Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 30 » ჯოვანი ლორენცო ბერნინი - "ნეპტუნი და ტრიტონი"
6:59 PM
ჯოვანი ლორენცო ბერნინი - "ნეპტუნი და ტრიტონი"
"ნეპტუნი და ტრიტონი" - ინგლისურ ენაზე "Neptune and Triton",წარმოადგენს უდიდესი იტალიელი არქიტექტორისა და მოქანდაკის - ჯოვანი ლორენცო ბერნინის (1598-1680 წლები),მიერ 1620-1624 წლებში,მარმარილოსაგან შექმნილ დიდებულ ქანდაკებას,რომლის სიმაღლე 182.2 სანტიმეტრია.ქანდაკების სიუჟეტი აღებულია გენიალური რომაელი პოეტის პუბლიუს ვერგილიუს მარონის (ძვ.წ.აღ-ით 70-19 წლები),მიერ დაწერილი თხზულების "ენეიდა"-ს მიხედვით.ქანდაკებაზე გამოსახული ნეპტუნი აწყნარებს ზღვას,რათა უზრუნველყოს მასზე ენეას მშვიდობიანი გადასვლა.ნეპტუნის ვაჟი ტრიტონი კი ბუკის საშუალებით ნიშანს აძლევს ენეას,რათა დაიწყოს მან ზღვაზე გადასვლა.თავდაპირველად ქანდაკება იტალიელი კარდინალის პერეტი მონტალოს მიერ,გამოიყენებოდა რომში მდებარე თავისივე სასახლის (ვილა) უკანა ნაწილის შადრევნის კომპოზიციისათვის.1786 წელს იგი შესყიდულ იქნა ტომას ჯენკისის მიერ და ამავე წელს,ქანდაკება მისგან შეიძინა დიდმა ინგლისელმა მხატვარმა - სერ ჯოშუა რეინოლდსმა.რეინოლდსის გარდაცვალების შემდგომ,1792 წელს "ნეპტუნი და ტრიტონი",კვლავ გაიყიდა,ამჯერად მისი მყიდველი ჩარლზ პელჰამი გახლდათ,რომელმაც ქანდაკება 1806 წელს,საკუთარ სახლში ჩელსიში გადაიტანა (ლონდონის ისტორიული რაიონი).საბოლოო ჯამში ბერნინის ქანდაკება,1950 წელს შესყიდულ იქნა,ლონდონში მდებარე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის უმსხვილესი მუზეუმის მსოფლიოში - "ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის" მიერ,სადაც იგი დღემდეა დაცული.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1028 | დაამატა: balu | ტეგები: tritoni, neptuni, bernini, ჯოვანი ლორენცო ბერნინი - ნეპტუნი და, jovan lorenco | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.