2:00 PM ჯონ ფორბს ნეშის (უმცროსი) "ფსიქოლოგიური პორტრეტი" | |
ჯონ ფორბს ნეში (უმცროსი),შესაძლოა თამამად მოვიხსენიოთ,როგორც თანამედროვეობის უდიდესი "გენიოსი".იგი გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი ეკონომისტი და მათემატიკოსი,რომლის თეორიამაც (შემუშავებულმა პრესტონის უნივერსიტეტში),სახელწოდებით - "ნეშის თეორია",შეცვალა: საბაზრო ეკონომიკა,ევოლოციური ბიოლოგია,ხელოვნური ინტელექტი და სამხედრო თეორიები.1994 წელს მიენიჭა ერთ-ერთი უდიდესი ჯილდო "ნობელის პრემია",ეკონომიკის დარგში.მისი "ფსიქოლოგიური პორტრეტი",მიუხედავად უდიდესი ნიჭისა,მთელი მეცნიერული სამყაროს შეშფოთების საგნად იქცა,რადგან დაეწყო "პარანოიდული შიზოფრენია",რამაც გამოიწვია ჰალუცინაციები და მისი სულიერი ჯანმრთელობა დიდი კითხვის ქვეშ დადგა.ამის გამო იგი გადაყვანილ იქნა "ფსიქიატრიულ კლინიკაში" და შემდგომში არაერთ ასეთივე სხვადასხვა დაწესებულებებში,სადაც მას მკურნალობდნენ ყველა მეთოდებით,მათ შორის: შოკური თერაპიით.მკურნალობამ შედეგი გამოიღო,თუმცა,როგორც ცნობილია "შიზოფრენია" განუკურნებელ დაავადებათა სახეობას მიეკუთვნება და სრულიად ვერ განიკურნა.მიუხედავად ამისა,ჯონი დაუბრუნდა "პრესტონის უნივერსიტეტს",სადაც იგი ლექციებს ატარებდა და დღემდე აქტიურად არის ჩართული მეცნიერებაში.მის შესახებ 2001 წელს ფილმი გადაიღო,ცნობილმა რეჟისორმა - რონ ჰოვარდმა,სახელწოდებით "ბრწყინვალე გონება",რომელშიც მთავარ როლს (ჯონ ფორბ ნეშის) გენიალური ავსტრალიელი მსახიობი - რასელ აირა ქროუ,თამაშობს.აღნიშნულმა ფილმმა გაიმარჯვა "ოსკარის" ოთხ ნომინაციაში და მიენიჭა "ოქროს გლობუსის" მთავარი პრიზი. | |
|