Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » ჯეკი ჩანი Jackie Chan
6:47 PM
ჯეკი ჩანი Jackie Chan
ჯეკი ჩანი დაიბადა ჰონკონგში 1954 წლის 7 აპრილს. მას დაარქვეს ჩენ კონგ სანგი (Chan Kong Sang). მომავალი მსახიობის მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ჩვილის ყიდვა მენას შესთავაზეს, რომელმაც მშობიარობა მიიღო. მაგრამ მერე მამამ უარი სთქვა თავის გადაწყვეტილებაზე. 1960 წელს ჯეკი თავის ოჯახთან ერთად ავსტრალიაში წავიდა ემიგრაციაში, სადაც მშობლებს ჩინურ საელჩოში უნდა ემუშავათ. 1961 წელს ის ჰონკონგში დაბრუნდა. 7 წლის ასაკში ჯეკიმ პეკინის ოპერის სკოლაში ჩააბარა, რომლის სტუდენტებს ასწავლიდნენ ტრადიციული ჩინური გამოსვლების ხელოვნებას, ცეკვას, სიმღერას, პანტომიმას და განსაკუთრებით აკრობატიკას და საბრძოლო ხელოვნებას. დილის 5 საათიდან გვიან ღამემდე ის ყოველ დღე ვარჯიშობდა მასწავლებლების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, რომლებსაც შეეძლოთ ნებისმერი არასწორი საქციელის გამო დაესაჯათ ან საჭმელიწაერთვათ. სტუდენტები ხელოვნების დახვეწით იყვნენ დაკავებულები. ამ დროს ჯეკიმ თავისი სახელი იუენ ლაუზე შეცვალა (Yuen Lau), იგივეს აკეთებდნენ ყველა სტუდენტები თავისი მასწავლებლის საპატივცემულოდ. სწავლება მანამ მიდიოდა, სანამ ჯეკის 17 წელი არ შუსრულდა. მოგვიანებით ჯეკი იტყვის, რომ პიკინის ოპერამ მას ბევრი რამ ასწავლა ცხორებაში. პირველად ეკრანებზე ჯეკი 8 წლის ასაკში მოხვდა ფილმის 'Big and Little Wong Tin Bar' ეპიზოდში, სკოლაში სწავლის დროს კი ეპიზოდებში მიახლოვებით 20 ჯერ მიუღია მონაწილეობა. 1971 წელს ჯეკი წავიდა პიკინის ოპერიდან და დაიწყო კასკადიორად მუშაობა სტუდია Shaw Brothers–ში. ამავე წელს მიიღო თავისი პირველი მთავარი როლი ფილმში 'Master with the Cracked Fingers', მაგრამ ამ ლენტამ წარმატება ვერ მოიპოვა. ამ დროს კი, ჯეკიმ კასკადიორად მიიღო მონაწილეობა ორი სურათის გადაღებებში ბრიუს ლის (Bruce Lee) მონაწილეობით - 'სიმწარის მუშტი' (Fist of Fury) და 'დრაკონი შემოდის' (Enter the Dragon). 1975 წელს ჯეკიმ მონაწილეობა მიიღო ფილმში 'Countdown in Kung Fu', რომლის რეჟისორი ახალგაზრდა ჯონ ვუ იყო. ბრიუს ლის სიკვდილის შემდეგ 1973 წელს, პროდიუსერები შემცვლელს ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ. ყველა ბრიუს ლის სცდილობდა დამსგავსებულიყო. ეს 1978 წლამდე გრძელდებოდა, სანამ ეკრანებზე გამოვიდა ნგ სი ხუენის (Ng See Huen) შესანიშნავი ფილმი 'გველი არწივის ჩრდილში' (Snake in Eagle's Shadow). ლენტაში ბევრი იომორი იყო, წარმტაცი სცენარი, შესანიშნავი ბრძოლების სცენები იყო წარმოდგენილი. ჯეკიმ აღმოსავლური ორთაბრძოლის შესანიშნავი ცოდნა გამოავლინა. რა თქმა უნდა ფილმი ჰონკონგში ჰიტი გახდა. ამავე წელს მოკლე შესვენების შემდეგ გადაღებული იყო კიდევ უფრო წარმატებული ფილმი 'Drunken Master', რომელმაც ჰონკონგში იმ დროის ყველა დიდი კინოგაქირავების შედეგები გადალახა. ჯეკიმ, კი დაამუშავა თავისი სტილი. 'Drunken Master' წარმატების შემდეგ ჩანმა შეძლო თავისი მომდევნო ფილმის რეჟისორი გამხდარიყო და Lo Wei's film company–ში ბოლო ბილმი 'Fearless Hyena'(1979). ამ ფილმის შემდეგ ჯეკი მიხვდა, რომ დროა სხვა უფრო დიდ კომპანიაში გადავიდეს და ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია 'Golden Harvest film companу'–თან. მაგრამ კონტრაქტის დარღვევა არ მოეწონა ლო ვეის (Lo Wei), რომელმაც ჯეკის დაშნება სცადა, რის გამოც მსახიობს ტაივანში გადასვლა მოუწია საცხოვრებლად. აქ ის რამოდენიმე წლის განმავლობაში ფილმების გადაღებით იყო დაკავებული. შესაძლებელია ჯეკი 'გამოსყიდული' იყო ლო ვეისგან Golden Harvest კომპანიით, რომელის სათავეში რაიმონდ ჩოუ (Raymond Chow) იყო, რადგან ჰონკონგში დაბრუნდა. მომდევნო წარმატებული ფილმი გახდა 'The Young Master'. იმ დროისთვის ჯეკი უკვე ძალიან პოპულარული გახდა ჰონკონგში. 