Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » ჯიმ ქერის ცხოვრების წესი
10:08 PM
ჯიმ ქერის ცხოვრების წესი


ჩემი ცხოვრების მთავარი წესი?




პირველი: გახსოვდეს, თუ შენ გაქვს შეგრძნება, რომ ''ცხოვრება ისე არ მიედინება როგორც საჭიროა, მე არ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც უნდა გავაკეთო'' მაშინ ყველა გადაგივლის.





მეორე: არასოდეს აღიქვა საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად. როცა ჩემი აგენტი და მენეჯერები ჩემსავე სახლში განიხილავდნენ ჰონორარის საკითხს ფილმ <მეკაბელედან> ჩვენ ერთმანეთს ეის ვენტურას თეთრ ხალათებში გამოწყობილნი ვიდეორეჟიმის საშუალებით, ტელეფონით ვესაუბრებოდით.











''როცა ასეთი ინტერვიუს მიცემა მიწევს ვნერვიულობ ხომე. ვფიქრობ: <ჯანდაბა, კიდევ რაზე ვისაუბრო?> სერიოზულად: ფურგონზე მოყოლილი მაქვს, მამაზეც მოყოლილი მაქვს. ყველაფერი მოყლოლი მაქვს. მეხუთე მეექვსე კითხვის შემდეგ სურვილი მიპყრობს რაიმე ახალი გამოვიგონო. საკუთარ თავს ძლივს ვიკავებ ხოლმე, რომ ტყუილი არ ვთქვა.''






''კომედიანტი მაინცდამაინც არ ცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია ცხოვრება უფრო ამტანი გახადოს. სანამ ჩემი კარიერა აეწყობოდა, 15 წელი კომედიურ კლუბებში გამოვდიოდი. ადამიანების ფსიქოლოგიაზე ფიქრით ღამეებს ვათენებდი. ვფიქრობდი და ვამუშავებდი იდეებს, თუ რა მოეწონებოდათ მათ. ბოლო-ბოლო ვფიქრობ აღმოვაჩინე სად იყო ძაღლის თავი დამარხული. შემიძლია გავაკეთო ისე, რომ ადამიანებმა ერთი-ორი საათით ყველა პრობლემა დაივიწყონ და ცოტახნით გახალისდნენ. მე მათ განტვირთვაში ვეხმარები. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჭრილობაზე პალსტერივით ვარ. ჩემი შრომით მათ განკურნებაში პატარა წვლილი შემაქვს.''














''ხშირად ჩვენი ცხოვრების საკუთესო წლები, ამავდროულად რთულ პერიოდს ემთხვევა.როცა ეის ვენტურას ვთამაშობდი, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთული: სწორედ ამ პერიოდში დამეწყო უთანხმოება მეუღლესთან. ვფიქრობ იმან გადამარჩინა, რომ კომედიანტი ვარ. ვცდილობ ცხოვრებას იუმორით შევხედო. ამბობენ, რომ იუმორი ეს ბოროტებაა, სინამდვილეში კი ბოროტება გააზრებული, გამოაშკარავებული ტკივილია.
ცხოვრებაში რამდენიმე საუკეთესო კომედიური სცენა ნათამაშები მაქვს მაშინ, როცა მეუღლესთან ვჩხუბობდი და თავს საშინლად ვგრძნობდი.''



''მართალია, რომ ჩემი ოჯახი უფსკრულისაკენ გადაეშვა, როცა 16 წლის ვიყავი. ბავშვებს მუშაობა მოგვიწია. ჩვენ გავხდით ოჯახი-დამლაგებლების ბრიგადით.-ვალაგებდით საპირფარეშოებს. ვწმენდით უნიტაზებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. იმ პერიოდში მთელი სამყარო შემძულდა.- საშინლად მწყინდა, რომ ცხოვრება მამაჩემს ასე მოექცა. მაგრამ ახლა ბავშვობაზე და ახალგაზრდობის წლებზე საუბარი არ მსურს, მოსაწყენია.''











არანაირ გარემოებაში არ შემიძლია იმ ფილმების ყურება რომელშიც მე არ ვმონაწლიეობ. თუ წავალ კინოთეატრში-დაკარგული დრო მაგიჟებს. ვფიქრობ <აქ გატარებული 2 საათის სანაცვლოდ, შემეძლო რაიმე ისეთი მომეფიქრებინა, რაც ეკრანებზე ჯერ არ ყოფილა>




შეიძლება არ დამიჯეროთ მაგრამ ბავშვობაში ავადმყოფურად მორცხვი ვიყავი. ასეთი მუდო ჯერ დედამიწაზე არ დაბადებულა. ჩემთან არავინ, -სერიოზულად ვამბობ, არავინ! არ საუბრობდა. <ვინ არის ჯიმი? ის შეშლილია, გაიგე? არ ღირს მასთან ყოფნა!> და უცებ ჩემამდე მოვიდა აზრი, რომ ის ჯამბაზის ნომრები, რომლებსაც სახლში ვამუშავებდი შესაძლოა სკოლაშიც გასულიყო. შესანიშნავად მახსოვს ჩემი პირველი ''გამოსვლა'' როცა კიბეზე ზევით დაცემა დავიწყე, გარშემო ყველანი დაიხოცნენ სიცილით. მე ვიყავი <ჯიმი-სულელი> და გავხდი <ჯიმი, რა თქმა უნდა, დებილი კიდევ რომელია, მაგრამ სასაცილოა>. ეს დასასრულის დასაწყისი იყო...



















