5:54 PM იაპონიის საიმპერატორო რეგალიები | |
"იაპონიის საიმპერატორო რეგალიებს" - წარმოადგენს: ბრინჯაოს სარკე "იატა-ნო გაკამი",ხმალი "კუსანაგი-ნო ცურუგი" და სამკაული,დამზადებული იასპის ძვირფასი ქვისაგან "იასაკანი-ნო მაგატამა".ისინი გამოხატავენ ერთგვარ სიმბოლოს: სიბრძნის,აყვავებისა და სიმამაცის.უძველესი შინტოისტური გადმოცემების თანახმად,აღნიშნული რეგალიები,იაპოიის მითოლოგიაში მზის ქალღმერთის და თითქმის ყველაზე წმინდა შინტოისტური ღვთაების - ამატერასუს მიერ,გადაცემულ იქნა საკუთარ შვილიშვილზე ნინიგი-ნო მიკოტოზე,რომელმაც თავის მხრივ იგი გადასცა თავის შვილიშვილს,ლეგენდარულ - ძიმუს,რომელიც მიჩნეულია იაპონიის პირველ იმპერატორად და ამ ქვეყნის საიმპერატორო დინასტიის ფუძემდებლად.ფართო საზოგადოებისათვის უცნობია,დღემდე არსებობს თუ არა აღნიშნული საიმპერატორო რეგალიების "ორიგინალები",თუმცა როგორც ცნობილია მისი გადაცემა ხდება ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიის დროს,რომელსაც მათი რელიგიის უმაღლესი სასულიერო პირები ეწრებიან.ასევე ცნობილია ისიც,რომ 1945 წელს,იაპონიის რიგით 129-ე იმპერატორის - ხიროხიტოს (1901-1989 წლები) ბრძანებით - კიოტო კიდოს (რომელიც სხვადასხვა წლებში წარმოადგენდა იაპონიის განათლების მინისტრს,შინაგან საქმეთა მინისტრს და იაპონიის საიმპერატორო ბეჭდის მცველს),დაევალა ნებისმიერ ფასად დაეცვა აღნიშნული რეგალიები (ცნობილი მოვლენების გამო).არს ვარაუდი,რომ - ხმალი,ინახება ქალაქ ნაგოიაში,სარკე ისე-ძინგუს შინტოისტურ წმინდა ტაძარში (ქალქი ისე),ხოლო ძვიფასი სამკაული კი ტოკიოში,იაპონიის საიმპერატორო სასახლეში.არის მეორე ვერსიაც,რომლის თანახმადაც იგი დაკარგულ იქნა ტაირასა და მინამოტოს კლანებს შორის,ცნობილი საზღვაო ბრძოლის დროს.მას შემდეგ კი ისინი შეცვლილ იქნა "ასლებით",თუმცა აღსანიშნავია,რომ ამ ინფორმაციაზე ხელი მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებათ და მისი ადგილსამყოფელი დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. | |
|