1980 წელს ის ამერიკას ეწვევა, იმედით, რომ ბრიუს ლის წარმატებას გაიმეორებს. მან ინგლისური ენას შეისწავლა, და რობერტ კლაუსთან ერთად, რომელიც ბრიუს ლის ფილმის 'შემოდის დრაკონი' რეჟისორი იყო, ფილმში 'The Big Brawl' მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ ფილმი კონოგაქირავებაში ჩავარდება. ამერიკის დაბყრობის პირველი მცდელობა წარუმატებლობით დასრულდა. ჯეკი კიდევ ორ ჯერ დაბრუნდება ამერიკაში, 1981 და 1984 წელს. ის საეპიზოდო როლებს შეასრულა ფილმში 'Cannonball Run'. იმის მიუხედავად, რომ ჯეკის სამსახიობო კარიერა აშშ–შიწარუმატებლობით, მან გაეცნო აქ 'მუნჯი' კინოს ვარსკვლავების ხელოვნებას, ისეთების როგორც გაროლდ ლოიდი (Harold Lloyd) და ბასტერ კიტონი (Buster Keaton). ჩანი მიხვდა, რომ დინამიური და თვალწარმტაცი ტრიუკების დახმარებით შეიძება დიდი წარმატების მოპოვება, როგორც ეს იყო 'მუნჯი' კინოს ფილმებში, ვიდრე უბრალოდ სიტყვებით. მისმა მომდევნო ფილმმა 'ოპერაცია 'A' (Project A) 1983 მაყურებელს აჩვენა მეოცე საუკუნის დასაწყისის ჰონკონგი პოლიციის და სანაპირო დაცვის კონკურნციით. ეს ლენტა სრულიად არ ჰგავდა კინგ–ფუს ჟანრის ტრადიციულ ფილმებს. ფილმში უამრავი ლამაზი ტრიუკი და კომედიური სცენა ფიგურირებდა :მუნჯი' კინოს სტილში. ჯეკიმ ჰაროლდ ლლოიდის ტრიუკი არამარტო უბრალოდ გაიმეორა არამედ დაასრულა ტრიუკი მიწაზე დაშვებით, და ეს ყველაფერი განსხვავებულად გამოიყურებოდა. ყველა ტრიუკს ამ და სხვა მომდევნო ფილმებში ჯეკი პირადათ ასრულებდა, დუბლიორების გარეშე. 1983 წელს ჯეკიმ მონაწილეობა მიიღო სამო ხუნგის კომედიაში 'Winners and Sinners'. ჯეკი სამო და იუნ ბიაო დამეგობრდნენ ჯერ კიდევ პეკინის ოპერაში სწავლის დროს. ჯეკი სამოს 'უფროს ძმას' უწოდებდა, იუენს კი 'უმცროს ძმას'. ერთად მათმა შვიდი ფილმი გადაიღეს. 1985 წელს ამერიკაში გადაღებული მეორე წარუმატებელი სურათის 'Protector' შემდეგ ჯეკის გული აუცრუვდა ფილმების გადაღების ამერიკულ სტილზე , ჰონკონგში დაბრუნდა და გადაიღო ერთერთი თავისი საუკეთესო ფილმი 'Police Story'. მომავალში 1988 და 1992 წლებში, გადაღებული იყო ორი არანაკლებად წარმატებული ფილმი – გაგრძელება. 1986 წელს კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ფილმი 'The Armor of God'. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ჯეკი აგრძელებდა სურათების გადაღებას, ის ერთმანეთს ახამებდა კომედიის და მძაფრ–სიუჟეტიან ჟანრებს. ბოლოს და ბოლოს, მესამე მცდელობიდან ჯეკიმ დაიბყრო აშშ. 1998 წელს კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ბრეტ რატნერის ფილმი 'Rush Hour'. ამ სურათში ჯეკი მუშაობდა კრის ტაკერთან ერთად, იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ კომიკთან. ორნახევარი თვის განმავლობაში ფილმმა მიახლოვებით 130 მილიონი შეაგროვა აშშ–ში და კანადაში, მისი ბიუჯეტი კი 34 მილიონს შეადგენდა. 
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1263 | დაამატა: balu | ტეგები: ჯეკი ჩანი Jackie Chan | რეიტინგი: 3.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.