Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ჯორჯ ბერნარდ შოუ
5:03 PM
ჯორჯ ბერნარდ შოუ
გენიალური ირლანდიელი დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი - ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები),ცხოვრების მეორე ნახევარში საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველზე მშვიდ და წყნარ სოფელში ეოიტ-სენტ-ლორენში (ინგლისი) დასახლდა.თუმცა მიუხედავად ამისა,მის მიმართ ჟურნალისტების ყურადღება არ განელებულა და ერთ-ერთი ინტერვიუს დროს სტუმრად მყოფმა ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა,თუ რატომ და რა მიზნით გადაწყვიტა მან,ამ ყველასათვის უცნობ ადგილას დასახლება.შოუმ კითხვის დამსმელი ჟურნალისტი იქვე სახლთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე წაიყვანა და აჩვენა საფლავის ქვა,რომელის ეპიტაფიაც გახლდათ შემდეგი:
"ჯეინ ევერლი.დაიბადა 1815 წელს.გარდაიცვალა 1895 წელს.მისი ცხოვრება ხანმოკლე იყო".
როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნული საფლავის ეპიტაფია წაიკითხა,ჯორჯ ბერნარდ შოუმ ჟურნალისტს მიუგო:
"თუ კი აქ მაცხოვრებელი ამ ქალბატონისათვის სიცოცხლე ხანმოკლე იყო 80 წლის ასაკში,ესე იგი გამოდის რომ აქ შესანიშნავი კლიმატი ყოფილა,რაც ჩემს ჯანმრთელობაზე ზედგამოჭრილია,აი ეს გახლავთ მიზეზი ჩემი აქ გადმოსახლებისაო".
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 813 | დაამატა: balu | ტეგები: ჯორჯ ბერნარდ შოუ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.