Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » ჯერარდ ბატლერი Gerard Butler
6:57 PM
ჯერარდ ბატლერი Gerard Butler
ჯერარდ ბატლერი დაიბადა 13 ნოემბერს 1969 წელს გლაზგოში, ის მარგარეტის და ედვარდ ბატლერის ოჯახში მესამე შვილი გახდა. როდესაც ის ექვსი თვის იყო, ოჯახი საცხოვრებლად მონრეალში გადავიდა, სადაც მისმა მამამ ბუხგალტერად მუშაობდა, ნახევარ წელიწადში კი მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.
ჯერ კიდევ ბავშვობაში ჯერარდი თეატრით იყო გატაცებული – 12 წლის ასაკში ის მონაწილეობდა თეატრალურ დადგმაში გლაზგოს ერთერთ დიდ თეატრში. მან სასწავლებლად ჩააბარა შოტლანდიურ ახალგაზრდურ თეატრში, თმცა, ამის მიუხედავად, რომ მანდ ის ერთერთი ნიჭიერი სტუდენტების რიცხვში შედიოდა, ბატლერმა გადაწყვიტა, რომ სამსახიობო კარიერა ძალიან არარეალურია და გლაზგოს უნივერსიტეტში ჩააბარა იურისპრუდენციის ფაკულტეტზე.
სწავლის დამთავრების შემდეგ, ბატლერი ლოს–ანჟელესში გაემგზავრა. მანდ მან ვერცერთი საინტერესო როლი ვერ მიიღო და შოტლანდიაში დაბრუნდა, სადაც ორი წლის განმავლობაში პრაქტიკებს გადიოდა ერთერთ დიდ იურიდიულ ფირმაში. იურისტად მუშაობამ ბატლერს მალევე თავი მოაბეზრა – ერთხეელაც ის ეწვია თეატრალურ დადგმას და მიხვდა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა პროფესიის ამორჩევისას. მსგავსი განწყობილება, როგორც ჩანს,მისმა უფროსებმა შეამჩნიეს და ის სტაჟირების დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე გაანთავისულეს. ახლა ბატლერს უკვე აღარაფერი იკავებდა და ის ლონდონში გაემგზავრა, სადაც ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებდა თეატრის სამყაროში დასაბრუნებლად. მალე მას იღბალმა გაუღიმა – თავიდან მან მიიღო როლი სპეკტქაკლში 'Coriolanus', და ცოტა ხანში კი უკვე წამყვან როლს ასრულებდა დადგმაში 'Trainspotting', რომლითაც ის დარბაზიდან აღფრთვანდა ცოტა ხნის წინ. 1997 წელს ბატლერის პირველი მნიშვნელოვანი დებიუტი შედგა კინოში – მან ითამაშა ლებტაში Mrs. Brown ჯუდი დენჩთან და ბილი კონოლისთან ერთად. მიახლოვებით ამავე დროს მან პატარა უარყოფითი როლი ითამაშა ბონდის 'ხვალინდელი დღე აღარასოდეს მოკვდება', და ამ დროს თავისი თატრალური კარიერა არ შეუჩერებია. 2000 წელს ეკრანებზე ბატლერის მონაწილეობით რამოდენიმე ლენტა გამოვიდა – ფილმი განგსტერებზე 'Shooters', სამხედრო დრამა 'Harrison's Flowers', და ასევე უეს კრეივენის დრაკულა, სადაც მსახიობ მთავარი როლი ერგო. შემდეგ წელმა ბატლერისთვის, არც ისე წარმატებულად ჩაიარა, უმეტეს წილად ის ტელეპროექტებზე მუშაობდა დ მხოლოდ 2002 წელს მიიღო როლი სურათში 'Reign of Fire', სადაც კრისტიან ბეილის მოკავშირე შეასრულა დრაკონების განადგურების რთულ საქმეში.
2003 წელს მსახიობმა ანჯელინა ჯოლისთან ერთად ითამაშა ლარა კროფტის სიკველში, რამაც თავისთავად იმოქმედა მის პოპულარობაზე და ცნობადობაზე მაყურებლების შორის. ამავე წელს კიდევ ერთი ლენტა გამოვა ბატლერის მონაწილეობით – 'Timeline', მაიკალ კრიჩტონის რომანის–ბესტსელერის ეკრანიზაცია, რომელმაც საკმაოდ ცივი შეფასებები მიიღო კრიტიკოსების მხრიდან და საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები ჰქონდა კინოგაქირავების დროს.
ჟერაქრ ბატლერი კასტინგს გაივლის ფილმისთვის 'The Phantom of the Opera' უამრავ სხვა მსახიობებთნან ერთად, თმცა მისი ხმა მიუზიკლის ავტორს ენდრიუ–ლლოიდ ვებერუს მოეწონა, რომელმაც ის მთავარ როლზე აიყვანა. გადაღებები მსახიობს არც ისე ადვილად ეძლეოდა – მას 4–6 საათის დახარჯვა უწევდა გრიმის გასაკეთებლად, რომელშიც სიმღერა ჩვეულებრივზე რთულია. სამაგიეროდ ეს ფილმი ბოლო დროს გადაღებულ ერთერთ საუკეთესო მიუზიკლად ითვლება.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1152 | დაამატა: balu | ტეგები: ჯერარდ ბატლერი Gerard Butler | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.