Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » ინდონეზიელი "ახალგაზრდების ფიცი" სამშობლოს წინაშე
2:20 PM
ინდონეზიელი "ახალგაზრდების ფიცი" სამშობლოს წინაშე
1928 წლის 28-29 ოქტომბერს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ჩატარდა "ახალგაზრდული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციის" კონგრესი,სადაც პირველად იქნა შესრულებული ინდონეზიის ჰიმნი,სახელწოდებით: "დიადი ინდონეზია",რომელიც დაწერილ და შესრულებულ იქნა კომპოზიტორ ვაგე რუდოლფ სუპრატმანის მიერ.ჰიმნის შესრულების შემდეგ კი წარმოითქვა ფიცი,რომელსაც შემდგომში "ახალგაზრდების ფიცი" ეწოდა და რომელსაც ინდონეზიელი ახალგაზრდები დღემდე დებენ სამშობლოს ერთიანობისათვის,ერთიანი ინდონეზიური ერისათვის და ერთიანი ინდონეზიური ენისათვის.ფიცი კი გამოითქმის შემდეგი სახით:

1. ჩვენ,ვაჟები და ქალიშვილები ვართ ინდონეზიისა.ამიტომ ვაღიარებთ ერთადერთ სამშობლოდ - ინდონეზიის მიწას.
2. ჩვენ,ვაჟები და ქალიშვილები ვართ ინდონეზიისა.ამიტომ ვაღიარებთ,რომ მივეკუთვნებით ერთადერთ ერს - ინდონეზიის ერს.
3. ჩვენ,ვაჟები და ქალიშვილები ვართ ინდონეზიისა.ამიტომ ერთგულები ვართ გაერთიანებული ენის - ინდონეზიური ენისა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 787 | დაამატა: balu | ტეგები: aindonezieli .axalgazrdebis .pici, axalgazrdebis fici, ინდონეზიელი ახალგაზრდების ფიცი სამშ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.