობა პრეზიდენტი, შეიხი,პროფესორი ალ-ჰაჯი,დოქტორი იაია ჯამე".ასეთი უცნაური ტიტულით და მმართველობის სტილით თამამად დაიმკვიდრა ადგილი ისეთი ცნობილი აფრიკელი დიქტატორების გვერდით,როგორებიც იყვნენ: უგანდის პრეზიდენტი - იდი ამინ ადა,ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი - მბუტუ სესე სეკო და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი - მასიასა ნგემი ბიიგო. | |
|