Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » Jeep–მა 6 ახალი მოდელი წარმოადგინა
6:34 PM
Jeep–მა 6 ახალი მოდელი წარმოადგინა
კომპანია Jeep–მა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 6 ახალი ავტომობილის შესახებ, რომელთა დებიუტი შოუ Easter Jeep Safari–ზე, მოაბის უდაბნოში, მომავალ კვირაში გაიმართება. Mopar–თან ერთად შექმნილმა კონცეპტებმა მიიღეს სახელწოდებები: Jeep J-12, Mighty FC, Wrangler Traildozer, Wrangler Apache, Grand Cherokee Trailhawk და Jeep Wrangler.

J-12 წარმოადგენს პიკაპ JK-8–ის გაფართოებულ ვერსიას.

Jeep Mighty FC – ეს არის მოდელ Forward Control–ის თავისებური „გადამღერება". ეს უკანასკნელი 1956–დან 1965 წლამდე პერიოდში გამოდიოდა. ავტომობილს ძალიან მაღალი გამავლობა აქვს. იგი 17–დიუმიანი დისკებითა და მასიური 40–დიუმიანი საბურავებითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება Wrangler Traildozer–ს, მისი დამზადებისას Jeep–ის დიზაინერული განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობდა საინჟინრო კომპანია American Expedition Vehicles–სთან.

Wrangler Apache–ში არის 6,4–ლიტრიანი ძრავი, რომელიც სპეციალურად „ვრანგლერისთვის" შექმნეს. იგი 5–საფეხურიანი „ავტომატითა" და 6–საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით გამოდის. ავტომობილს გამორჩეული წინა ბამპერი და მძლავრი ბორბლები აქვს.

Grand Cherokee Trailhawk–მა18–დიუმიანი საბურავები მიიღო. მას ასევე აქვს დაცვა ბორტისა და ფსკერისთვის. დანარჩენ ნაწილებში კი კონცეპტს Grand Cherokee–ისთვის სტანდარტული აღჭურვილობა გააჩნია.

კოლექციას Mopar Accessorized Jeep Wrangler–ი ასრულებს, რომლის საფუძველსაც Wrangler Rubicon–ი წარმოადგენს. ავტომობილს 35–დიუმიანი საბურავები და სპეციალური ბამპერები, მყარი ჭერი და ბევრი სხვა განსაკუთრებული თვისება აქვ
კატეგორია: ავტო | ნანახია: 962 | დაამატა: balu | ტეგები: Jeep–მა 6 ახალი მოდელი წარმოადგინა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.