6:22 PM იაპონური ჩაის სახლი - "ტიასიცუ" | |
"ტიასიცუ" - იაპონურად გამოითქმის როგორც "ჩაის პავილიონი".იგი წარმოადგენს სპეციალურ "ჩაის სახლს"და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია იაპონური ჩაის ცერემონიალური კულტურისა.ყველასათვის ცნობილია,რომ იაპონიაში,ისევე როგორც ჩინეთში,ჩაის დამზადება ხელოვნების დონეზეა აყვანილი და ამ კულტურის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი,ამ ქვეყანაში "ტიასიცუა".ლიტერატურული წყაროები მიგვითითებენ,რომ პირველი ასეთი დანიშნულების სახლი იაპონიაში 1473 წელს,აიგო და მას "ტიასიცუ" უწოდეს.ჩაის სახლები წარმოადგენდა საკმაოდ უბრალო მორთულობის ქოხს,სადაც თავდაპირველად იკრიბებოდნენ იმ პერიოდის მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები,ხოლო შემდგომში კი იმდენად პოპულარული გახდა იგი,რომ ყველა რანგისა და სოციალური ფენის ადამიანებისათვის უსაყვარლეს ადგილად იქცა.აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ ჩაის სახლებში ჩაის დამზადების პროფესიონალები მუშაობდნენ და ამ საქმეს ისინი ხელოვნების დონეზე აკეთებდნენ.მათ შორის,ვინც ჩაის დამზადების უდიდესი ოტატები იყვნენ,გამორჩეულად ისტორიამ მაინც მითითებულია ორი პიროვნების გვარები შემოგვინახა: ძიო ტანეკო (1503-1555 წლები) და სენ-ნო სოეკი (1521-1591 წლები).მალევე აღნიშნულმა "ჩაის სახლებმა"მხლოდ,სახელწოდებების ცვლილებებით,არა მარტო აზიურ ქვეყნებში მოიკიდა ფეხი,არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც ერთობ პოპულარული გახდა და თანამედროვე სამყაროში ასეთი უამრავი დაწესებულება იქნა გახსნილი.იაპონიაში კი იმთავითვე პოპულარული "ჩაის სახლი" - "ტიასიცუ",ამ ხალხის ლუტურის განუყოფელ ნაწილად იქცა და დღესაც მას მილიონობით ადამიანი სტუმრობს. | |
|