6:55 PM ისტორიის სანაგვე | |
"ისტორიის სანაგვე" - ინგლისურ ენაზე "Ash heap of history",გახლავთ ტერმინი,რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა 1917 წლის 25 ოქტომბერს "საბჭოების მეორე ყრილობაზე",საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერის და თეორიტიკოსის,წითელი არმიის დამაარსებლის და პირველი ხელმძღვანელის - ლევ ტროცკის (1879-1940 წლები) მიერ.დღესდღეეობით,ამ ტერმინით მოიხსენიებენ ამა თუ იმ ადამიანს,იდეოლოგიას და მოვლენას,რომელიც ისტორიაში წარსულს ჩაბარდა. ლევ ტროცკიმ აღნიშნული ტერმინი გამოიყენა შემდეგი სიტყვით გამოსვლისას: "ხალხი გამოგვყვა ჩვენ,გავიმარჯვეთ ჩვენ,ახლა კი გვეუბნებიან: უარი თქვით თქვენს გამარჯვებაზე და წადით დათმობებსა და კომპრომისზე.ვისთან უნდა წავიდეთ კომპრომისზე,მე გეკითხებით თქვენ? იმ მერყევ ჯგუფებთან,რომელთაც მიგვატოვეს და ახლა გვთავაზობენ შემოთავაზებებს? ჩვენ მათ ვეუბნებით: თქვენ - არარაობა ხართ და განიცადეთ კრახი.თქვენი მისია ამოწურულია და წადით იქ,სადაც თქვენი ადგილია: "ისტორიის სანაგვეზე". მოგვიანებით,1982 წლის 8 ივნისს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გამოსვლისას,აღნიშნული ტერმინით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა,მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირს - "ბოროტების იმპერია" უწოდა,განაცხადა: "...თავისუფლება და დემოკრატია,მარქსიზმსა და ლენინიზმს აუცილებლად გაისტუმრებს "ისტორიის სანაგვეზე". | |
|