Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ჯუჯა სპილენძისთავა
8:48 PM
ჯუჯა სპილენძისთავა
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: Austrelaps
სახეობა: ჯუჯა სპილენძისთავა                                                                                                               ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 84 სმ.
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ ავსტრალია.
საბინადრო გარემო: გვხდება ავსტრალიის ტყეებში, კენგურუს კუნძულზე (კუნძული ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან) ცივ ადგილებში, სანაპიროს დიუნებთან, ღია მდელოებზე, აგროკულტურულ ადგილებში. თავს აფარებს დიდ ფოთლებსა და ქვების ქვეშ, ასევე მორების ქვეშაც.
გარეგნული აღწერილობა: გააჩნია ყავისფერი სხეული. მუცელი კრემისფერია. თვალები ჩვეულებრივზე ოდნავ დიდია, მრგვალი გუგებით. პირთან აღენიშნება ღია ფერის(თეთრი) ქერცლი. მამრები უფრო დიდი ზომისანი არიან ვიდრე მდედრები.
კვება: იკვებება ბაყაყებით, ხვლიკებით და მათი კვერცხებით, მწერებით, ხანდახან ფრინველებითაც და მცირე ზომის ძუძუმწოვრებითაც. კანიბალიზმი აღინიშნება ამ გველებში.
გამრავლება: ეს გველი არის ცოცხალმშობი და მდედრი შუა ზაფხულში ბადებს 7 - 8 ახალშობილს. მამრებს შორის ბრძოლა აღინიშნება მდედრის მოპოვებისთვის, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვა ასპიტებისგან განსხვავებით სადაც ბრძოლა მოიცავს ერთმანეთისთვის თავის ძირს დაგდების მცდელობას, ეს გველები თავს ერთმანეთისგან შორს იჭერენ და მხოლოდ ტანებით ეჭდებიან ერთმანეთს.
ცხოვრების წესი და ქცევა: არის დღის გველი, თუმცა ზაფხულის ცხელ საღამოების დროსაც აქტიურობს. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს მიწაზე, თუმცა ხანდახან შეიძლება აცოცდეს მზეზე გასათბობად მაღლა. მთავარ მტრებად ამ გველებისთვის მოიხსენებიან როგორც გარეული ისე შინაური კატები. რაც შეეხება ხასიათს, არ გამოირჩევიან აგრესიულობით, თუმცა კუთხეში მომწყვდევისას აბრტყელებენ ყელს კობრების მსგავსად, იწყებენ ხმამაღლა სისინს, მაგრამ ჩვეულებრივ თავს არიდებენ კბენას. ძლიერი პროვოცირებისას, კი გადადიან კბენაზე.
შხამი: შხამი ძლიერ ნეიროტოქსიკურია და ასევე გააჩნია ანტიკოაგულანტური თვისებები, ციტოტოქსინები და მიოტოქსინები. ასე, რომ ნაკბენი მედიცინის დახმარების გარეშე სასიკვდილოა. ნაკბენზე იყენებენ პოლივალენტის შრატს. ადამიანზე კბენის შემთხვევები ძალიან ცოტაა, რადანაც ეს გველი ეწევა ფარულ ცხოვრებას ადამიანებისგან.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 876 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: juja spilendzistava, ჯუჯა სპილენძისთავა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.