''ქალებთან პირველი ნაბიჯის გადადგმა რთულია. შენ შეიძლება ისე როგორც არავინ კამერასთან იმპროვიზირებდე,აყალიბებდე გენიალურ იდეებს, მარამ ქალთან მისვლა და თქმა: <გამარჯობა, მე თქვენ მომწონხართ. დამთანხმდებით სავახშმოდ რომ დაგპატიჟოთ?>...ეს სულ სხვა რამაა. ზოგჯერ იმდენად ვნერვიულობ, რომ შიშს ვერ ვძლევ, მაგრამ ამის გამო საკუთარ თავს არ ვკიცხავ. ნამდვილად არ მინდა ვიყო ტიპი, რომელსაც ყველაფერი ფეხზე ჰკიდია. რომელიც ნებისმიერ ქალთან შეძლებს მისვლას და თქმას <გამარჯობა პატარავ>. არა, ასეთად ყოფნას არასდროს დავთანხმდებოდი.''





''მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. მამაჩემი მუსიკოსია, შესაბამისად ჩვენ სახლში ყოველთვის უკრავდა მუსიკა. ჩემი ქალიშვილიც ჯაზის ნამდვილი ფანატია. როცა სტუმრად მოდის მაილზ დევისს რთავს. არადა ის ხომ ჯერ 18-ისაა! მიუხედავად ასაკისა , ჯაზში ჩემზე უკეთ ერკვევა.''









''სასწაულების მთელი ცხოვრებაა მჯერა. არ ვიცი ეს შეიძლება მხოლოდ რწმენის გამო მეჩვენება, მაგრამ მჯერა, რომ თუ გულით გინდა მას აუცილებლად მიაღწევ. მეორე კლასში ჩვენთან ახალი ირლანდიელი მასაწავლებელი შემოვიდა, რომელმაც გვითხრა, რომ როცა რამე სურს ყოველთვის ლოცულობს და მისი თხოვნა სრულდება. სახლში რომ მივედი ვილოცე და ველოსიპედი <მუსტანგი> ვისურვე. ჩემს თანატოლებს ყველას ჰყავდა მუსტანგი, მე კი უსახსრობის გამო არა. მამაჩემი ვერ ახერხებდა ჩემთვის მის ყიდვას. 2 კვირის შემდეგ, როცა სალხში ვბრუნდები, ჩემი ძმა ოთახში შემოდის და მეუბნება: აქ რას დამჯდარხარ, ნახე სამზარეულოში რა გვიდგას. გავედი და იქ ჩემი მწვანე მუსტანგი დამხვდა. აღმოჩნდა, რომ ის ლატარეაში მოვიგე, არადა არანაირ ლატარეაში მონაწილეობა არ მიმღია. მომგებიანი კუპონები არსად გამიგზავნია!''



''სკოლაში გვყავდა კიდევ ერთი შესანიშნავი მასწავლებელი, რომლის მადლიერიც მთელი ცხოვრება ვიქნები. მას ლუსი დერვეტისი ერქვა.ის ჩვენ ბითლზების ტექსტებს გვარჩევინებდა. მთელი მონდომებით ვუღრმავდებოდით მათ თითოეულ სიტყვას და ტექსტის ორაზროვნებას ვადგენდით. ეს საოცრად სასიამოვნო პროცესი იყო. ერთხელ ლუსიმ მითხრა, რომ თუ ვისწავლიდი და სხვა მოსწავლეებს არ მოვაცდენდი, უკანასკნელ გაკვეთილზე ჩემი შოუსათვის 15 წუთს დამითმობდა.მთელი დღეები პროგრამის შემუშავებაზე ვფიქრობდი. მასწავლებლების გაშარჟება მინდოდა. სხვათაშორის ლუსიმ რამდენჯერმე საკუთარი პროტრეტები ამართვა, რომლებსაც გაკვეთილის დროს პროგრამისთვის ვხატავდი. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ცნბობილი გავხდი, ლუსიმ ისინი ფოსტით გამომიგზავნა.''











''ცხოვრება კი არა შეშლილი სიზმარია.ზოგჯერ ნამდვილ აბსურდში გადადის. სერიოზულად. ამას წინათ ჩემთან სტუმრად ჯორჯ მარტინი (Beatles-ის პროდუსერი) იყო. ის ისე მოკრძალებულად იქცეოდა. მოვიდა ჩემთან,, ხელი ჩამომართვა და მითხრა: ''ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა.'' მე კი: <კარგით რაა, გეყოფათ ჩემი გასულელება! ჯანდაბა, ნუთუ სერიოზულად ამბობთ?>''



''პოპულარობის მეორე მხარე? ძალიანაც რომ გინდოდეს სუმერმარკეტების გაქურდვა არ შეგიძლია''





''წარსულის გადახედვა ძალიან საინტერესოა. მიბრუნებული ვხედავ, რომ იქ ნამდვილი ქაოსი და სიგიჟეა. მგონი მას შემდეგ არაფერიც არ შეცვლილა.''















''თუ ზედმეტად ბევრ დრამატულ როლს ვთამაშობ, მაშინ საშინლად სერიოზული ვხდები. თუ კომედიის გადაჭარბება ხდება- მაშინ მოსაწყენი. იმაზე ვიწყებ ფიქრს მეტი რა გავაკეთო.ალბათ უკეთესია ამოუცნობი ადამიანი ვიყო. ისეთ როლებს შევეჭიდო, რომელთა მსგავსიც ჯერ არ მითამაშია. მინდა რომ ჩემი ფილმები ხალხთან ახლოს იყოს. მე მგრძნობიარე ადამიანი ვარ და ფილმებში თუ ეს იგრძნობა მაშინ ამაყი ვარ.''

კატეგორია: იცით თუ არა რომ… | ნანახია: 1555 | დაამატა: balu | ტეგები: ჯიმ ქერის ცხოვრების წესი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.