2:05 PM ინდოეთის დიადი მიღწევები მეცნიერებაში | |
1. "აიუვერდა" - უძველესი სამედიცინო სკოლა გახლდათ კაცობრიობის ისტორიაში,რომელიც დაარსებულ იქნა "მედიცინის მამად" წოდებული მეცნიერის - ჩარაკას,მიერ 2500 წლის წინათ. 2. პირველი უნივერსიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სამყაროში გახლავთ - "ტაკშაშილას უნივერსიტეტი" (ინდოეთი),რომელიც დაარსებულ იქნა ჩვ.წ.აღ-მდე 700 წელს.მიუხედავად ამისა,ინდოეთის უდიადეს მიღწევად,საგანმანათლებლო კუთხით მიჩნეულია - "ნალანდას უნივერსიტეტის" დაარსება ჩვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში. 3. დასავლეთ ინდოეთში,ქალაქ საურაშტასთან აგებულ იქნა ისტორიაში პირველი დამბები წყლის რეზერვუარებისათვის და სარწყავი დანიშნულებისათვის.ჩვ.წ.აღ-ით 150 წელს კი რუდრადმან I-ის ბრძანების საფუძველზე,გაყვანილ და შექმნილ იქნა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს "პირველი ხელოვნური მდინარე",რომელსაც სახელწოდებით "სუდარშარა" უწოდეს.თარგმანით იგი აღნიშნავდა "ლამაზს". 4. "ნაოსნობისა და წყლის მეშვეობით გადაზიდვების ხელოვნება" - თავდაპირველად ფესვებს ინდოეთში იდგამს მდინარე - სინდზე და მისი ასაკი დაახლოებით 6000 წელიწადია. 5. ტრიგონომეტრია,ალგებრა,ჭადრაკი და ბაზური კონცეფცია კალკულაციისა სათავეს ინდოეთში იღებს.ამასთანავე კვადრატული განტოლებებიც ამ ქვეყნის მონაპოვარია,რომელიც სათავეს XI საუკუნეში იღებს შრიდჰარაჩიას მეშვეობით. 6. პირველი ასტრონომი,რომელმაც გამოთვალა თუ რამდენი დრო სჭირდებოდა დედამიწას მზის ირგვლივ მოძრაობისათვის,გამოთვლილ იქნა დიდი ინდოელი ასტრონომის - ბრაშარაჩარიას,მიერ ჯერ კიდევ მე-V საუკუნეში. 7. პირველი მეცნიერი,რომელმაც გამოთვალა რიცხვი "პი" და "პითაგორას თეორიას" მისცა უფრო ფართო გამოყენების სასუალება,შემოღებულ იქნა მანამდე,სანამ მას ევროპელი და არაბი მეცნიერები შემოიღბდნენ.მისი ავტორია - ბუდჰაიანა და იგი მან მე-VI საუკუნეში დაამუშავა. 8. პირველი კონცეფცია ციფრი "ნულისა",შემოღებულ იქნა უდიდესი ინდოელი ასტრონომისა და მათემატიკოსის არიაბჰატას მიერ (476-550 წლები). | |
|