Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ჯეიმსონის მამბა
6:42 PM
ჯეიმსონის მამბა
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: მამბები
სახეობა: ჯეიმსონის მამბა 
ქვესახეობები: არსებობს
მაქს. ზომა: 2.7 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 13 წელი (ტყვეობაში)
გავრცელების არეალი: აფრიკის კონტინენტი. განსაკუთრებით კი ცენტრალურ აფრიკაში გვხდება.
საბინადრო გარემო: ბინადრობს ხეებზე ტყეებში, ხანდახან სასოფლო-სამეურნეო ადგილებშიც, ფერმებზე, პლანტაციებზე.
გარეგნული აღწერილობა: არის გრძელი წვრილი გველი. საშუალო ზომაა 1.6 მეტრი, თუმცა შეუძლია მიაღწიოს 2.7 მეტრსაც. გარეგნულად ძალიან გვანან დასავლეთის მწვანე მამბებს (Dendroaspis viridis). შეფერილობა ერთია - მწვანე ფერი და ქერცლებსაც, როგორც დასავლეთის მწვანე მამბას, გააჩნია შავი ზღვარები. თავი წაგრძელებულია და გამოყოფილი კისრისგან. აღგზნებისას შეუძლია ყელის გაბრტყელება. თვალები საშუალო ზომისაა, მრგვალი გუგებით.
კვება: რადგანაც ჯეიმსონის მამბა ხის გველია, მისი კვების რაციონი ძირითადად მოიცავს ფრინველებს, თუმცა ასევე არ ამბობს უარს თაგვებზე, ვირთხებზე, ხვლიკებზე, ღამურებზე. ნადირობისას იყენებს დადევნების ტაქტიკას, რაშიც მას ეხმარება მისი სისწრაფე.
გამრავლება: არის კვერცხმდები. მამრებს შორის ბრძოლა მდედრის გულისთვის აღინიშნება ამ გველებში, როგორც მიწაზე ასევე ხეებზეც.
ცხოვრების წესი და ქცევა: ეს სახეობა მამბების გვარიდან ყველაზე მეტად არის ხეზე ადაპტირებული. ქვემოთ ჩამოდის მხოლოდ მაშინ როცა მისდევს მსხვერპლს. როგორც ყველა მამბა, არის დღის გველი. იგი საკმაოდ ფხიზელი და ნერვიული გველია და თუ იგი გრძნობს, რომ კუთხეში მოიმწყვდიეს ან მისი მოწინააღმდეგე შეუპოვარია, მაშინ იგი ხდება ძლიერ აგრესიული და ფეთქებადი, რაც გამოიხატება თავის მაღლა აწევაში, ხმამაღლა სისინსა და შეტევების განხორციელებაში. ესეთი საქციელი დამახასიათებელია საერთოდ მამბებისთვის.
შხამი: როგორც ყველა მამბას შხამი, ჯეიმსონის მამბას შხამიც შედგება ძლიერი ნეიროტოქსინებისგან. მის შხამში ასევე შედის კარდიოტოქსინები. დამატებით ასევე შეიძლება შეიცავდეს, ჰემოტოქსიკურ და მიოტოქსიკურ კომპონენტებსაც. ერთ კბენაზე გველს საშუალოდ შეყავს 80 მლ. შხამი, ზოგ ინდივიდს კი 120 მლ.-იც კი შეყავს. ნაკბენი სასიკვდილოა და მკურნალობის გარეშე სიკვდილის ალბათობა ძალიან დიდია. კბენის სიმპტომებია: ტკივილი, დასიება, შესაძლო ნეკროზი, დამბლა.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1169 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ჯეიმსონის მამბა, jemosani mamba | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.