Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 6 » იყიდება ალ კაპონეს ავტომობილი
8:40 PM
იყიდება ალ კაპონეს ავტომობილი
წარმოგიდგენთ საოცარ ავტომობილს, რომელიც შემდეგ თვეში აუქციონზე გაიყიდება კალიფორნიაში. გაინტერესებთ რას წარმოადგენს ეს მანქანა? როგორ იყენებდა მას მსოფლიოში ყველაზე საშიში მაფიოზი? ან რა კავშირშია ალ კაპონეს ავტომობილი ფრანკლინ დელანო რუზველტთან? – მოდი ერთად გავიგოთ ლეგენდარული კადილაკის ისტორია და ღირს თუ არა მისი შეძენა…



ავტომობილი

მოდელი: 341A Town Sedan

მწარმოებელი: Cadillac

ძრავი: 5.58 ლიტრი / 8 ცილინდრი

ცხენის ძალა: 90

წონა: 4082 კილოგრამი

გადაცემათა კოლოფი: 3 სიჩქარიანი, მექანიკა

აღწერა: ავტომობილი, რომელიც მომდენვნო თვეში კალიფორნიაში, მონტერეის აუქციონზე გაიყიდება, ეკუთვნოდა ალ კაპონეს – ყველაზე ცნობილ განგსტერს ისტორიაში. 1928 წლის Cadillac V-8 შეფასებულია $300,000-დან $500,0000-მდე, თუმცა რა თქმა უნდა, აუქციონზე ბევრად უფრო დიდი თანხების შემოთავაზებებს უნდა ველოდეთ.

ავტომობილი გარდა იმისა, რომ ისტორიის ნაწილი გახლავთ, ნამდვილ საბრძოლო იარაღსაც წარმოადგენს. ავტომობილში უკანა ბრონირებული ფანჯარა იღება, სადაც თავისუფლად გაეტევა ტყვიამფრქვევის ლულა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მისი შეძენის შემთხვევაში, თქვენ თავისუფლად შეძლებთ დამპალი ბიძიების დადუღებას.





მესაკუთრის პროფილი

სრულის სახელი/გვარი: ალფონს გაბრიელ კაპონე

დაიბადა: 1899 წლის 17 იანვარი

გარდაიცვალა: 1947 წლის 25 იანვარი

სასჯელი: 11 წელი ალკატრასის ციხეში

აღწერა: ალ კაპონე გახლდათ ყველაზე ცნობილი განგსტერი. მისი 14 წლიანი ბატონობის პერიოდში ჩიკაგოში მოხდა 700 დაკვეთილი მკვლელობა, რომელთაგან 400 უშუალოდ ალ კაპონეს მიერ იყო ნაბრძანები. მისი სისხლიანი იმპერია წელიწადში დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შოულობდა. კაპონეს სახელს უკავშირდება 1929 წლის წმინდა ვალენტინის დღეს (14 თებრვალი) გამართული ცნობილი სასაკლაო, რომელიც მაფიის ლეგენდამ მის მოწინააღმდეგის – ბაგს მორანის დაჯგუფებას მოუწყო.

ვინაიდან მაფიოზებისათვის ხელის დადებას ვერავინ ბედავდა, ხოლო ამ უკანასკნელებს კი ყოველთვის ჰქონდათ ალიბი, მათი დაპატიმრება თითქმის შეუძლებელი იყო. 1930იან წლებში ფედერალურ ბიუროს სათავეში ჩაუდგა ედგარდ გუვერი, რომელმაც განსხვავებული სტრატეგიები შეიმუშავა მაფიოზების დასაკავებლად. ვინაიდან მძიმე დანაშაულის დამტკიცება თითქმის შეუძლებელი იყო, მათ ციხეში უფრო მცირე დანაშაულისთვის გზავნიდნენ.

ალ კაპონე პირველად 1929 წელს დააპატიმრეს იარაღის უკანონო ტარებისათვის. ამის შემდეგ კი ბრალი წაუყენეს გადასახადებისაგან თავის არიდების მუხლით. ალ კაპონეს არ გასჭირვებია თორმეტივე ნაფიცი მსაჯული მოესყიდა, თუმცა სასამართლოს დანიშნულ დღეს მსაჯულები შეცვალეს. 1931 წლის 22 ოქტომბერს კაპონეს უზარმაზარი ფულადი ჯარიმა და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

1939 წელს ჯამრთელობა გაუარესებული ალ კაპონე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან. პნეუმონიით დაავადებულ მაფიის მამას 1947 წლის 25 იანვარს მისივე სახლში გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 851 | დაამატა: balu | ტეგები: იყიდება ალ კაპონეს ავტომობილი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.