Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28 » იოგურტის ისტორია
7:07 PM
იოგურტის ისტორია
იოგურტს მეფეთა და ღატაკთა კერძს უწოდებდნენ. პირველად ეს კერძი მოიხსენიება ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 6000 წლის წინ. რა თქმა უნდა, ადრე მას არა თუ სხვანაირად მოიხსენიებდნენ, სხვაგვარად ამზადებდნენ კიდეც.

ღატაკებისა და მეფეების საკვები
იმ დროისთვის ინდოეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები რძეს შინ მოქსოვილი ქსოვილის საშუალებით წურავდნენ. რის შემდეგაც რძისგან იოგურტის მსგავს კერძს ამზადებდნენ. იმ შორეულ დროშიც იოგურტის სამკურნალო თვისებები არ წარმოადგენდა საიდუმლოს. ამიტომ მას მიირთმევდნენ როგორც დიდგვაროვნები, ასევე ღარიბებიც.

მაგალითად, საფრანგეთის მეფის ფრანსუა 1–ის კარზე საგანგებოდ ჰყავდათ თხისა და ცხვრის ჯოგი და თუ მისი აღმატებულება მოისურვებდა, ახალი იოგურტი მუდამ მზად ჰქონდათ. მეფის თანამედროვეთა მოგონებების შესახებ ცნობებს თუ ვენდობით, 1510 წლიდან მძიმე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ სამეფო კარის ექიმის რჩევით ფრანსუა 1–ის კვების რაციონში იოგურტი აუცილებელი კერძი იყო, რაც ჯანმრთელობის აღდგენის პირობად მიიჩნეოდა. საფრანგეთის მეფემდე ამ სასწაულთმოქმედ პროდუქტს სათანადოდ აფასებდნენ ბერძნები და რომაელები. როგორც დელიკატესი და ამავე დროს სამკურნალო საშუალება იოგურტი აუცილებლად ამშვენებდა ნებისმიერ სუფრას.

ბალკანელი ბაქტერიები
იოგურტის შექმნის შესახებ გავრცელებულ ლეგენდათა შორის ყველაზე დამაჯერებლად მიიჩნევა ვერსია იმის შესახებ, რომ ეს კერძი შეიქმნა სრულიად შემთხვევით, მომთაბარე ტომების მიერ, რომელთაც რძე გადაჰქონდათ თხის ტყავისგან დამზადებული ჭურჭლის საშუალებით. მოძრაობის დროს რძე გამუდმებით ინჯღრეოდა, სიცხისგან მალე მჟავდებოდა, პროცესს კი ასრულებდა ბაქტერიები,რომლებიც აღწევდა ჭურჭლის შიგთავსში. რა თქმა უნდა, იმ დროის იოგურტი გემოთი ძალიან განსხვავდებოდა ახლანდელისგან. თუმცა ეს პროდუქტი მაინც იოგურტის პირველსახედ ითვლება. თანდათანობით მისი მომზადების ტრადიციამ მთელი მსოფლიო მოიცვა, ყველა ხალხს თავისი წვლილი შეჰქონდა რეცეპტში.

თანამედროვე იოგურტის რეცეპტურასთან ყველაზე ახლოს ბალკანელები აღმოჩდნენ. სწორედ მათ საპატივცემულოდ დაერქვა ორ ”იოგურტულ” ბაქტერიას – Lactobacillus bulgaricus. რაც შეეხება თავად სიტყვას, ითვლება, რომ ის თურქული ენიდანაა ნასესხები (ის ორიგინალშიც ასე ჟღერს – «yogurt»).

სასარგებლო კარნახი
თუმცა თანამედროვე იოგურტებიდან ყველა როდის სასარგებლო. ყველაფერი მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული, რომელშიც მთავარი წილი რძეზე უნდა მოდიოდეს და იოგურტის განსაკუთრებულ ბაქტერიებზე, რომლებიც რძის მასას ასე ნაზსა და სასიამოვნოს ხდიან. ამ ბაქტერიების გარეშე მთელი თერაპიული ეფექტი ნულზე დადის და ის უბრალო გემრიელ დესერტად გადაიქცევა. როგორც წესი, ”კარგ” იოგურტს აქვს წარწერა «ცოცხალი» («live»), ხოლო მის ინგრედიენტებში დასახელებულია მასში აქტიურ ფორმაში არსებული ყველა ბაქტერიაა დასახელებული. მაგრამ თუ ისეთიმ იოგურტის გასინჯვა მოინდომეთ, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს თავის თურქულ "დიდ ბაბუას”, საბერძნეთში უნდა გაემგზავრო. იქ იოგურტს უმატებენ ნაღებს – სისქისთვის და თაფლს – სიმჟავის კომპენსაციისთვის და ხავერდოვანი გემოსთვის.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 890 | დაამატა: balu | ტეგები: იოგურტის ისტორია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.