4:59 PM ილია რეპინი | |
ცნობილი რუსი მხატვრისა და სკულპტორის,მაცხოვრებელს უკრაინაში - ილია რეპინის (1844-1930 წლები),ერთ-ერთი საუკეთესო ტილოს: "ივანე მრისხანე და მისი ვაჟი ივანე,1581 წლის 16 ნოემბერი",რომელიც მხატვარმა დახატა 1883-1885 წლებში,დაცული გახლდათ და დღესაც იქვეა დაცული - ტრეტიაკოვის გალერეაში.1913 წელს,ტილოს დანით თავს დაესხა ფსიქიკურად დაავადებული ერთ-ერთი დამთვალიერებელი,რომელმაც სურათი დანით დასერა.ძირითადად დაზიანებული გახლდათ,სურათზე გამოსახული ივანე მრისხანეს თავი და სახე,რის გამოც სასწრაფოდ მოწვეულ იქნა უკრაინიდან მოსკოვში,თავად ტილოს ავტორი ილია რეპინი,რათა პირველადი სახე დაებრუნებინა სურათისათვის.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მხატვარმა ტილოს დახატვიდან 20 წელიწადში,მკვეთრად შეცვალა თავისი ხელოვნების სტილი და აღნიშნულ ტილოზე,სრულიად შეუსაბამო იისფერ ფერთა გამა გამოსახა.მალევე რესტავრატორებმა,რომლებმაც სრულიად შეუსაბამოდ მიიჩნიეს აღნიშნულ სურათზე ასეთი შეუსაბამო ფერთა გამა,ტილოს უკვე თავად ჩაუტარეს რესტავრაცია და დაუბრუნეს პირვანდელი სახე.რამდენიმე წელიწადში აღნიშნული ტილო ტრეტიაკოვის გალერეაში მოინახულა ილია რეპინმა,თუმცა მასზე რაიმე ცვალებადობა ვერ აღმოაჩინა და ფრიად კმაყოფილი დარჩა ტილოს მდგომარეობით. | |
|