Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ივანე ტურგენევი - "ეპიზოდი"
8:32 PM
ივანე ტურგენევი - "ეპიზოდი"
ცნობილი რუსი მწერლი,პოეტი და მთარგმნელი - ივანე ტურგენევი (1818-1883 წლები),რომელიც მიჩნეულია მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლად,ავტორია ისეთი ცნობილი ნაწარმოებებისა,როგორებიცაა: "ხანძარი ზღვაზე","მონადირის ჩანაწერები","სამი პორტრეტი","მამები და შვილები" და სხვა ცნობილი ნაწარმოებები.გარდა ამისა იგი ავტორია ყველასათვის ცნობილი ნაწარმოებისა "მუმუ",რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა მწერალს.როდესაც ძველი სტილით,1888 წლის 22 აგვისტოს (ახალი სტილით 3 სექტემბერი) ტურგენევი გარდაიცვალა,საფრანგეთის ქალაქ ბუჟივალში "სარკომას" შედეგად,ანდერძად დაიბარა რომ პეტერბურგში დაეკრძალათ.მართლაც გარდაცვლილის ცხედარი პეტერბურგში გადაასვენეს და მისი დაკრძალვის დღეს (27 სექტემბერი) სამგლოვიარო პროცესიას უმარავი ადამიანი დაესწრო,მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.179 სხვადასხვა საზოგადოებისა და დაწესებულებების თანამშრომლებიც იყვნენ,რომელთაც დიდი გვირგვინები მიიტანეს მწერლის საფლავზე.მათ შორის კი ყველაზე "ძვირფასი" გვირგვინი ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიტანა.გვირგვინზე კი იყო წარწერა,რომელზეც მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა: "მუმუს" ავტორს.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 890 | დაამატა: balu | ტეგები: ivane turgenevis, ივანე ტურგენევი - ეპიზოდი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.