6:33 PM იაკობ როგევენ | |
იაკობ როგევენი დაიბადა 1659 წლის 1 თებერვალს,ნიდერლანდების კუნძულ ვალჰერენზე მდებარე ქალაქ მიდელბურჰში.იგი წარმოადგენდა დიდ ნიდერლანდელ მეზღვაურსა და მოგზაურს,რომელმაც სახელი ისტორიაში დაიმკვიდრა,როგორც "აღდგომის კუნძულის" აღმომჩენმა.1616 წელს იაკობმა სამსახური დაიწყო ერთ-ერთ ვესტ-ინდურ კომპანიაში.1721 წელს კომპანიის ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება,რათა გამოეკვლია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილი ჩილემდე.რადგან იმ პერიოდისათვის მიიჩნეოდა,რომ აღნიშნულ რეგიონში არსებობდა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი დიდი მიწა.1772 წლის 6 აპრილის დილით,იაკობ როგევენი ექსპედიციის თანმხლებ პირებთან ერთად სრულიად შემთხვევით წააწყდა სრულიად ახალ და უცნობ კუნძულს,მაშინ როდესაც მათ მიზანს დეივისის კუნძულების ნახვა წარმოადგენდა.ამ დღეს კი ქრისტიანული სამყარო,უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს "აღდგომას" აღნიშნავდა.იმ პერიოდის ტრადიციის მიხედვით მიიჩნევდნენ,რომ თუ კი რომელიმე რელიგიური დრესასწაულისას აღმოაჩენდნენ ახალ მიწას,მას ამავე რელიგიური დღესასწაულის სახელი ეწოდებოდა.როგევენმა კუნძულს ნიდერლანდურ ენაზე "პააშ-ეილანდი" უწოდა,რაც თარგმანით "აღდგომის კუნძულს" ნიშნავდა.იგივეს ნიშნავს კუნძულის ოფიციალური ესპანური სახელწოდებაც ისლა-დე-პასკუა.ასე გაჩნდა მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთი გეოგრაფიული ობიექტი "აღდგომის კუნძულის" სახით.1860-იან წლებში,მას ამჟამინდელი ოფიციალური პოლინეზიური სახელი - რაპანუი ეწოდა,რომელსაც მეცნიერები მის პირველ სახელწოდებად მოიხსენიებენ.მიუხედავად ამისა იგი დღემდე ფართო მასებისათვის უფრო ცნობილია,როგორც "აღდგომის კუნძული",ვიდრე "რაპანუი". 1721-1722 წლებში,იაკობმა კიდევ რამდენიმე დიდი ატოლი (მარჯნის კუნძული) აღმოაჩინა,ტუამოტუს არქიპელაგში. მის სახელთან ასევე დაკავშირებულია შემდეგი კუნძულების აღმოჩენა - მანუა,ტუტუილა და უპოლუ,რომელიც სამოას არქიპელაგის ნაწილია.1723 წელს,იგი ბრუნდება სამშობლოში,რის შემდეგაც მონაწილეობას იღებს ფოლკლენდის კუნძულების კვლევაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იაკობი გახლდათ პირველი ადამიანი,რომელმაც შევიდა დღეისათვის ცნობილ "სამხრეთის ოკეანე"-ში.იაკობ როგევენი გარდაიცვალა 1729 წლის 31 იანვარს,მშობლიურ ქალაქ მიდელბურგშ | |
|