Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » იანუშ კორჩაკი და 200 წამებული ბავშვი
5:44 PM
იანუშ კორჩაკი და 200 წამებული ბავშვი
იანუშ კორჩაკი (1878-1942 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ ერხ ჰენრიხ გოლდშმიდტი,ალბათ მაგალითია,იმ პედაგოგიკისა და საერთოდ ადამიანური ღირსებისა,რამაც კაცობრიობის ისტორიაში წარუშლელი კაცთმოყვარეობის კვალი დასტოვა.ეროვნებით პოლონელი იანუში,რომლის ძარღვებშიც ებრაული სისხლიც ჩქეფდა პროფესიით პედაგოგი,საბავშვო მწერალი და ექიმი გახლდათ.მკითხველო ამ პოსტში მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ არ მოგითხრობთ.მე მოგითხრობთ იმას,თუ რაოდენ დიდი ადამიანური საქციელი ჩაიდინა მან.1940 წელს,მაშინ როდესაც გერმანელებმა ვარშავაში შევიდნენ,იგი როგორც ებრაელი "ვარშავის გეტოში" გაგზავნეს სხვა უამრავ უდანაშაულო ებრაელთან ერთად.1942 წელს ფაშისტების მთავარსარდლობის ბრძანებით 200 ებრაელი ბავშვი ვაგონებით გადაჰყავდათ ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში,რათა ისინი გაზის კამერაში გაეგუდათ.აღნიშნული ინფორმაცია იანუშისათვის ცნობილი გახდა და გადაწყვიტა ბავშვებს გვერდიდან არ მოსცილებოდა.მართლაც მან და მისმა მეგობარმა სტეფანი ვილჩინსკოიმ ბავშვებთან ერთად სატვირთო მატარებლით დიდი წამების შემდეგ შეაბიჯეს "ტრებლინსკის ჯოჯოხეთურ კონცლაგერში".1942 წლის 6 აგვისტოს,სიკვდილით დასჯის დღეს,მაშინ როდესაც ბავშვები გაზის კამერაში უნდა შეეყვანათ,იანუშმა გადაწყვიტა ბავშვებისათვის საკარნავალო განწყობის შექმნა,რათა ფსიქოლოგიურად ისინი დაემშვიდებინა,თითქოს სახიფათო მათ თავს არაფერი ხდებოდა.200 სიკვდილმისჯილ ებრაელ უმანკო ბავშვს კი "გაზის კამერისაკენ",სიმღერით წინ იანუს კორჩაკი მიუძღოდა.საუბედუროდ ფაშისტებმა 200 ბავშვი გაზის კამერაში იმსხვერპლეს,თავიანთ მასწავლებელთან - იანოშ კორჩაკთან ერთად,რომელსაც დიდი შანსი ჰქონდა ცოცხლად გადარჩენისა,ტუმცა მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა არა მარტო იმ ულამაზეს 200 ბავშვს,რომლებიც შეიწირეს,არამედ მთელ კაცობრიობას გვაჩვენა,თუ რა არის ადამიანურობისა და კაცთმოყვარეობის პიკი.მისი სახელი კი სამუდამოდ ჩაეწერა კაცთმოყვარეობისა და ყოველივე ადამიანურობის ნათელ და დაუვიწყარ წიგნში.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1825 | დაამატა: balu | ტეგები: bavshebi, ianush korchaki, იანუშ კორჩაკი და 200 წამებული ბავშვ, wamebuli | რეიტინგი: 4.3/3
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.