Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » "ილიადა" და "ოდისეა" - დავა მათი წარმოშობის შესახებ...
4:50 PM
"ილიადა" და "ოდისეა" - დავა მათი წარმოშობის შესახებ...
ჰომეროსის გენიალური პოემები "ილიადა" და "ოდისეა",მრავალი დავის საგანი გამხდარა ისტორიკოსებსა და მეცნიერებს შორის.ბევრს თუ ეჭვი არ ეპარებოდა იმაში,რომ აღნიშნული პოემები ჰომეროსის შემოქმედება იყო,ბევრს ეჭვი შეჰქონდა იმაში,რომ აღნიშნული პოემების ავტორი ჰომეროსი გახლდათ.ალბათ საინტერესოა გავეცნოთ ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებას მისი წარმოშობისა და ავტორის შესახებ: ცნობილი რუსი ფილოსოფოსი,ფილოლოგი და პროფესორი ალექსანდრე ლოსევი დარწმუნებული იყო იმაში,რომ ეს პოემები ჰომეროს ეკუთვნოდა და წერდა:
"ჰომეროსი - ეს გვაროვნულ-თემური საზოგადოების მთელი ენციკლოპედიაა,დაწყებული მისი ყველაზე ველური ხანიდან,ძალზე მძლავრი,ძალზე მტკიცე შეფასებაა მომავალი ცივილიზაციის საუკუნის სოციალურ-ისტორიული საფუძვლებისა".
XVIII საუკუნის ბოლომდე ყველა თანხმდებოდა რომ ეს პოემები ჰომეროსის შემოქმედება გახლდათ და ისინი ისეთივე ფორმით შემორჩა კაცობრიობას,როგორც პირველადვე იქნა დაწერილი.ფრანგი აბატი დ'ობინიაკი 1664 წელს,თავის მიერ დაწერილ "Conjectures academiques"-ში,ირწმუნებოდა,რომ "ილიადა' და "ოდისეა" წარმოადგენდა დამოუკიდებლად შექმნილ სიმღერებს,რომელიც ერთობლივად შეკრებილ იქნა,დიდი ძველბერძენი კანონმდებლის - ლიკურგე სპარტელის მიერ,ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნეში სპარტაში.თუმცა 1788 წელს ფრანგმა მეცნიერმა ვილუაზონმა გამოაქვეყნა სქოლიო (ახსნა,განმარტება,დამატებითი ტექსტი) "ილიადის" შესახებ "ვენეტუსის კოდექსიდან",რომელიც თავის მხრივ ბევრად აღემატებოდა თავად პოემას და შეიცავდა ასეულობით ვარიანტს,შემოთავაზებულს ანტიკური ხანის ფილოლოგების: ანტისფენეს,არისტარქეს და სხვათა მიერ.აღნიშნული პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა,რომ ალექსანდრიული ხანის ფილოლოგები თვლიდნენ,რომ საეწვო იყო ჰომეროსის ასობით სტროფი პოემისა: მათმა არ ამოშალეს რაღა თქმა უნდა პოემიდან სტროფები,თუმცა საეჭვო ადგილები სპეციალური ნიშნებით აღნიშნეს.ამასთანავე სქოლასტიკების მოსაზრებით პოემების ტექსტები ეხება ელინისტურ ხანას და არა თავად ჰომეროსის შემოთავაზებულ მოღვაწეობის ეპოქას.ამ შეხედულებებისა და იმის გათვალისწინებითაც,რომ იმ პერიოდში არ იყო კარგად განვითარებული მწერლობა,შეუძლებელს ხდიდა ამოდენა პოემების დაწერის შესაძლებლობას.დიდმა გერმანელმა მკვლევარმა - ფრიდრიხ აუგუსტ ვოლმა (1759-1824 წლები),ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა თავის წიგნში "პროლეგომენები ჰომეროსს",სადაც აღნიშნა,რომ პოემებმა რადიკალურად შეიცვალნენ ტექსტები არსებობის პროცესში და შესაბამისად ვერავინ შეძლებდა იმის მტკიცებას,რომ აღნიშნული პოემები რა მარტო ჰომეროსის,არამედ ნებისმიერი ერთი ავტორის მიერ იყოს დაწერილი.აღნიშნულ პოემებს მისი აზრით მრავალი ავტორი ჰყავდა."ილიადის" ტექსტების თანამედროვე სახით ფორმირებას ვოლფი ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეს მიაწერს.რიგი ავტორების და მათ შორის ციცერონის გადმოცემის თანახმად ამ პოემების ტექსტების შეკრება მოხდა ათენელი ტირანის პისისტრატეს (ძვ.წ.აღ-ით 602-527 წლები) და მისი ვაჟის - ჰიპარქეს ბრძანების საფუძველზე.ამიტომ მას ციცერონი როგორც "პისისტრატეს რედაქციით" შეკრებილ პოემებადაც მოიხსენიებს.გერმანელი ფილოლოგის კარლ ლახმანის აზრით,"ილიადა" შექმნილ იქნა რამოდენიმე მცირე ზომის სიმღერის მიხედვით,რომელთაც მაშინ "მცირე სიმღერების თეორიად" მოიხსენიებდნენ.გოტფრიდ ჰერმანი მიიჩნევდა,რომ აღნიშნული პოემები დროთა განმავლობაში ახალი სიმღერების შექმნის შემდეგ,კიდევ და კიდევ უფრო დიდ მასალად იქცეოდა პოემებში და აღნიშნული პოემები დაწერილ იქნა სხვადასხვა სიმღერების საფუძველზე.აღნიშნული საკითხის ირგვლივ დღესაც ფართო დისკუსია მიმდინარეობს მეცნიერებს შორის თუ როგორ შეიქმნა და ვინ დაწერა "ილიადა" და "ოდისეა",თუმცა ჩვენთვის ერთი რამ ნათელია,რომ აღნიშნული პოემები უდიდესი ღირებულების მქონე ისტორიული ნაწარმოებებია და ავტორიც ჰომეროსია,მიუხედავად იმისა,რომ ამ თემაზე დავა დღევანდელობამდე გრძელდება.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1255 | დაამატა: balu | ტეგები: ილიადა და ოდისეა - დავა მათი წარმოშ, dava mati warmoshobis, iliada da odisea | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.